უილშირი და კეროლი ახალგაზრდულში

“ტელეგრაფის” საფეხბურთო მიმომხილველის ვარაუდით, ფაბიო კაპელომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ფრენკ ლემპარდს 23-კაციან განაცხადში შეიძლება ადგილი ვერ მოუძებნოს. გამოცემის ანალიტიკოსის მტკიცებით, იტალიელი მწვრთნელი ძალიან უკმაყოფილოა წელს ფეხბურთელის ასპარეზობით. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ჩელსელს რამდენჯერმე მიკროტრავმა აწუხებდა, მაგრამ როცა ჯანმრთელი იყო, მაშინაც ვერ ბრწყინავდა. ამას გარდა, ლონდონელი ვარსკვლავი მომდევნო სეზონის მიწურულს უკვე 33 წლის იქნება და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ განაცხადს მიღმა დარჩეს. უმთავრესი მიზეზი კი ალბათ “არსენალის” ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშირია, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდება და სავარაუდოა, რომ ერთ წელწადში უკვე მზად იქნება ნაკრების ძირითადში სათამაშოდ. ბუნებრივია, ლემპარდს არავინ უკარგავს დამსახურებებს ნაკრების წინაშე, ბოლოს და ბოლოს, მას 84 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არასოდეს უთამაშია ნაკრებში ისე მაგრად, ტრადიციულად რა დონეზეც ასპარეზობდა “ჩელსიში”. თუმცა იქამდე ინგლისელებს ჯერ... ევროპის ჩემპიონატის საგზური აქვთ მოსაპოვებელი და ლაპარაკი 23-კაციან განაცხადზე ჯერ მაინც ნაადრევი გვგონია.

ამასობაში ინტერნეტის წყალობით საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი, დღეს უელსში გასამართი მატჩისთვის ინგლისის ნაკრების ფანებს ათასობით გასაბერი ცხვარი მიაქვთ. აღნიშნული აქცია, ბუნებრივია, მასპინძლებისთვის პროვოკაციულია, თუმცა არაკანონიერი არაფერი არ არის და შესაბამისად, მის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს იღონებს. დაპირისპირება გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთელებს შორის ინტერნეტსივრცეში თამაშამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. მაგალითად, უელსელმა რობი სევეჯმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ ვალიელთა თავდამსხმელი კრეიგ ბელამი “ზურგის მიმართულებით” უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე ჯონ ტერი ნორმალურ ვითარებაში. ამან “მანჩესტერ სიტის” შუახაზელი ჯეიმს მილნერი აღაშფოთა და საპასუხოდ დაწერა, უელსელებს დიდი გული მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში აქვთ და მინდორზე არაფერი ესაქმებათო. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდათ იდეა ინგლისის ფანებს, რათა გასაბერი ცხვრები შეეძინათ და “მოგების შემდეგ” მეზობლებისთვის დაეცინათ. მოგეხსენებათ, უელსში სოფლად მეცხვარეობა საკმაოდ განვითარებულია და ის მოსახლეობის შემოსავლის სოლიდურ წყაროს შეადგენს. სტატისტიკურად ამ ქვეყანაში თითო სულ მოსახლეზე 4 ცხვარი მოდის. კარდიფის “მილენიუმზე” 7-8 ათას ინგლისელს და დიდ ამბებს ელიან.

ამასობაში ფაბიო კაპელომ “ბირმინგემის” ტრავმირებული მეკარის ბენ ფოსტერის ნაცვლად ნაკრების შეკრებაზე “ვესტ ბრომვიჩის” კარის დარაჯ სკოტ კარსონს უხმო. როგორც უკვე იცით, პირველმა შეკრება მწვავე ანგინის გამო მიატოვა და სამკურნალოდ შინ გაემგზავრა. მართალია წინასწარ უკვე ცნობილია, რომ კაპელო ძირითადში ჯო ჰარტს დააყენებს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ იტალიელს სათადარიგოთა სკამზე მეკარე აღარ რჩებოდა.

გუშინწინ ჰარტმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ინგლისურ სატელევიზიო არხს, სადაც განაცხადა, რომ გარეთ ბეილის არყოფნა ვალიელებზე უარყოფითად აისახება, რაც შესაბამისად, ინგლისელთა წისქვილზე დაასხამს წყალს: “ბეილი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. ასე რომ, მისი არყოფნა ჩვენს ინტერესებში შედიოდა. პირადად მე ეს ფაქტი სულაც არ მიხარია და მალე გამოჯანმრთელებასაც ვუსურვებ, მაგრამ უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ. თუმცა უელსის ნაკრებთან შეხვედრა მაინც ყოველთვის პრინციპული ხასიათისაა და სხვა შესარჩევი მატჩებისგან დიდად განსხვავდება. ტრიბუნებიდან ჩვენზე არანორმალური ზეწოლა იქნება,” – განაცხადა ფეხბურთელმა.

პრემიერლიგის უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჯეკ უილშირი და ენდი კეროლი ამ ზაფხულზე სტიუარტ პირსს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაეხმარებიან. პირსის გადაწყვეტილებით წამოუდგენლად უკმაყოფილონი დარჩებიან “არსენალისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები, მაგრამ მათ სხვა გზა მაინც არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელთან პირველად სერიოზული კონფლიქტი სწორედ აღნიშნული მიზეზით მოუვიდა, მაშინ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თეო უოლკოტი გამოიძახა. 2 წლის წინ ალბიონელთა ლიდერად სწორედ უოლკოტი მოგვევლინა. არსენალელმა ნაკრები ფინალში გაიყვანა, სადაც, მართალია, საშვილიშვილოდ შერცხვა და გერმანიასთან 0:4 წააგო. ამჯერადაც მსგავსი მწვავე რეაქცია ექნება თუ არა ფრანგს, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.

ლევან ბიბილაშვილი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...