საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აქამდელ რეიტინგში ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების - საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ნახტომი ჰოლანდიამ (+38), მონტენეგრომ (+37), ისლანდიამ (+37), ესტონეთმა (+35) და პორტუგალიამ (+26) გააკეთეს, თუმცა ეს ნაკრებები იმდენად დაბლა იყვნენ, რომ ამხელა პროგრესის შემდეგაც არ არიან საქართველოზე წინ.

ხსენებული ნაკრებებიდან ყველაზე ახლოს ჩვენს ნაკრებთან მონტენეგროა, რომელმაც 72-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა.

რეიტინგს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთი.

მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ აგვისტოსა და სექტემბერში ამხანაგური მატჩიც მოუგო, და ევრობასკეტზე - ოფიციალურიც.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

999
მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა მიიღოთ შეჯიბრებებში,ეგაა თქვენი დევიზი ფიბას მეტი რა უნდა ვინ რომელ ადგილზეა არ ჰკიდია?
zepi
ხო უყურებთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებზე როგორი ვაჭრობა და ფულის კეთება მიდის? ანალოგიურადაა კალათბურთშიც,არაფრის მომტანი რეიტინგში პირველიც იყავით თუ გინდათ, ამით მოგემატებათ რამე? თქვენი სახე ევრობასკეტმა გვანახა
41
ევრობასკეთზე წარმატებისთვის დააწინაურეს ალბათ, ეგ თქვენი ფიბაც ფიფაც და უეფაც მაგარი კორუმპირებულები არიან, თუ ერთი თამაშის მოგებისთვის 19 საფეხურით აწინაურებენ ნაკრებს (რომელიც ჯგუფში ჩარჩა)მაგარი ორგანიზაცია ყოფილა
ლადო
ოთო სრულ სიმართლეს წერს. რაგბის პროფესიონალურ დონეზე მართლაც ძალიან ცოტა ქვეყანაში თამაშობენ და შესაბამისად, ნაკრებიც მხოლოდ 30 ქვეყანას ყავს(მეხანძრეების და მეთევზეების ნაკრებებს არ ვგულისხმობ). რაც შეეხება რაგბის თამაშზე მაყურებელთა დიდი ოდენობით დასწრებას და კლუბების დიდ რაოდენობას, ეს მხოლოდ 12-15 ქვეყანაშია. ფეხბურთს და კალათბურთს კი მთელ მსოფლიოში თამაშობენ და პროფესიონალების ჩემპიონატები ტარდება.
ოთოს
ვინ თქვა რომ რაგბის 25 ქვეყანაში თამაშობენ? 150-ზე მეტი ქვეყნის ნაკრები, ათასობით კლუბი და ჩემპიონატებზე უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე ფეხბურთზე. ესაა რაგბის სტატისტიკა. სამი თაობის თავდადებით მიღწეული წარმატებისთვის ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა ვერაა მადლიანი საქმე.
ოთო
არ გეწყინოთ რაგბის მოყვარულებს, მაგრამ რაგბის რეალურად 20, ჰა და ჰა 25 ქვეყანაში თამაშობენ. ასე რომ, რაგბის მე-12 ადგილი ფეხბურთის 103-ე თუ არა, მე-80-ზე უკეთესი ნამდვილად არ არის. სპორტის გუნდურ სახეობებში კალათბურთს მართლაც საუკეთესო შედეგი აქვს. ახალგაზრდებშიც მეტი ჟინი იგრძნობა. გაიხსენეთ, 16 წლიანებმა როგორ ითამაშეს ევროპაზე.
თბილისელი
მასე ძმაო ირლანდია კალათბურთშია 122 ადგილზე, მაგრამ ფეხბურთში და რაგბში კი იცი სადაც არიან ;)

კაია! მაგამ მაგ მიღწევას მინიმუმ შენარჩუნება უნდა ბიძია. აწი რას ვიზამთ ეგაა საკითხავი
acm
და ამ დროს ფეხბურთს 300 მილიონიანი დაფინანსება ექნება საშინელებაა ტრაგედია ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ ფეხბურთის 1 რიგში მაგრამ ჩამყაყებულ ჭაობში ფულის ჩაყრა არაფერ შედეგს მოიტანს კალათბურთს კიდე ეხლა ჭირდება დიდი ფინანსები ლიდერების წასვლის მერე გუნდი უდიდეს დანაკლისით ხვდება შემდეგ მატჩებს
შოთა
თან 400 მილიონს ხარჯავენ ფეხბურთში და ახალგაზრდული ფარერებთან აგებს!
gg
კარგია მაგრამ არასამართლიანი არ მგონია ნგერიას და ირანის ისლამურ სახელმწიოს ჩვენზე მაგარი ნაკრები ყავდეს
KING
მასე რა, გაგვახარეთ..წინსვლა და ბევრი გამარჯვება ...
ქუთაისელი
კალათბურთი - 28 რაგბი - 12 ფეხბურთი.... 103
gia
ჯიგრები ხართ !!! გაიხარეთ !!!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89