გასულ უქმეებზე მოსკოვში გაიმართა გრან პრის სერიის პირველი ეტაპი, სადაც ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი წლეულს პირველად გამოვიდა თავისი ახალი პროგრამებით
გასულ უქმეებზე მოსკოვში გაიმართა გრან პრის სერიის პირველი ეტაპი, სადაც ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი წლეულს პირველად გამოვიდა თავისი ახალი პროგრამებით. მან მოკლე და თავისუფალი პროგრამის საერთო შეფასებით 250,26 ქულა მიიღო და მე-5 ადგილი დაიკავა.

მორის ყვითელაშვილმა ძალზე საინტერესო და ტექნიკურად რთული პროგრამები წარმოადგინა. ქართველი სპორტსმენის თავისუფალი პროგრამა დატვირთული იყო ისეთი ურთულესი ელემენტებით, როგორებიცაა ოთხმაგი სალხოვი და ოთხმაგი ტულუპი, სამმაგი აქსელი და სამმაგი ტულუპი კომბინაციაში.

ჩვენმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის მსაჯებისაგან დაიმსახურა 90,95 ქულა, რაც შეფასების ტექნიკურ ნაწილში მე- 4 მაჩვენებელია. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ გრან პრის ამ ეტაპზე მოასპარეზე სხვადასხვა ქვეყნის 12 სპორტსმენიდან მორის ყვითელაშვილმა მეორე რეიტინგული მაჩვენებელი დააფიქსირა ევროპელ მოციგურავეთა შორის.

გრან პრის სერიის პირველ ეტაპზე მორისის მეტოქეები იყვნენ ისეთი ტიტულოვანი მოციგურავეები, როგორებიც არიან: 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი, 2014 და 2017 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი უძურო ჰანიუ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ოთხი კონტინენტის საერთაშორისო ტურნირის 2017 წლის ჩემპიონი, ამერიკელი მოციგურავე ნათან ჩენი, ევროპის ჩემპიონატის 2017 წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 2017 წლის რუსეთის ჩემპიონი მიხეილ კოლიადა, 2013 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 2013 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედლის მფლობელი, ყაზახი მოციგურავე დენის ტენი, იუნიორთა კატეგორიის ჩემპიონი და სენიორებში ოთხი კონტინენტისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო ათეულის წევრი, უზბეკი მიშა ჯი.

ასეთ მეტოქეებთან ნაჩვენები მე-5 შედეგი მორის ყვითელაშვილისათვის საკმაოდ წარმატებული შედეგია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ.

აი, როგორ შეაფასა ქართველი მოციგურავის გამოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ:

"მორისი დღითი დღე უმატებს, სულ უფრო ძლიერი ხდება. ის ძალიან ბევრს მუშაობს. ვნახე მისი ვარჯიში დარბაზში, ქორეოგრაფთან, რომელიც მოედრენს ასწავლის. მორისი და ევგენია მედვედევა ფანტასტიკურად ცეკვავდნენ. ის თავს არ ზოგავს, ყველა მიმართულებით ცდილობს, განვითარდეს.

მას ყველაფერი აქვს: გრძელი ფეხები, გრძელი ხელები, სიმაღლე. ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. თუკი მორისი ერთ ვარჯიშში ახერხებს ორი ოთხმაგი ტრიალის გაკეთებას, ის მესამესაც და მეოთხესაც შეძლებს".

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიადის დაწყებამდე სწორედ მოსკოვში, იმ დარბაზში გაიმართება, სადაც გრან პრის ეს ეტაპი ჩატარდა. რუსი კომენტატორები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათ მოციგურავეებს მორის ყვითელაშვილის კონკურენციის უნდა ეშინოდეთ.

გამარჯვება მოსკოვის გრან პრის ეტაპზე ამერიკელმა ნათან ჩენმა (293,79 ქულა) მოიპოვა. ტურნირზე ასევე ასპარეზობდნენ მოციგურავეები იაპონიიდან, კანადიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, უზბეკეთიდან და რუსეთიდან.

მორიგი გრან პრის ეტაპი, სადაც მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, 17-19 ნოემბერს, საფრანგეთის ალპების "დედაქალაქ" გრენობლში გაიმართება. იქამდე კი, მომავალ უქმეებზე მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე მინსკში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.

გრან პრი, I ეტაპი

1. ნათან ჩენი (აშშ) - 293,79 2. უძურო ჰანიუ (იაპ) - 290,77 3. მიხაილ კოლიადა (რუს) - 271,06 4. მიშა ჯი (უზბ) - 255,33 5. მორის ყვითელაშვილი (საქ) - 250,26 6. დიმიტრი ალიევი (რუს) - 239,61

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]