”ფიორენტინას” სპორტული დირექტორის თქმით, ამ ზაფხულს ადრიან მუტუს ტრანსფერზე დააყენებენ

"ფიორენტინაში" მიმდინარე პროცესებს იტალიური სპორტული პრესა აქტიურად აშუქებს. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციული გუნდი ევროტურნირებს მიღმა რჩება, კლუბის მესვეურები ზაფხულში აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას გეგმავენ. სანამ იმაზე ვიტყოდეთ, თუ ვის ყიდვას აპირებენ ტოსკანელები, შესაძლო დანაკარგზე გავამახვილოთ ყურადღება. "ვიოლას" სპორტული დირექტორის თქმით, ამ ზაფხულს ადრიან მუტუსთან აპირებენ განშორებას:

"რუმინელს სავარაუდოდ ტრანსფერზე დავაყენებთ და ვეცდებით, სარფიანად გავყიდოთ. გავითვალისწინებთ ფეხბურთელის ინტერესებს და ისე ვიმოქმედებთ, რადგან ადრიანს გუნდისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. რაც შეეხება მის სატრანსფერო ღირებულებას, ამაზე ჯერ არ ვართ ჩამიყალიბულნი. კიდევ ორი ფეხბურთელის ბედია გადასაწყვეტი, ალესიო ჩერჩი და მარკო დონადელი მყავს მხედველობაში. იშვიათად უწევთ მოედანზე გასვლა და გარემოს გამოცვლა სურთ, რისი წინააღმდეგი არც ჩვენ ვართ. რამდენიმე კლუბისგან ველოდებით შეთავაზებას, რადგან დაინტერესების შესახებ უკვე გვაცნობეს - ვნახოთ, სეზონის ბოლომდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი".

რაც შეეხება შესაძლო შევსებას, მეტად საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. თურმე, "ფიორენტინას" მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ჯუზეპე როსისთან და დიდია შანსი, ახალგაზრდა ფორვარდი სამშობლოში დააბრუნონ. თავად როსის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი სურვილი კარიერის სერის A-ში გაგრძელებაა. "გაძეტას" ცნობით, ფლორენციელები "ვილიარელის" ფორვარდში 13 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დააკმაყოფილებთ ეს თანხა ესპანელებს. გასულ ზაფხულს, "იუვენტუსის" მესვეურებს სურდათ როსის გადაბირება და მაშინ, ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ დააფასეს. საეჭვოა, რომ პირენეელები პრაქტიკულად განახევრებულ თანხას დათანხმდნენ. სწორედ ამიტომ, დიეგო დელა ვალეს ალტერნატიული ვარიანტი აქვს მოფიქრებული - ზემოთხსენებული მუტუ "ვილიარეალში" და შესაბამისად, როსი "ფიორენტინაში'. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დიეგო დელა ვალემ სინიშა მიხაილოვიჩის მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: "მწვრთნელის საკითხზე ჯერ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, მაგრამ სავარაუდოდ, სინიშა მომდევნო სეზონშიც "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი იქნება. თუ ევროტურნირის საგზური ვერ მოვიპოვეთ, სეზონი წარუმატებლად ჩაითვლება, მაგრამ მიხაილოვიჩის შესაძლებლობები კარგად მოგვეხსენება და გვინდა მას კიდევ ერთი შანსი მივცეთ. თუმცა, იქამდე ეს სეზონია ჩასამთავრებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ თამაშებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ".

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო