დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში - სუპერლიგის 27-ე გათამაშება დაიწყო
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში - სუპერლიგის 27-ე გათამაშება დაიწყო, რომელშიც 9 გუნდი მონაწილეობს: "დინამო", "ოლიმპი", "ქუთაისი", "რუსთავი", "ბათუმი", "მარნეული", "მგზავრები", "სოხუმი" და "კაკტუსი".

დღეს თბილისში პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ" სუპერლიგის დებიუტანტი "მარნეული" ანგარიშით 87:63 დაამარცხა. ჩემპიონატი წაგებით დაიწყო ვიცე-ჩემპიონმა "ქუთაისმა", რომელიც "ოლიმპთან" დამარცხდა - 78:84. "რუსთავმა" კი "მგზავრებს" 30 ქულის სხვაობით სძლია - 97:67.

ტურის მეოთხე შეხვედრა ხვალ, 15 ოქტომბერს ჩატარდება - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "კაკტუსისა" და "სოხუმის" დაპირისპირება 16:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, 2017/18 წლების სუპერლიგა განსხვავებული ფორმატით, ოთხ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ბოლო, მე-9 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და "ა" ლიგაში ჩაინაცვლებს.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს