..."ფურია როხა" მუნდიალზეა, ესპანეთი ისევ ერთიანია და "ბარსელონაც" ისევ ლა ლიგაში ასპარეზობს
..."ფურია როხა" მუნდიალზეა, ესპანეთი ისევ ერთიანია და "ბარსელონაც" ისევ ლა ლიგაში ასპარეზობს. მოკლედ, მთავარი მოვლენა სწორედ ლიდერის მადრიდში სტუმრობაა.

"ვანდა მეტროპოლიტანო" პირველად მასპინძლობს "ბარსელონას". კატალონიელებს მადრიდში ჯოჯოხეთი ელით, განსაკუთრებით კი, ეს ჟერარდ პიკეზე ითქმის, რომელიც ღიად უჭერს კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს, რის გამოც კასტილიელი გულშემატკივრების ობსტრუქცია მაშინაც კი გარანტირებული აქვს, როცა სანაკრებო ფორმით გადის სათამაშოდ.

ლეო მესი არგენტინის გმირის რანგში უბრუნდება გუნდს. ურუგვაიდან ჩამოდის ლუის სუარესიც. ამ დუეტმა ახლახან კონმებოლის რეკორდი დაამყარა - საკვალიფიკაციო მატჩებში 21-21 გოლი აქვთ გატანილი. სხვა საქმეა, რამდენად მოასწრებენ ისინი შაბათისთვის სათამაშო მზადყოფნას.

გუნდს უბრუნდება 33 წლის ვეტერანი ანდრეს ინიესტა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა.

"ატლეტიკომაც" დაიწყო მზადება "ბარსასთან" მატჩისთვის. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავიდან გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. ხორვატიის ნაკრებიდან ტრავმიანი დაბრუნდა სიმე ვრსალიკო.

სიმეონეს სულ ბოლოს ურუგვაელები, ხიმენესი და გოდინი დაუბრუნდნენ. "ატლეტიკოს" მძიმე ოქტომბერი ელის - ყოველ სამ დღეში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.

მასპინძელთა რიგებში ფილიპე ლუიშის, სტუმრებში კი უსმან დემბელესა და რაფინიას თამაში გამორიცხულია.

ჩემპიონ "რეალს", რომელსაც არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს 7 ტურის შემდეგ, მადრიდული დერბი ელის - "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" "ხეტაფეს" სტუმრობს. "რეალი" თანაქალაქელებს გოლებს "არ აკლებს" ხოლმე - ბოლო დაპირისპირებაში "სამეფო კლუბმა" "ხეტაფეს" 5 გოლი გაუტანა, იმის წინ - 4, უფრო ადრე 7 და ასე შემდეგ. ბოლო 7 დაპირისპირებაში "რეალს" მატჩში, სულ მცირე, 3 გოლი მაინც გააქვს.

ამ თამაშისთვის სპეციალურად აწესრიგებენ მინდვრის საფარს "კოლისეუმზე", რადგან ბოლო ტურებმა დიდი ხმაური გამოიწვია ცუდი საფარის გამო. "რეალს" გულის პრობლემებმა დიდი ხნით გამოაკლო დანი კარვახალი. ალბათ, ვერ ითამაშებს მეკარე კეილორ ნავასიც. არ იქნებიან გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, ტეო ერნანდესი, მატეო კოვაჩიჩი, მარსელო და შესაძლოა, არც ტონი კროოსი. მოკლედ, ზინედინ ზიდანს საფიქრალი ბევრი აქვს.

მეორეადგილოსანი "სევილია" "ბილბაოს" სტუმრობს, ხოლო მე-3 ადგილზე მყოფი "ვალენსია" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ.

ფაქტები

დიეგო სიმეონეს საშინაო პირველობაზე ჯერ არ მოუგია "ბარსელონასთვის", როგორც "ატლეტიკოს" მწვრთნელს. იყო ორი გამარჯვება, მაგრამ ორივე ჩემპიონთა ლიგაზე.

ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) უკვე 11 გოლი გაიტანა.

"ბარსელონას" ბოლო 14 ტური აქვს მოგებული.

"ატლეტიკოს" თითქმის გაუვალი დაცვის ხაზი (პლუს მეკარე) ჰყავს - ამ სეზონში გუნდმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.

"ატლეტიკოს" ზედიზედ 11 მატჩია, რაც არ წაუგია.

"ბარსელონამ" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ პირდაპირ საჯარიმო დარტყმით - 14.

"ატლეტიკოს" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 35-ში არ წაუგია.

"რეალს" ლა ლიგის ბოლო 65 მატჩიდან 60-ში არ წაუგია.

"რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი ისე მოიგო, რომ პირველ ტაიმებშიც გამარჯვებული გამოვიდა.

"ბილბაომ" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან (ყველა შეჯიბრებაში) 7 მოუგო "სევილიას".

ბოლო 6 ტურიდან 5-ში "სევილიამ" კარი მშრალად შეინახა.

"ვალენსიას" ბოლო სამ ტურში თამაშში, სულ მცირე, 3 გოლი გააქვს.

"ვალენსია" ლა ლიგაში სამმატჩიანი მოგებათა სერიით იწონებს თავს.

ლა ლიგა. VIII ტური

პარასკევი, 13 ოქტომბერი

ესპანიოლი-ლევანტე 23:00

შაბათი, 14 ოქტომბერი

ბილბაო-სევილია 15:00

ხეტაფე-რეალი 18:15

ალავესი-სოსიედადი 20:30

ატლეტიკო-ბარსელონა 22:45

კვირა, 15 ოქტომბერი

ეიბარი-დეპორტივო 14:00

ჟირონა-ვილიარეალი 18:15

მალაგა-ლეგანესი 20:30

ბეტისი-ვალენსია 22:45

ორშაბათი, 16 ოქტომბერი

ლას პალმასი-სელტა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 5 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს