იტალიურ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტონიო დი ნატალე "უდინეზედან" სხვა გუნდში გადაბარგებას აპირებს.
იტალიურ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტონიო დი ნატალე "უდინეზედან" სხვა გუნდში გადაბარგებას აპირებს. მისი მომავალი არაერთხელ დაუკავშირეს "ნაპოლის", იყო "ჯენოას" და "იუვენტუსის" ვარიანტებიც, გასულ ზაფხულს კი სულაც "მანჩესტერ სიტიზე" ჩამოვარდა სიტყვა.

პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მეორე სეზონია სერია A-ს ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში და ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ტოტოზე დიდი მოთხოვნაა, უდინეს დატოვების არავითარი სურვილი არ აქვს:

"ძალიან მიხარია ის, რომ ჩემით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული. ეს იმის მანიშნებელია, რომ კარგად ვაკეთებ ჩემ საქმეს და ამას ბევრი აფასებს. სიმართლე გითხრათ, საკუთარი თამაშით არ ვარ უკმაყოფილო, გოლებიც გამაქვს, რაც გუნდს წარმატებით ასპარეზობაში ეხმარება. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, რასაც სეზონის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მინდა აღვნიშნო, რომ არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. უდინეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და იმ ასაკშიც აღარ ვარ, რომ ახალი თავგადასავლები ვეძებო. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას სწორედ "უდინეზეში" დავასრულებ".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა