"უახლოეს წლებში ამ ახალგაზრდებისგან ისეთ ნაკრებს შევკრავთ, რომელიც მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება"
2018 წელს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელის - ევროპის თასი და კონტინენტის ჩემპიონატი. ამ ტურნირებისთვის ჩვენს გუნდს სახელოვანი ქართველი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე გაწვრთნის. ამის შესახებ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ გვაცნობა.

რევაზ ჩომახიძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, წყალბურთის თამაშიც იქვე დაიწყო გიორგი ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. 1989-93 წლებში თბილისის "დინამოში" გამოდიოდა. იყო "რარი ნანტესის" (იტალია, 1993-97), მოსკოვის "დინამოს" (1997-2000), "პრო რეკოს" (იტალია, 2000-01), "მლადოსტის" (ხორვატია, 2001-04) წევრი, 2004-დან 2009 წლამდე ჩეხოვის (პოდმოსკოვიე) "შტურმი 2002-ში" თამაშობდა.

1997 წელს ის რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს "კეთილი ნების თამაშებზე" პირველი ადგილი დაიკავა, 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადებზე, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიოს ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასიც მოიგო. რუსეთის მრავალგზის ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონატებზე ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა.

2001 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის თასების თასის მფლობელია, ხოლო "შტურმთან" ერთად - "ლენტროფის" გამარჯვებული.

2009 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და იმავე წელს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ითამაშა.

"გარემოებამ მაიძულა საზღვარგარეთ წასვლა, თორემ არასდროს მიფიქრია, მთელი ცხოვრება უცხოეთში გამეტარებინა. შანსი მომეცა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს როგორ ვიტყოდი", - გვითხრა მაშინ რევაზ ჩომახიძემ, რომელიც აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ 19-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში და ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. წლეულს კი მისმა შეგირდებმა 2000 წელს დაბადებულთა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ რაუნდში ითამაშეს და 16 რჩეულ ნაკრებს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს.

და აი, იგი ახალ ამპლუაში მოგვევლინა.

- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა პატივიცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ. - გუნდმა ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. თამასის ქვემოთ დაშვება შეუძლებელია. როცა შენგან ახალ წარმატებას ელიან, ეს მეტ ენთუზიაზმს გმატებს და მუშაობა უფრო საინტერესოა.

მას შემდეგ, რაც 2009 წლიდან ქართული წყალბურთის აღორძინება დაიწყო, რამდენიმე თაობა აღვზარდეთ და ეს ახალი ნაკრების ფორმირებისთვის დიდი პოტენციალია. უახლოეს წლებში ამ ახალგაზრდებისგან ისეთ ნაკრებს შევკრავთ, რომელიც მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

- წინ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გელით. როგორ მოემზადებით ამ ტურნირებისთვის?

- ნაკრების კანდიდატებს ნოემბრის ბოლოსთვის შევკრებთ და მზადების გეგმასაც გავაცნობთ, თუმც, ის წევრები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან, უკვე ინტენსიურად ვარჯიშობენ ახალი სეზონისთვის. 11 ლეგიონერი გვყავს. თან ისეთი ქვეყნების კლუბებში თამაშობენ, სპორტის ამ სახეობაში მოწინავეებად რომ ითვლებიან - იტალია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი.

ერთი სიტყვით, სანაკრებო შეკრებისთვის ამ წყალბურთელებს კარგი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება ექნებათ. ამდენად, მათთან მუშაობა გაადვილდება, თანაც, ეს მომავლის გუნდის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

- ევროპის თასი საქართველოს ნაკრებისთვის ახალი გამოწვევაა...

- აქცენტს ამ შეჯიბრებაზე არ გავაკეთებთ - მას ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ევროპის თასი თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება, ჩვენ კი 24 თებერვალს და 3 მარტს კონტინენტის პირველობის პლეი- ოფი გველის.

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად შინ და სტუმრად, სავარაუდოდ, ბელორუსს, უკრაინას, პოლონეთს ან ისრაელს შევხვდებით. არა მგონია, ამ ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდეს. ივლისში კი ბარსელონა ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

ჩვენი მიზანი სწორედ იქ მოხვედრა და დასკვნით რაუნდში ღირსეული გამოსვლაა.

- ნაკრებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავთ?

- სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შეჯიბრებებისთვის უფრო გამოწრთობილ წყალბურთელებს დავეყრდნობით, რადგან ახალგაზრდებს ჯერ გამოცდილება არ ეყოფათ. თუმცა ნაკრების კარი ღიაა და იქ მოხვედრის შანსი ყველას ექნება სათანადოდ მზადყოფნის შემთხვევაში. საკმაოდ სოლიდური რესურსი გვყავს და მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

- წლების განმავლობაში ჩვენს გუნდში ნატურალიზებული წყალბურთელები თამაშობდნენ...

- და ამით დიდი საქმე გაკეთდა: საქართველოს ნაკრების წინსვლასა და ბიჭების სპორტული დონის ამაღლებაში ნატურალიზებულ სპორტსმენებს მიუძღვით დიდი წვლილი - მათ გვერდით ბიჭებმა ბევრი რამ ისწავლეს, გაიზარდნენ, დაოსტატდნენ და ამის დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა.

წინა წლებთან შედარებით, ქართულ წყალბურთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. უწინ თუ ჩვენ ჩამოგვყავდა უცხოელები, ახლა ქართველ წყალბურთელებს საზღვარგარეთ იწვევენ მოწინავე კლუბები.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ქართველთა ლეგიონი უცხოეთში გაიზარდოს, რაც მათი დაოსტატების საუკეთესო საშუალება იქნება. სულ მალე უცხოელი სპორტსმენების დახმარება აღარ დაგვჭირდება - საქართველოს ნაკრები მთლიანად ჩვენთან აღზრდილი ბიჭებით დაკომპლექტდება. ქართულ წყალბურთს დიდი მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ადმინ რატო ბლოკავ კომენტარებს შენც ეგრე ფიქრობ ალბათ ჩომახიძეზე როგორც აქ კომენტარის გამკეთებელი.დდ მაგარი პროფები ხართ წყალბურთში ეტყობა რადგან ეგეთი კომენტარი გაატარეთ.
bajo
რა განატლებააქ ამას რატო არცერტ გაუნატლებლებმა დაგუპეს ქარტული სპორტი.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე პლეი-ოფში ითამაშებს
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
შესაძლოა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშოს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓒᓐᓡᓐᓛᓒᓖᓐᓕᓠᓔᓑᓚᓐᓓ ᓔᓛᓖᓐᓓᓔᓑᓐ
ᓬ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
დავით რურუა: ქართული წყალბურთი აღმავლობის გზაზეა
ინტერვიუ დავით რურუასთან: ჩვენი მიზანი ოლიმპიურ შესარჩევში მონაწილეობაა
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა