თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, შესაძლოა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის "ეზო" გახდეს
თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, შესაძლოა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის "ეზო" გახდეს.

ეს გაუმართლებელი სამშენებლო პროექტი უდიდესი ისტორიის ქართული საფეხბურთო კლუბს, რომელსაც ამ შემოდგომაზე 92 წელი უსრულდება, საწვრთნელ ბაზას გაუნადგურებს. "დინამოსთვის" უმნიშვნელოვანესი საწვრთნელი ბაზა თბილისის შედარებით სუფთა ეკოლოგიურ ზონაში წლებია არსებობს. "დინამოს" ბაზა, მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბების საწვრთნელი ზონების მსგავსად, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და იზოლირებულია გარესამყაროსგან, სადაც ფეხბურთელებს ვარჯიშების ჩატარება ისე შეუძლიათ, რომ კონკურენტებმა ვერ ადევნონ თვალი. იდეალურადაა დაცული მათი უსაფრთხოებაც. თუმცა, მას "რკინა-ბეტონის ჯუნგლი" უახლოვდება, რომელმაც თბილისის არაერთი უბნის იერსახე მთლიანად გადახატა და მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქის ლანდშაფტი.

"დინამოსთან" 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე დავა 2012 წლიდან დაიწყო. ინვესტორებთან კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ მოლაპარაკებებიც გამართა, საინტერესო და მათთვის მომგებიანი წინადადებებიც კი შესთავაზა და ბოლოს სასამართლოსაც მიმართა. დავა დავად რჩება, კორპუსის 4 სართული კი უკვე აშენებულია.

დოკუმენტის თანახმად, 4-სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, შემდეგ, ინვესტორებმა არქიტექტურის სამსახურის თანხმობით ეს პროექტი შეცვალეს. მშენებლებმა მუშაობა ჯერ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეაჩერეს, თუმცა, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა თავისივე ნებართვას გადახედა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამის შემდეგ მშენებლობა განახლდა, მაგრამ მალევე შეჩერდა - ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლომ კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, არ უნდა დაუშვას, რათა "ასთვალა" შენობის ფასადი "დამკვირვებლად" არ დაადგეს თავზე ფეხბურთელების საწვრთნელ ბაზას.

რომან ფიფიასთან ერთად, ბაზაზე კორპუსის "დაშენებას" ვეტერანი დინამოელები, მოქმედი ფეხბურთელები და რიგითი გულშემატკივრებიც აპროტესტებენ. კლუბის წარმომადგენლის, ლევან სალუქვაძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზის მიკროკლიმატი დაირღვევა, სივრცეს არსებული ფუნქცია დაეკარგება და სპორტსმენები ვეღარ შეძლებენ ნორმალურად ვარჯიშს.

საფეხბურთო სამყაროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტული სტანდარტები აქვს დაწესებული, რომლებიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული ფეხბურთელების წვრთნის პროცესში. "დინამოს" ბაზას ამ მხრივ აქამდე შენიშვნები არ მიუღია.

ბაზასთან კორპუსის აშენების წინააღმდეგია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი მშენებლობის წარმოებას კლუბისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტთან.

კლუბის მფლობელმა შპს "ბაუ ინვესტს" არაერთი წინადადებით მიმართა. მათ შორის, კორპუსის ნაცვლად სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების ინიციატივით, რომელიც, როგორც სპორტსმენებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს მოემსახურებოდა. რომან ფიფია ამ პროექტის ხარჯებში თანაბარი წილით შესვლასაც სთავაზობდა ბიზნესმენებს, თუმცა, გარიგება ვერ და არ შედგა.

მშენებლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ პროექტში უცხოელი ინვესტორები დებენ კაპიტალს. ზოგადად, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია სასარგებლო რომაა საქართველოს ეკონომიკისთვის, არაფერია სადაო. მიუხედავად იმისა, რომ "უცხოური ინვესტიციები" რეალურად ამ პროექტში არ ჩანს (თუმცა, არც შიდა ინვესტიციებია საზიანო ეკონომიკისთვის). საქმე არა ეკონომიკასთან, არამედ მოსალოდნელ ზიანთან და დისკომფორტთან გვაქვს, რომელსაც მშენებარე კორპუსი უქმნის კლუბის ბაზას. მითუმეტეს, რომ კორპუსების ასაშენებლად სხვა, ეკოლოგიურად არანაკლებ მიმზიდველი ადგილები თბილისში ჯერ კიდევ უხვადაა და პროექტის გადანაცვლება და ბაზასთან თუნდაც სავაჭრო ცენტრის აშენება (რომელიც 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს),

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმალურ დამატებით მოგებას მოუტანდა ინვესტორებს, თუნდაც სლოვაკ ბიზნესმენებს, რომლებიც ფორმალურად ირიცხებიან კორპუსის დამკვეთების კომპანიებში და გადაწყვეტილებების მიღებაში საერთოდ არ მონაწილეობენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი პირის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, თუ კორპუსის ამ ადგილზე აშენება არ შეიძლება, ყოვლად დაუშვებელია?!

"დინამოს" მფლობელ რომან ფიფიას გრანდიოზული, არაკომერციული გეგმები აქვს საწვრთნელ ბაზასთან მიმართებით, რაც იმაზე ბევრად მეტ ინვესტიციას (მეტი ინვესტიცია = მეტ ფულს ბიუჯეტში) მოითხოვს, ვიდრე უსახური რკინა-ბეტონის ბაზასთან აშენებას სჭირდება. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კლუბის მფლობელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საფეხბურთო არენის აშენებას ისახავს.

ამდენად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქალაქის ამ "სავიზიტო ბარათზე" "თავდასხმიდან" მომდინარეობს, სპორტული საზოგადოების, გულშემატკივრების და ჩვეულებრივი მოქალაქეების საერთო სატკივარი და მწვავე პროტესტის საფუძველი უნდა გახდეს.

კორპუსი კი არა , საზამთრო დავთესოთ გუნდი მაინც არ გვყავს...
gio
მართლა უპატრონო ქვეყანაა თორემ ერთი კაცი როგორ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს მერიაში, ჯერ რას დაამსგავსეს ქალაქი და კიდევ არ ჩერდებიან. დიღომში და საერთოდ თბილისში მაღალსართულიანი შენობების აშენება მიუღებელია .....
სოსო
არქიტეტექტორი,რომელმაც ხელი მოაწერა ამ პროექტს,უნდა გასამართლდეს კორუფციის ბრალდებით,კაცობაზე და ერის კაცობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია,მისი კაბინეტის კარზე წარწერა უნდა დაეკრას,აქ ნაძირალები ფულს აკეთებენ.მშენებლებს კი ან გოგირდი დაუხრჩოლეთ,ან რაიმე უარესი,რომ ვერავინ შედგას ფეხი იქ სამუშაოდ.ვიღაცეებმა უნდა გაიგონ რომ ფული ყველაფერი არ არის და ყველაფერი არ შერჩებათ,ქოცები და ნაცები სამუდამოდ ხომ არ დარჩებიან.გული მერევა მაგათი შემხდვარე,რა ქალაქი გააუბედურეს,თბილისში ჩამოსვლა აღარ მინდა.
გრიშა
ფიფია რო არაკომერციულს გააკეთებს რამეს დინამო ჩენპიონთა ლიგას სამჯერ მოიგებს...
nnn
კალაძე კი არა გუგავაც რომ მოვიდეს ისიც ვერ გააუქმებს მაგას სლოვაკების სახელით აშენებენ
მურთაზი
ხალხო ვინც პატრიოტია და ვისაც ფეხბურთი გიყვართ ა რ შ ე ხ ვ ი დ ე თ ს ა ც ხ ო ვ რ ე ბ ლ ად იმ ბინებში რომლებიც სტადიონის ადგილზე აშენდა. ვიცი მიამიტურია ეს თხოვნა, მაგრამ ამათ სხვაგვარად ვერ გავაჩერებთ
gio
როგორ გაათავხედეს ეს დეველოპერები ...ვიღაც ყვავის ბახალა ზის მერიაში ხელს აწერს დოკუმენტებს სულ ფეხებზე კიდია რა ტერიტორია გასხვიხდება და როგორ დამახინჯდება თბილისი
დინამო
კალაძემოვა და გააუქმებს ამ ნებართვას
lashamax
წლებია ეს რუსი ბიზნესმენი - ფიფია დინამოშია. გააკეთა რამე? ძლივს რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა და ისინიც მეორე ხარისხოვანი გუნდის დუბლებში გაუშვა გროშებად. არ არის ეს კაცი დინამოში მოსული საქმის გასაკეთებლად. მე ვფიქრობ ეს უფრო ფართე მაშტაბიანი პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ქართული ფეხბურთი უნდა მოკვდეს მთლიანად. ვის ჯერავ ეხლა რომ საქართველოში ვერ მოიძებნა 11 ფეხბურთელი, რომლითაც დაკომპლექტდება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის დინამო და მისგან ვერ ჩამოყალიბდება თუნდაც აზერბაიჯანული კლუბების დონის გუნდი.
მურთაზი
ვაი ბიზნესმენებო გეყოთ და შეირგეთ ის საზიზღრობა რაც ფეხბურთს გაუკეთეთ სტადიონების ნგრევით. ჟურნალისტებო გამოამზეურეთ თუ ვინ აძლევს ამათ სტადიონების დანგრევის უფლებას.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა