WTA. Sony Ericsson Open. ჰარდი. საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

წარმატებით დაიწყო მაიამის ტურნირზე გამოსვლა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. დანიელს მეტოქედ რეიტინგის 43-ე ნომერი, ამერიკელი ბეტანი მატეკი ჰყავდა, რომელიც სერენა და ვენუს უილიამსების არყოფნაში მაიამიზე მასპინძელთა პირველი ნომერი იყო. მაგრამ მას წილისყრის მხრივ არ გაუმართლა და თავიდანვე ტურის საუკეთესო მოთამაშეს გადაეყარა.

აქამდე ეს ჩოგბურთელები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და 2009 წელს რომის ტურნირზე დანიელმა ორ სეტში მოიგო - 6:1, 7:5. რა თქმა უნდა, ფავორიტი ახლაც კაროლინი იყო, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მოიგო ინდიან უელსი.

პირველმა სეტმა მთლიანად ვოზნიაცკის კარნახით ჩაიარა. დანიელი ერთი თავით მაღლა იდგა თავის მეტოქეზე და მატეკს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო. ვოზნიაცკიმ პირველ პარტიაში სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა ხუთიდან, თავად კი ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.

მეორე სეტიც ვოზნიაცკისთვის ისევე იოლად დაიწყო, როგორც პირველი. მაგრამ ბოლოსკენ ამერიკელმა შესამჩნევად მოუმატა და აანერვიულა პირველი ჩოგანი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ თამაში მესამე პარტიაში არ გადასულიყო. მატეკმა დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ 5:5-ზე კაროლინმა იძალა და ზედიზედ ორი გეიმის მოგებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მესამე წრეში ვოზნიაცკის სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა შეხვდება, რომელმაც ტურნირის მიღმა დატოვა კიდევ ერთი ამერიკელი მელანი ოუდინი. საერთოდ ამერიკელებს იმ დღეს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ. იუდინისა და მატეკის გარდა, ბრძოლას ჩამოშორდა ჯეიმი ჰემპტონი.

მარია შარაპოვა სამწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა მაიამიში და პირველივე მატჩში უპრობლემოდ გაიარა პეტრა მარტიჩის ბარიერი. 66 წუთის განმავლობაში რუსმა ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელთაგანაც ოთხი გამოიყენა.

ყველაზე დაძაბული ბრძოლა იყო იოჰანა ლარსონისა და ნა ლის შორის. შვედი კარიერაში პირველად ხვდებოდა ტოპ-25-ის წარმომადგენელს - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შორეულ ეტაპებზე ვერასდროს გადიოდა და როგორც წესი, თავისნაირ განუთესავ მოთამაშეებთან მარცხდებოდა.

ამჯერად სკანდინავიელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თავისუფლად შეეძლო ორ პარტიაში გადაეწყვიტა მატჩის ბედი. პირველი სეტის 7:5 მოგების შემდეგ, ლარსონმა მეორეში 4:0 წაიყვანა ანგარიში და თითქოს აღარ უნდა გასჭირვებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ავსტრალიის ღიას ფინალისტმა ტაი-ბრეიკამდე მისვლა და სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დაინიშნა მესამე სეტი და ახლა უკვე ნა ლი იყო ვალდებული გამარჯვებამდე მიეყვანა მატჩი. გადამწყვეტ პარტიაში 4:0-ს იგებდა, 5:4-ზე სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, ხოლო გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე 4:0 მიჰყავდა ანგარიში. მაგრამ შვედი სამივე მომენტიდან დაუძვრა წაგებას და სამსაათიან ბრძოლაში დღის მთავარი სენსაცია დააფიქსირა.

კიდევ ერთი ჩინელი - ჟიე ჟენგი გამოეთიშა ბრძოლა, თუმცა მას ისედაც არ ჰქონდა შანსი ტურნირის მეოთხე ნომრის - სამანტა სტოსურის წინააღმდეგ. ავსტრალიელმა 58 წუთში ყველა კომპონენტში დაჯაბნა აზიელი. სამაგიეროდ, გაგვაკვირვა შუაი პენგმა, რომელმაც განთესილი არავან რეზაი დაამარცხა, თანაც პირველი სეტი ნულზე მოიგო.

იმ დღეს კიდევ ოთხი განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას. ფლავია პენეტამ ძალიან სუსტი თამაში აჩვენა ივეტა ბენეშოვას წინააღმდეგ - ერთ-ერთი სეტი იტალიელმა "მშრალი" ანგარიშით დათმო. ტურნირის მეათე ნომერმა შაარ პეერმა ასევე უშანსოდ წააგო ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესთან. ისრაელელს 63 წუთის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია! ასევე აღვნიშნავთ იანინა ვიკმაიერისა და ნადეჟდა პეტროვას წაგებებს შესაბამისად ელენა ვესნინასთან და საბინ ლისიცკისთან. თუმცა პეტროვამ ნაადრევად შეწყვიტა მატჩი ლისიცკის წინააღმდეგ. რუსმა თავბრუსხვევა იგრძნო და მესამე სეტში დამარცხება აღიარა.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი. საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:2, 7:5; სამანტა სტოსური (ავსტრია, 4)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 6)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 6:1; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ნა ლი (ჩინ, 7) 7:5, 6:7(5), 7:6(5); ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-შაარ პეერი (ისრ, 10) 6:2, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:0, 6:4; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ფლავია პენეტა (იტა, 13) 6:3, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 13)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ)-ნადია პეტროვა (რუს, 18) 4:6, 6:3, 3:1 უარი; შუაი პენგი (ჩინ)-არავან რეზაი (საფ, 20) 6:0, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:2, 7:5; ელენა ვესნინა (რუს)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23) 6:2, 5:7, 6:4; ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 26)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 29)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:1, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 30)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:2, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 32)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 7:6(4), 6:3.

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა