ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა
ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ილიას ზუროსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერთასის გათამაშებას დაესწრო, ხოლო შემდეგ მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

არ გვეყოლებიან ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემ ოპერაცია გაიკეთა. როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია. უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შოთა გუგეშაშვილი
გეხვეწები ბოისა მოაშორეტ და ვიფიქრებ რომ ფიქრობტ ცვენი ნაკრების წარმატებაზე
tazo
mere ra-სხვებს 2 თანაბარი გუნდის გამოყვანა შეუძლიათ და ჩვენ მთელი ჩემპიონატი 6,5 კაცით ვითამაშეთ...
mere ra
საქართველოს თუ არ ეყოლება ევროლიგისა და ენბიაის კალათბურთელები რა სხვებს ეყოლებათ? ყველა ასეთ დღეშია.
888
ბატონო ზუროს!წასული და ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელების გარეშე ჩვენი შანსები მინიმალურია,საქართველოში მოთამაშე "პენსიონერების" იმედად ნუ იქნებით.გირჩევთ აქცენტი გააკეთოთ18-20 წლის ახალგაზრდა პერსპექტიულ ბიჭებზე რომლების ნაწილიც უკვე თამაშობს იტალიის,ესპანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ახალგაზრდულ ლიგებში.შექმენით მომავლის გუნდი და გულშემატკივარი გვერდში ამოგიდგებით.2წლიანი კონტრაქტი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ძალიან ცოტაა,მაგრამ რა გაეწყობა.
ნიკოლოზ
ამასტან კონტრაქტის გაგრძელება კარგია...1000000 ჯერ უკეთესი ვიდრე ვაისის შემთხვევაში!!!!!
boisa
ბოისა მოაშორეთ ნაკრებს ტყუილა ადგილს იკავებს
კარგია, რომ ზუროსმა გააგრძელა კონტრაქტი.
მაგრამ, ჩვენს ნაკრებში 7 რეალური მოთამაშეს ნაცვლად 12 უნდა იყოს. არავითარი ნეპოტიზმი და სამეგობროს პატივისცემით დაკომპლექტებული გუნდი. ბევრი ვარჯიში და შეთამაშებული კომბინაციების დამუშავებაა საჭირო. დღეისთვის გვყავს გუნდის ლიდერი -თორნიკე შენგელია და სხვებიც თუ მას მიბაძავენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი საერთაშორისო არენაზე.
nnn
არ უშავს ბოისა ხომ გყავს მარტო ეგ გაქაჩავს
gigi
რა ცუდ დღეში ვართ .ლიად რა, ძირითადი თითქმის არ გყვავს.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას