ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. IX ტური: 1000 გოლი "ლივერპულის" კარში [VIDEO]

პრემიერლიგა. IX ტური: 1000 გოლი "ლივერპულის" კარში [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" სეზონის პირველი მარცხი იგემა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" სეზონის პირველი მარცხი იგემა და თანაქალაქელი "სიტი", რომელმაც მატჩის ბოლოსღა გატეხა "ბარნლის" მედგარი წინააღმდეგობა, 5-ქულიან დისტანციაზე გაუშვა...

ტურის მთავარი მატჩი კი "უემბლიზე" გაიმართა, სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა "ტოტენჰემმა" შანსი არ დაუტოვა "ლივერპულს"...

მანჩესტერ სიტი-ბარნლი

"მანჩესტერ სიტი" ვერ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორც წინა მატჩებში, თუმცა "ბარნლის" დასამარცხებლად, თუნდაც 3-ბურთიანი სხვაობით, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

"ქალაქელებს" დაუბრუნდათ სერხიო აგუერო, რომელიც ავტოავარიის შემდეგ მკურნალობდა.

სწორედ აგუერომ გახსნა ანგარიში 11-მეტრიანით, რომელიც საკამათოდ კი მოჩანდა, მაგრამ თავად არგენტინელისთვის მთავარი აქ სხვა რამ იყო - ამ გოლით ის გაუთანაბრდა "მანჩესტერს სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ერიკ ბრუკსს (177 გოლი) და უახლოეს მატჩში უკვე რეკორდის დამხობაც შეუძლია.

ამას გარდა, პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ამით უკვე "სიტი" გაუთანაბრდა საკლუბო რეკორდს.

და კიდევ ერთი საინტერესო რამ - მიმდინარე პრემიერლიგის ბომბარდირებს შორის "მანჩესტერ სიტის" 4 ფეხბურთელია, რაც ამ გუნდის უზარმაზარ საგოლე პოტენციალზე მეტყველებს.

ფაქტები

9 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 25 ქულა დააგროვა, რაც ამავე კლუბის მიერ 2011/12 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგის გამეორებაა. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის "ჩელსის", რომელსაც 2005/06 წლების სეზონში 9 ტურის შემდეგ 27 ქულა ჰქონდა.

პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, 9 ტურის შემდეგ უკეთესი შედეგი (27 ქულა) ჰქონდა "ბაიერნის" მწვრთნელად მუშაობის პერიოდში (2015/16).

"სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა ლეროი სანემ ბოლო 4 მატჩიდან 3-ში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

"მანჩესტერ სიტის" ბოლო 6 მატჩში ლერიო სანე 9 გოლში მონაწილეობდა - 5 გოლი, 4 პასი.

"მანჩესტერ სიტიში" დებიუტის (2015) შემდეგ კევინ დე ბრუინმა 33 საგოლე პასი გააკეთა, რაც საუკეთესო შედეგია.

ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხი ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჟოზე მოურინიოს არავისთან ჰქონდა საპრეტენზიო, გარდა თავისი ფეხბურთელებისა, რომელთაც მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს.

"ყველაფერი მარტივად არის, რადგან დღეს მოიგო საუკეთესო გუნდმა, რომელიც უფრო მეტად მოტივირებული და მონდომებული იყო. ეს არის და ეს", - თქვა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ მოიგო ვერცერთი ის 19 მატჩი, რომელშიც მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩებოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო 2015 წლის სექტემბერში, როცა "იუნაიტედი" 0:2-ს აგებდა "ნიუკასლთან" და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩიდან 8-ში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე პასი გააკეთა (8 გოლი, 2 პასი).

ჩელსი-უოტფორდი

სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ჩელსიმ" შეძლო თამაშის შემობრუნება ყოჩაღ "უოტფორდთან" და ამაში გადამწყვეტი როლი ანტონიო კონტეს მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ითამაშა - დუბლი შეასრულა მიში ბატშუაიმ, ხოლო სესარ ასპილიკუეტამ გოლი შეცვლაზე აქტიურად შესული დავიდე ძაპაკოსტასა და ვილიანის დიდი ძალისხმევის შედეგად გაიტანა.

სხვათა შორის, ეს იყო "უოტფორდის" პირველი საგარეო მარცხი მიმდინარე პრემიერლიგაში.

ფაქტები

"ჩელსი" არ დამარცხებულა "უოტფორდთან" ბოლო 13 დაპირისპირებაში (10 მოგება, 3 ფრე).

2017 წელს, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ჩელსის" მიერ გატანილ გოლებში ყველაზე დიდი წილი პედროს უდევს - 12 გოლი, 9 პასი.

2017 წლის აპრილის შემდეგ ედენ აზარმა პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა.

მიში ბატშუაიმ "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან სამივეში გაიტანა გოლი (სულ - 4).

ევერტონი-არსენალი

"არსენალმა" დემორალიზებულ "ევერტონს" კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და გასავარდნ ზონაში გაისტუმრა, არსენ ვენგერს კი დაბადების დღისთვის მშვენიერი საჩუქარი უძღვნა (ფრანგი მწვრთნელისთვის ეს მესამე შემთხვევაა 2005 და 2006 წლების შემდეგ)...

მიუხედავად იმისა, რომ რონალდ კუმანი სიტუაციის გამოსწორების პირობას დებს, უკვე აქტიურად განიხილება "ევერტონში" დევიდ მოიესის შესაძლო დაბრუნების საკითხი.

ფაქტები

"არსენალს" "ევერტონისთვის" პრემიერლიგაში 100 გოლი აქვს გატანილი.

მესუთ იოზილმა პრემიერლიგაში 43-ე საგოლე პასი გააკეთა. 2013 წლის შემდეგ (იოზილის დებიუტი) ინგლისის მთავარი ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია.

უეინ რუნის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი "არსენალის" კარში აქვს გატანილი - 12.

უეინ რუნიმ პეტერ ჩეხს 7 გოლი გაუტანა - ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა მეკარეებს.

ტოტენჰემი-ლივერპული

"ტოტენჰემმა" სრულად გააშიშვლა "ლივერპულის" პრობლემები. შეიძლება ითქვას, იურგენ კლოპს დაცვა, ფაქტობრივად, არ ჰყავს. "წითლებზე" მეტი გოლი მიმდინარე პრემიერლიგაში მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს გაშვებული. ეს ტიპური აუტსაიდერული მაჩვენებელია (საერთოდ, ინგლისის ტოპ-ლიგაში მერსისაიდელებს უკვე 1002 გოლი აქვთ გაშვებული), რაც ამბიციურ კლუბსა და მწვრთნელს ნამდვილად არ ეკადრებათ.

"ტოტენჰემი" კი მიქრის, ჰარი კეინსაც ისევ გააქვს და უკვე სათავეშიც უდგას ბომბარდირთა დავას. საინტერესო ფაქტია - გაგიკვირდებათ და, ამ სეზონში კეინს ლამის ყველასთვის და ყველგან ჰქონდა გოლი გატანილი, გარდა "უემბლისა", სადაც "ტოტენჰემის" დროებითი სახლია. და აი, 24 წლის ფორვარდმა ნავსი გატეხა, თან - წყვილი გოლით.

კომენტარები

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ბრწყინვალედ ვითამაშეთ, აგრესიით და მობილიზებით. კარგად ვიცოდით, რას შემოგვთავაზებდა "ლივერპული" და პასუხიც შესაბამისი მოვამზადეთ. უკვე მესამე სეზონია ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ვიღაცას მივდევთ. "მანჩესტერ სიტი" შესანიშნავი გუნდია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელით, მაგრამ გვჯერა, რომ ლიდერს დავეწევით. ჩვენთვის სეზონის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ოთხი შეცდომა და ოთხი გოლი - ძალიან დასანანია. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. არადა, გვქონდა შანსები, გოლიც გავიტანეთ და რაღაც მომენტში თამაშის შემოტრიალებაც შეიძლებოდა, მაგრამ... ისევ გაუმართლებელი შეცდომები. უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ, პრობლემებიც საკმარისად გვაქვს, მაგრამ "ლივერპული" მაინც ბოლომდე იბრძოლებს".

ფაქტები

ბოლო 10 პრემიერლიგურ მატჩში "ტოტენჰემმა" პირველად მოუგო "ლივერპულს" - 3 ფრე, 6 მარცხი.

"ტოტენჰემის" მიერ გატანილი მეორე გოლი იყო მე-1000 "ლივერპულის" კარში, ინგლისური ტოპ-ლიგის მასშტაბით.

ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით ბოლო 8 მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი, ყველა ტურნირის ჩათვლით.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"კრისტალ პალასს" არ გაუტანია გოლი ზედიზედ 7 გასვლით მატჩში.

"ნიუკასლი" ბოლო 10 საშინაო პრემიერლიგური მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა (6 მოგება, 3 ფრე).

"სტოკმა" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 5 წააგო.

2015/16 წლების სეზონის სტარტიდან "სუონსის" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი - 11 ავტოგოლი გაიტანეს.

2015/16 წლების სეზონის სტარტიდან არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია იმაზე მეტი (3) ავტოგოლი, ვიდრე ფედერიკო ფერნანდესს ("სუონსი"). ასევე 3-ჯერ დალაშქრა საკუთარი კარი ჯეკ კორკმა ("ბარნლი"), რომელიც, სხვათა შორის, "სუონსის" საკუთრებაა.

"საუთჰემპტონს" ბოლო 11 საშინაო მატჩში მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი.

"ვესტ ბრომვიჩს" აგვისტოს შემდეგ არ გაუმარჯვია.

პრემიერლიგა. IX ტური

ვესტ ჰემი-ბრაიტონი 0:3

გოლები: 0:1 მიურეი (10), 0:2 ისკიერდო (45+2), 0:3 მიურეი (75-პენ)

ჩელსი-უოტფორდი 4:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 პედრო (12), 1:1 დუკური (45+2), 1:2 პერეირა (49), 2:2 ბატშუაი (71), 3:2 ასპილიკუეტა (87), 4:2 ბატშუაი (90+5)

ჩელსი (3-4-3): კურტუა - რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო (68. ვილიანი) - პედრო (86. ძაპაკოსტა), აზარი, მორატა (61. ბატშუაი).

ჰადერსფილდი-მანჩესტ. იუნ 2:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 მუი (28), 2:0 დეპუატრი (33), 2:1 რაშფორდი (78)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი (23. ლინდელიოფი), იანგი - ერერა, მატიჩი - მატა (46. მხითარიანი), ლინგარდი, მარსიალი (46. რაშფორდი) - ლუკაკუ.

მანჩესტერ სიტი-ბარნლი 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 აგუერო (30), 2:0 ოტამენდი (73), 3:0 სანე (75)

სიტი (4-3-3-): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - ფერნანდინიო (78. ტურე), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (80. გიუნდოგანი) - სანე, დავიდ სილვა, აგუერო (76. გაბრიელ ჟეზუში).

ნიუკასლი-კრ. პალასი 1:0

გოლი: 1:0 მერინო (86)

სტოკი-ბორნმუნთი 1:2

გოლები: 0:1 სიურმენი (16), 0:2 სტანისლასი (18-პენ), 1:2 დიუფი (63)

სუონსი-ლესტერი 1:2

გოლები: 0:1 ფერნანდესი (25-საკ. კარში), 0:2 ოკაზაკი (49), 1:2 მოუსონი (56)

საუთჰემპტ.-ვესტ ბრომვიჩი 1:0

გოლი: 1:0 ბუფალი (85)

ევერტონი-არსენალი 2:5 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 რუნი (12), 1:1 ნაჩო მონრეალი (40), 1:2 იოზილი (53), 1:3 ლაკაზეტი (74), 1:4 რემზი (90), 2:4 ნიასე (90+3), 2:5 ალექსის სანჩესი (90+5)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მერტეზაკერი, ნაჩო მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი (82. კოკელენი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (77. უილშირი).

გაძევება: გეიე (68. ევერტონი)

ტოტენჰემი-ლივერპული 4:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 კეინი (4), 2:0 სონი (12), 2:1 სალაჰი (24), 3:1 ალი (45+3), 4:1 კეინი (56)

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ერიქსენი (81. დაიერი), უინქსი, ორიე - ალი, სონი (69. სისოკო) - კეინი (88. ლორენტე).

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი (31. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მორენო - მილნერი, ჰენდერსონი, ჩანი (83. გრუიჩი) - კოუტინიო, სალაჰი, ფირმინო (77. სტარიჯი).

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

28 ოქტომბერი: მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი, არსენალი-სუონსი, კრ. პალასი-ვესტ ჰემი, ლივერპული-ჰადერსფილდი, უოტფორდი-სტოკი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი, ბორნმუთი-ჩელსი

29 ოქტომბერი: ბრაიტონი-საუთჰემპტონი, ლესტერი-ევერტონი

30 ოქტომბერი: ბარნლი-ნიუკასლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე - "უოტფორდი" სახლში დამარცხდა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

"მანჩესტერმა" აუტსაიდერი "ჰადერსფილდი" ვერ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა [VIDEO]

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

ჩაკვეტაძის 67 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მეხუთე წაუგებელი მატჩი

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

გონსალო იგუაინი პრემიერლიგაში ამოქმედდა - "ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" გაანადგურა [VIDEO]

შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

პრემიერლიგაში დრამატული ფინიშია - "ლივერპული" ისევ წინ გაიჭრა [VIDEO]

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"ჰადერსფილდის" ყოფილ ფეხბურთელს სიკვდილამდე სცემეს

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს