საწვავი და მისი ხარისხი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის განვითარებულობაზე მეტყველებს
საწვავი და მისი ხარისხი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის განვითარებულობაზე მეტყველებს. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს საწვავის ხარისხის სტანდარტი, რომელიც ნავთობკომპანიებმა აუცილებლად უნდა დაიცვან.

საქართველოში ეს საკითხი ეტაპობრივად ვითარდება. კონკურენტული და ხარისხიანი შეთავაზებით ბაზარზე ტრადიციულად არსებული დომინანტი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას ახერხებს "ფრეგოც".

აქვე გაგაცნობთ 9 საინტერესო ფაქტს "ფრეგოს" შესახებ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ მისი საწვავი მართლაც ხარისხიანი, ფასი კი - რეალურია.

ევროპული საწვავი

საწვავის ხარისხს გარკვეულწილად მისი წარმომავლობა განსაზღვრავს. ევროპული საწვავი ავტომატურად ნიშნავს ხარისხიან პროდუქციას. "ფრეგოს" 6 სახის საწვავი რუსეთიდან და ევროპის ქვყენებიდან შემოაქვს. ის ევრო 5-ის სტანდარტს სრულად შეესაბამება.

ჩასხმის სიზუსტე

ჩასხმის სიზუსტე საქართველოში მეტად აქტუალური პრობლემაა. ავტოგასამართი სადგურები კონკურენტებზე დაბალ ფასად შეთავაზებული საწვავის შემთხვევაში ხშირად ჩასხმის სიზუსტეს არ იცავენ. შედეგად, მომხმარებელი მოტყუებული რჩება. "ფრეგოში" ჩასხმის სიზუსტეც გარანტირებულია.

კონკურენტული ფასი

საწვავის ფასი ის საკითხია, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე ქართველ ავტომფლობელებს ძალიან აწუხებს. "ფრეგოს" ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებელს ყოველთვის დახვდება კონკურენტული ფასი.

100 პროცენტით ქართული კაპიტალი

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, ქართული ბიზნესის განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. საქართველოში კი მოქმედი ბიზნესების, მათ შორის, ნავთობკომპანიების დიდი ნაწილი უცხოური კაპიტალითა და უცხოელი ინვესტორების მიერ იმართება.

უცხოური ინვესტიციების ზრდა კარგია, მაგრამ, სამწუხაროა, რომ მიღებული შემოსავალი ქვეყანაში არ რჩება. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ თითოეული ქართველი საქართველოში წარმოებულ ან ქართველების მიერ დაფუძნებულ პროდუქტზე შეაჩერებს არჩევანს.

შედეგად დასაქმდება მეტი ადგილობრივი და გაიზრდება ლოკალური ბიზნესი, რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდაზე აისახება. კომპანია "ფრეგო" 100 პროცენტით ქართული კაპიტალითაა დაფუძნებული.

33 ავტოგასამართი სადგური ქვეყნის მასშტაბით

საქართველოში ავტოგასამართი სადგურების რეგიონებში გამართვა საკმაოდ დიდი პრობლემაა. თუმცა ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა "ფრეგოსთვის". კომპანია ამჟამად 33 ავტოგასამართ სადგურს ფლობს. მათი ნაწილი თბილისში, სხვადასხვა უბანში მდებარეობს, დიდი ნაწილი კი რეგიონებშია განთავსებული.

მომსახურება

"ფრეგოს" ავტოგასამართ სადგურებში მომსახურე პერსონალი ყოველთვის კეთილგანწყობილია.

ლოიალობის ბარათები

მომხმარებელზე ზრუნვისას კომპანიები ხშირად იყენებენ ლოიალობის ბარათებს. ასეა "ფრეგოს" შემთხვევაშიც. კომპანიაში 3 სახის ლოიალობის ბარათი მოქმედებს.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

იდეალურია, როცა კომპანია, საქმის კარგად კეთებასთან ერთად, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასაც ავლენს. "ფრეგო" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მრავალ პროექტს ახორციელებს.

400-ზე მეტი თანამშრომელი

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა უმთავრესი სოციალური პრობლემაა, კომპანია "ფრეგოს", ამჟამადა 400-ზე მეტ თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

იხილეთ ფრეგოს ფეისბუქ გვერდი

dav
სხვა ავტოგასამართ სადგურებზე ოპერატორის ხელფასები დაბალია. ფრეგოს შემთხვევაში კონკურენტუნარიანი სახელფასო პოლიტიკა აქვს?
კომენტატო(რებ)ო, :)))
სახელს "ყველა(ს)" დიდი შრიფტით ნუ დაწერთ... :))) p.s.წარმატებები "ფრეგოს" და ყველა ქართულ კომპანიას!
რობი
კარგია რომ გლდანში გახსენით, სულ თქვენთან ვასხავ. იმედია გააიაფებთ
ბიძინა
მე სულ ფრეგოში ვასხამ, აგერ უკვე 5 თვეა და ასე თუ გააგრძელებს არსად არ გადავალ. წარმატებები ფრეგოს და მეტი ფილიალი!
Nodari
რა კავშირი აქვს ამ სტატიას სპორტთან?
BAJO
ერდიდაიგივეა ყველგან დზმაო ხარისხი არვარგა,ჰასხმა აუცილებლად გატყუებენ და ფასები მაგალი.ხა რისხე როგორ ამბობენ როცა ტვიტონ იმოცმებენ საკუტარ პროდუქციას აბა სულელი იქნება ცუდიაო რო დაასკვნას.
შაკო
ფრეგოში ჩასხმის შემთხვევაში საწვავი ყოველთვის მალე მიმთავრდება, რა ვიცი რა ვიცი
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"