<p>გასული სეზონის დამთავრების შემდეგ ცხინვალის `სპარტაკში~ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: გუნდიდან 15 ფეხბურთელი წავიდა. თუმცა, ერთის მხრივ, ეს ამბავი არც უნდა გაგვკვირვებოდა...</p><p><br> გასული სეზონის დამთავრების შემდეგ ცხინვალის `სპარტაკში~ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: გუნდიდან 15 ფეხბურთელი წავიდა. თუმცა, ერთის მხრივ, ეს ამბავი არც უნდა გაგვკვირვებოდა: მეორე წელიწადია, `სპარტაკის~ შემადგენლობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონატში `გამორჩეული~ არ არის _ რუსთავის `ოლიმპი~ შემადგენლობის ხშირ-ხშირი ცვლით ხომ ნამდვილად უკონკურენტოა...</p><p>ზურაბ ბათიაშვილი, დაჩი ფოფხაძე, გიორგი კვახაძე, დავით ბაქრაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, გიორგი ჩივაძე, თორნიკე თარხნიშვილი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ლადო ბურდული, პატრიკ მედ ნალო, გიორგი დემეტრაძე, _ თერთმეტკაციანი გუნდია პლუს სათადარიგოებიც (ნონოსი, ზონი, უხურგუნაშვილი, კანდელაკი); ყველა ის ფეხბურთელი ჩამოთვალეთ, `სპარტაკიდან~ ამ ზაფხულის დასაწყისში რომ წავიდნენ და გუნდის მთავარი მწვრთნელის გოჩა ჩიქოვანის უმთავრესი მიზანი მათი სრულფასოვანი შემცვლელების მოძებნა უნდა იყოს. ახალი სეზონისათვის `სპარტაკი~ თბილისში ემზადება და აქამდე ჩატარებულ ორ საკონტროლო შეხვედრას (`ვიტ ჯორჯიასთან~ და `დინამოსთან~) შაბათს კიდევ ერთი სპარინგი `მიემატა~. აღსანიშნავია, რომ `სპარტაკის~ მეტოქე აზერბაიჯანული `თურანი~ იყო, თავის ქვეყნის ჩემპიონატში გასული სეზონი მეცხრე ადგილზე რომ დაასრულა. შეხვედრა `ოლიმპიკის~ სტადიონზე ჩატარდა და მატჩის მე-80 წუთამდე ორივე გუნდმა არაერთი მომენტი გაანიავა. აი, ბოლო ათ წუთში კი ერთდროულად სამი გოლი გავიდა: ანგარიში `სპარტაკმა~ გახსნა, როცა ნიკოლოზ მაისურაძის პასის შემდეგ გიორგი მოდებაძემ ზუსტად დაარტყა; ორ წუთში `თურანმა~ საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ვალერი ბოლქვაძემ ასისტენტობა ნიკოლოზ მაისურაძეს გაუწია და `სპარტაკის~ ყველაზე სტაჟიანმა წევრმაც მატჩის საბოლოო ანგარიში (2:1) დააფიქსირა. გოჩა ჩიქოვანმა ამ საკონტროლო მატჩში შემდეგი შემადგენლობა გამოიყვანა: გრიშიკაშვილი (გალდავა) _ ფურცელაძე, თავბერიძე, ბოიომი (აქუბარდია), კორსანტია _ შ. კაშია (შ. ფირცხალავა), შონია (ვ. ბოლქვაძე, მგელაძე (ხაჭვანი), სარალიძე (მაისურაძე) _ კბილცეცხლაშვილი (გ. მოდებაძე), კლოვისი (მ. ჯიშკარიანი). აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილე 19 ფეხბურთელიდან მხოლოდ ექვსია ისეთი, ვინც წინა სეზონშიც `სპარტაკში~ თამაშობდა: ბოიომო, თეიმურაზ შონია, ნიკა მგელაძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გიორგი კბილცეცხლაშვილი და ტიერი-ანს კლოვისი; ვასილ ფურცელაძე და ერეკლე ხაჭვანი `სპარტაკის~ დუბლებში ასპარეზობდნენ, დანარჩენი კი პოტენციური ახალწვეულები არიან და ზოგ მათგანს, ვფიქრობთ, წარდგენა არც სჭირდება, აი, თუნდაც სოსო გრიშიკაშვილსა და შოთა კაშიას. დანარჩენებზე კი მოკლედ ვისაუბროთ: ახალგაზრდა მეკარე ლუკა გალდავა ბოლოს ფინეთში ასპარეზობდა, ცენტრალურ მცველს გიორგი თავბერიძეს ერთი პერიოდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პეტარ შეგრტი იწვევდა ხოლმე (ბოლოს, I.B.შ.U.-ში ასპარეზობდა), მარცხენა მცველს მიხეილ კორსანტიას სერიოზული ტრავმის გამო, ფაქტობრივად, ორი წელიწადი გაუცდა, ლევან სარალიძემ და გიორგი მოდებაძემ წინა ჩემპიონატი თბილისის `ლოკომოტივში~ გაატარეს, შალვა ფირცხალავამ _ `სამტრედიაში~; ჭაბუკი ფორვარდი მიხეილ ჯიშკარიანი ბოლოს `გაგრაში~ ასპარეზობდა, 22 წლის ცენტრალური მცველი მაკარ აქუბარდია _ ზუგდიდის `ბაიაში~. ბოლო ერთი წელიწადი, ფაქტობრივად, უკლუბოდ იყო ვალერი ბოლქვაძე, არადა, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯერ კიდევ თბილისის `დინამოს~ დუბლებიდან გვახსოვს; ბოლქვაძე ამპლუით გამთამაშებელია და ახლა უკვე ბევრი რამ მასზე იქნება დამოკიდებული _ თუ მოახერხა და `სპარტაკის~ მწვრთნელ-ხელმძღვანელებს თავი მოაწონა, მაშინ გოჩა ჩიქოვანის გუნდში გიორგი ჩივაძისა და ირაკლი ჩირიკაშვილის სრულფასოვანი შემცვლელის პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს. დაბოლოს, იმასაც დავამატებთ, რომ მცირე ტრავმის გამო ამ მატჩში არ უთამაშია `სპარტაკის~ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, 18 წლის ბესიკ დეკანოიძეს.</p>
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"