ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონს იდაყვის ძველი ტრავმა აწუხებს, რომელიც შარშან გერმანიაში მიიღო
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) საოპერაციოა. მას თურმე იდაყვის ძველი ტრავმა აწუხებს, რომელიც შარშან გერმანიაში მიიღო.

იმ ტრავმის ხარისხი მაშინვე საკმაოდ მძიმედ შეფასდა, რამაც დღესაც კი იჩინა თავი: ნაოპერაციები ხელის ძვალზე ეგრეთ წოდებული ანახლეჩი ბზარი შეინიშნება, რომელიც თავის დროზე დიდი მოცულობის მქონე სისხლჩაქცევის (ჰემატომა) გამო გადაღებებზეც არ გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ამას ერთგვარი წანაზარდიც დაემატა (შესაძლოა, მარილოვანი, რაც თურმე ჰემატომას ახასიათებს, მაგრამ მისი ტიპი გაკვეთის შემდეგ უფრო დაზუსტდება), რომელიც მყესს ეხება და ტკივილებს იწვევს. ეს ოპერაცია სწორედ ამ დეფექტების მოშორებას ისახავს მიზნად.

ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ამ ოქტომბერშივე სურთ მისი გაკეთება, რათა სამომავლო სეზონისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

გუნდის ექიმ გიორგი მგელაძის თქმით, ამგვარი ოპერაციის შემდეგ ვარჯიშის დაწყებას მინიმუმ, სამი-ოთხი კვირა სჭირდება, ოღონდ ეს საკითხიც უფრო ოპერაციის პროცესში დაზუსტდება. თანაც, აქ ლაპარაკია ვარჯიშის დაწყებაზე, ანუ მსუბუქ დატვირთვაზე, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ექიმები ეჭვობენ, ჭრიკიშვილი ვერ შეძლებს მონაწილეობას დეკემბრის ბოლოს დანიშნულ საქართველოს ჩემპიონატში, ხოლო ახლავეა გადაწყვეტილი, რომ გამოტოვებს მანამდე გასამართავ სეზონის ყველა დარჩენილ შეჯიბრებას, სადაც კი საქართველოს ნაკრები იასპარეზებს: აბუ დაბისა და ტოკიოს ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადებს" და მასტერსს.

ჯ ი ჯ ი
ჭრიკიშვილს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს ბოლომდე სპორტში.
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..