ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. VIII ტური: "ბაიერნი" დაბრუნდა?! [VIDEO]

ბუნდესლიგა. VIII ტური: "ბაიერნი" დაბრუნდა?! [VIDEO]

იუპ ჰაინკესის "ბაიერნში" დაბრუნებამ გერმანიის ჩემპიონი მაშინვე გამოაფხიზლა
იუპ ჰაინკესის "ბაიერნში" დაბრუნებამ გერმანიის ჩემპიონი მაშინვე გამოაფხიზლა და, როგორც ჩანს, მთავარი კონკურენტი შეაშინა - მიუნხენელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს, "დორტმუნდმა" კი სეზონში პირველად წააგო, თან შინ, სადაც 41 მატჩია არ მარცხდებოდა...

ბაიერნი-ფრაიბურგი

იუპ ჰაინკესმა, ალბათ, ბუნდესლიგის სამუდამო რეკორდი დაამყარა - კარიერაში მეოთხედ ჩაუდგა სათავეში ერთსა და იმავე გუნდს. როცა მან პირველი მატჩი ჩაატარა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში (30 წლის წინ), არიენ რობენი ახალი დაბადებული იყო! თუმცა, გერმანიის ჩემპიონატის ასაკობრივ რეკორდამდე 72 წლის ვეტერანს ჯერ ბევრი უკლია. ჰაინკესზე ერთი წლით დიდი იყო ოტო რეჰაგელი, ფრედ შულცი კი, საერთოდ, 74 წლისა და 184 დღისა მწვრთნელობდა.

დღის გმირი მისმა შეგირდებმა საკმაოდ სწრაფად გაახარეს. "ბაიერნმა" თავიდანვე წნეხში მოაქცია "ფრაიბურგი" და შუსტერს ავტოგოლი გაატანინა. როგორც ჩანს, ეს მცველი რაღაც ცოდვებით არის დამძიმებული, რადგან უკვე ზედიზედ მეორე მატჩშია გოლს საკუთარ კარში იტანს. ასეთი რამ გერმანიაში 1991 წელია არ მომხდარა.

ბავარიელთა შეტევაში გამორჩეული იყო კინგსლი კომანი, რომელიც 50-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში. ფრანგმა, რომელსაც გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა წინა მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან, პირველ შედეგიან კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, შეწყვიტა 965-წუთიანი საკუთარი უგოლო სერია და ბოლოს ჯოშუა კიმიხს გაატანინა. "ბაიერნი" დაბრუნდა?!

დორტმუნდი-ლაიპციგი

შარშანდელი სეზონის მეორე და მესამე გუნდებმა გაამართლეს ტურის მთავარი მატჩის სტატუსი. "დორტმუნდმა" შესანიშნავად დაიწყო პიერ-ემერიკ ობამეიანგის წყალობით, რომელსაც ამ სეზონში ყველა საშინაო მატჩში აქვს გატანილი, მაგრამ პეტერ ბოშის გუნდი, როგორც ყოველთვის, ცუდად მოქმედებდა დაცვაში. ზაბიტცერის შემთხვევაში, შეცდნენ არა მხოლოდ მცველები, არამედ მეკარე რომან ბიურკი, რომელმაც გამოსვლაზე ვერ ივარგა. მეორე გოლისას კი ტოლიანმა პირდაპირ ჩააბარა ბურთი პოულსენს.

"ლაიპციგმა" მოიგო პირველი ტაიმი - 2:1. ეს გუნდი ბუნდესლიგაში არასოდეს დამარცხებულა, როცა პირველი ნახევრის შემდეგ დაწინაურებული იყო. მით უმეტეს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში "დორტმუნდის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - მასპინძლებმა არა მხოლოდ პენალტი მიიღეს საკუთარ კარში და 1:3 ჩამორჩნენ, არამედ უმცირესობაში დარჩნენ პაპასტატოპულოსის გაძევების გამო.

მაგრამ ინტრიგა მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შემადგენლობები გათანაბრდა ილსანკერის მეორე ყვითელი ბარათის გამო. ამ გაძევებას მოჰყვა პენალტი ობამეიანგის წაქცევისთვის. გაბონელმა დუბლი შეასრულა და მატჩის მიწურულს ჰეთ-თრიკიც შეეძლო, მაგრამ ჯერ მან და შემდეგ იარმოლენკომ ასპროცენტიანი მომენტები ვერ გამოიყენეს. ასე შეწყდა "ბორუსიას" 41-მატჩიანი წაუგებელი სერია "სიგნალ იდუნა პარკზე", "ლაიპციგმა" კი ერთბაშად მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ფაქტები

"შტუტგარტისა" და "კიოლნის" წყვილში პირველად ბოლო 20 მატჩში მასპინძელმა მოიგო.

"კიოლნს" ამ სეზონში 10 ოფიციალურ მატჩში მოგება არ აქვს.

კიოლნელი კლაუდიო პისარო თავის გერმანულ კარიერაში 119-ედ შევიდა შეცვლაზე მოედანზე. ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია: მაიკ ჰანკე (122) და მეჰმეთ შოლი (123).

"ჰოფენჰაიმი" ბუნდესლიგაში 22 საშინაო მატჩია წაუგებელია.

"აუგსბურგი" ზედიზედ სამი გასვლითი მატჩია არ აგებს.

"შალკემ" პირველი საშინაო მარცხი აგემა "ჰერტას".

ლეონ გორეტცკამ კარიერაში პირველი პენალტი გაიტანა.

"ჰერტას" პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

"ჰამბურგმა" შეწყვიტა 458-წუთიანი უგოლო სერია.

"აინტრახტის" ფეხბურთელმა რებიჩმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

შეწყდა "ჰანოვერის" 11-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია.

იუპ ჰაინკესისა (72 წლის) და მისი თანაშემწეების - პეტერ ჰერმანისა (65) და ჰერმან გერლანდის (63) საერთო ასაკია - 200 წელი.

"ფრაიბურგს" არასოდეს მოუგია მიუნხენში - 2 ფრე და 16 წაგება.

რობერტ ლევანდოვსკის "ფრაიბურგის" წინააღმდეგ 12 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 160 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-12 ადგილზე გადავიდა - გაუთანაბრდა ბერნდ ჰიოლცენბაინს.

კომანმა ბუნდესლიგაში 50-ე მატჩი ჩაატარა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგს ამ სეზონში 12 ოფიციალურ მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

ობამეიანგმა ბუნდესლიგის 22-ე მატჩში შეძლო მინიმუმ ორი გოლის გატანა.

"დორტმუნდი" პირველად იყო ამ სეზონში მდევრის როლში.

შეწყდა "დორტმუნდის" 41-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

"ლაიპციგს" ზედიზედ სამი მოგება აქვს.

"ლაიპციგმა" ბუნდესლიგაში ორიდან ორჯერ მოიგო დორტმუნდში.

"ლევერკუზენის" არგენტინელმა ლეგიონერმა ლუკას ალარიომ ბუნდესლიგაში მესამე მატჩი ჩაატარა და სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 პასი).

ლარს ბენდერმა 533-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი.

ბუნდესლიგა. VIII ტური

შტუტგარტი-კიოლნი 2:1

გოლები: 1:0 დონისი (38), 1:1 ჰაინტცი (77) 2:1 აკოლო (90+4)

ბაიერნი-ფრაიბურგი 5:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 შუსტერი (8-საკ. კარში), 2:0 კომანი (42), 3:0 ტიაგო ალკანტარა (63), 4:0 ლევანდოვსკი (75), 5:0 კიმიხი (90+3)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი (82. ზიულე), ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი (70. რუდი), ტიაგო ალკანტარა - რობენი, მიულერი (78. ტოლისო), კომანი - ლევანდოვსკი.

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 2:2

გოლები: 1:0 ბ. ჰიუბნერი (52), 1:1 გრეგორშიტცი (75), 2:1 უტი (85), 2:2 ფოგტი (89-საკ. კარში)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - უტი, გაიგერი, ცუბერი (84. ნ. შულცი) - დემირბაი (59. კადერჟაბეკი), ამირი (76. გრილიტში) - კრამარიჩი - ვაგნერი.

ჰერტა-შალკე 0:2

გოლები: 0:1 გორეტცკა (54-პენ), 0:2 ბურგშტალერი (78)

შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - დ. კალიჯური, მ. მაიერი (87. შიოპფი), ოშჩიპკა - გორეტცკა, ჰარიტი (67. კონოპლიანკა) - დი სანტო, ბურგშტალერი (81. რესე).

გაძევება: ჰარაგუჩი (44. ჰერტა)

მაინცი-ჰამბურგი 3:2

გოლები: 1:0 მაქსიმი (2), 1:1 უოლასი (9), 2:1 ბელი (52), 3:1 ლატცა (58), 3:2 სალიჰოვიჩი (90+2-პენ)

ჰანოვერი-აინტრახტი 1:2

გოლები: 0:1 ჰალერი (10), 1:1 ს. სანე (36), 1:2 რებიჩი (90)

დორტმუნდი-ლაიპციგი 2:3 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 1:1 ზაბიტცერი (10), 1:2 პოულსენი (25), 1:3 ოგუსტენი (49-პენ), 2:3 ობამეიანგი (64-პენ)

დორტმუნდი: ბიურკი - ტოლიანი (46. პულიშიჩი), პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ზაგადუ - შაჰინი (46. ვაიგლი) - გონსალო კასტრო, გიოტცე - იარმოლენკო, ფილიპი (51. ბარტრა) - ობამეიანგი.

ლაიპციგი: გულაში - ბერნარდო, ილსანკერი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი- კამპლი, კეიტა (45. დემე) - ზაბიტცერი (86. ორბანი), ბრუმა - პოულსენი, ოგუსტენი (65. ლაიმერი).

გაძევება: პაპასტატოპულოსი (47. დორტმუნდი), ილსანკერი (56. ლაიპციგი)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 2:2

გოლები: 1:0 ლ. ბენდერი (29), 1:1 ორიჯი (44), 2:1 ალარიო (61), 2:2 ბლაშჩიკოვსკი (69)

ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - კორი (74. ჰავერცი), ლ. ბენდერი (70. ბაუმგარტლინგერი) - ბეილი, ბრანდტი (84. პოიანპალო) - ფოლანდი - ალარიო.

ვერდერი-გლადბახი 0:2

გოლები: 0:1 შტინდლი (27), 0:2 ვესტერგაარდი (34)

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 4 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მეთიუ ლეკი (ჰერტა).

მომდევნო ტური

20 ოქტომბერი: შალკე-მაინცი

21 ოქტომბერი: ლაიპციგი-შტუტგარტი, გლადხახი-ლევერკუზენი, აინტრახტი-დორტმუნდი, აუგსბურგი-ჰანოვერი, ჰამბურგი-ბაიერნი

22 ოქტომბერი: კიოლნი-ვერდერი, ფრაიბურგი-ჰერტა, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რა მნიშვნელობა ააქვს

რაიო ბალღო ავტო გოლიოოოოოოოო?? ჩვენ კაპიტანს რო აქ გაკეთებული შეედაროს ვინმე აბა???? ორ თამაშში ორი ავტო გოლი????? სად მოვა ჩვენ კაპიტანთან?

• status quo

ბურთს კი არ იტანენ,არამედ გააქვთ...

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა

მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა

ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს

"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]

იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა

[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში

რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს

[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა

ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]

ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია