სლავენ ბილიჩმა, როგორც ვაჟკაცს შეშვენის, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გამარჯვება მიულოცა
ყველამ კარგად ვიცით - ხორვატიის ნაკრებში ღირსეული კაცები თამაშობენ. ეს შეხედულება მცირე საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის დაშლის პერიოდიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ხორვატმა ფეხბურთელებმა ჩვენსავით პატარა ბალკანური ქვეყნის დამოუკიდებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

მერე კი იყო მაგალითები - ხორვატები ნაკრებში ფედერაციის ხარჯზე გამოძახებას არ კადრულობდნენ, ჩვენს ქვეყანას უჭირსო და თავად ყიდულობდნენ ბილეთებს.

ერთ რამედ ღირდა მათი თავდადებული თამაშის ხილვა, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს პატრიოტიზმის სახელმძღვანელოდ გამოადგებოდა.

კარგად მახსოვს ფედერაციის ამჟამინდელი პრესატაშე ლაშა დვალიშვილის მიერ წლების წინ ნათქვამი. მამამისი ხორვატიაში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა - ჩვენგან განსხვავებით, ჰუმანიტარულ დახმარებებს არ იპარავენო. თითქოს რა გასაკვირია, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, სად რა ხდებოდა.

ჩამოვიდა ივო შუშაკი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ჩვენს საფეხბურთო სამყაროში უდიდესი სიყვარული დატოვა. ჯერ ერთი, მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ღირსებით, სხვისი ტრადიციებისა და ხალხის დაფასებით დაგვამახსოვრა თავი. არც ერთ უცხოელ მწვრთნელს იმდენი მეგობარი არ ჰყავს საქართველოში, რამდენიც "ივო ველიჩესტვო" ივოს.

და ბოლო ფაქტი: ხორვატიამ საქართველოში უპრინციპულესი შეხვედრა წააგო. ლუკა მოდრიჩმა თქვა, ასეთ ნაკრებთან არასდროს წაგვიგიაო. "ასეთ ნაკრებთან" წაგებული ხრისტო სტოიჩკოვიც გვახსოვს, ბავშვმა ავტოგრაფი რომ სთხოვა და წყალი შეასხა. კიდევ ბევრი ასეთი მომხდარა.

ხორვატები მართლა გამორჩეულები ყოფილან. წაგებით გამწარებული მათი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი არც მსაჯებს მიხდომია და არც წაგება გაუმართლებია გარეშე ფაქტორებით, საქართველოს ნაკრების გასახდელში შევიდა და, როგორც ვაჟკაცს შეშვენის, მოწინააღმდეგის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გამარჯვება მიულოცა.

მატჩის დასრულებისთანავე კი ისეთი სიხარული სუფევდა, უმრავლესობამ ვერ შენიშნა: ხორვატების ნახევარმცველი ტომისლავ დუიმოვიჩი გასახდელისკენ გაბრაზებული მიეშურებოდა, როდესაც ინვალიდის ეტლში მჯდარ ქართველ გულშემატკივართან შეჩერდა და მაისურა უსახსოვრა, თანაც ისე, რომ მისთვის ფორმა არ უთხოვნია.

არა მგონია, ეს წვრილმანი იყოს. დუიმოვიჩი ღირსეული ქვეყნის შვილია, რომელმაც წაგებაც ღირსეულად გადაიტანა და სამშობლო უფრო კარგად წარმოაჩინა, ვიდრე ბევრმა გამარჯვებულმა ფეხბურთელმა.

აბედი პელე
თუ ხელმოწერების შეგროვებას ან მსგავს აქციას გადაწყვიტავთ დადეთ ინფორმაცი რომ გულშემატკივრები მოვითედ.
mm
ადამიანი მშვიდობა-ს ავტორისგან დიდი მადლობა ჩემო ძმაო! თუ არ დაგეზარება, რედაქციაში დაგვიკავშირდი და სიამოვნებით, მაგარი აზრია!
mm
ადამიანი მშვიდობა-ს ავტორისგან დიდი მადლობა ჩემო ძმაო! რედაქციაში დაგვიკავშირდი და სიამოვნებით, მაგარი აზრია!
paatakopala
მერაბ!აუცილებლად გადავცეთ მადლობა დიუმოვიჩს.ჩვენც ვასწავლოთ სხვებს მადლიერების და სიკეთის კეთება!"ადამიანო მშვიდობა" ბრავო!
ადამიანი მშვიდობა
მერაბ, დიდი კაცი ხარ შენ და ასევე დიდი ერის შვილიც... მხოლოდ ჩვენ გვხიბლავს ასევე, უცხოტომელის დიდსულოვნება. მადლობა ამ სტატიისათვის. შენისთანა ჯურნალისტიც კარგია და მამულიშვილიც... ეხლა ასეთი იდეა გამიჩნდა მოდი დიუმოვიჩის საქციელი შეძლებისმაგვარად გავაფიაროთ, მაგალითად 1000 კაციანი ხელმოწერით მადლობა გავუგზავნოთ ზაგრების გაზეთში, ფედერაციაში ან სადმე, შესაძლოა სუვენირიც, თუ მისამართს დაადგენ სუვენირი ჩემზე იყოს... ოღონდ მომწერე. ისევ მადლობა...ისევ მერაბს, ჩემს ერს და მერე ხორვატებსაც.
ILYA
მართლაც ღირსეული და ვაჟკაცი ერია ხორვატები. მარტო ბილიჩის ინტერვიუ რად ღირდა, როდესაც აღნიშნა, რომ ქართველები გვჯობდნენ და ძალიან ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობდნენო. უდიდესი პატივისცემის ღირსები არიან მართლაც შესანიშნავი ხორვატი ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი.
cercva
VENDETA ერთობა ჩვენ უძველესი დროიდან კოლხეთიდან მოგვყვება,მაგრამ მრავალწლიანმა მონობამ და სიღარიბემ ჩააგდო ამგვარ მდგომარეობაში ქართველები... ასე რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს სასწავლი უბრალოდ წინაპრების გზას უნდა მივყვეთ და ზუსტად ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს.
vendeta
მგელი ხალხია ხორვატები ბევრი რამე უნდა ვისცავლოთ მათგან ქართველებს თავი ყველაზე მაგრები გვგონია მაგრამ ერთობა არ გვაქ ხორვატებმა ერთობით დაამტკიცეს რომ არა მარტო ფეხბურთსჰი არამედ ნებისმიერ ასპეკტსში მადლობა თემურს და მადლობა ხორვატებს ასეთი კარგი თამაშHისა და არამარტო თამაშისათვის
VENDETA
მგელი ხალხია ხორვატები ბევრი რამე უნდა ვისცავლოთ მათგან ქართველებს თავი ყველაზე მაგრები გვგონია მაგრამ ერთობა არ გვაქ ხორვატებმა ერთობით დაამტკიცეს რომ არა მარტო ფეხბურთსჰი არამედ ნებისმიერ ასპეკტსში მადლობა თემურს და მადლობა ხორვატებს ასეთი კარგი თამაშHისა და არამარტო თამაშისათვის
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათ მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს