ქართველმა სუმოისტებმა სტიქიის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის თანხების შეგროვებაში მიიღეს მონაწილეობა
მოგეხსენებათ, 11 მარტს თავსდატეხილი სტიქიური უბედურების შემდეგ (ძალიან ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რასაც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება და ქვეყნის ჩრდილოეთში რადიაციის გაჟონვა დაემატა) იაპონია ჯერაც დიდ გასაჭირშია.

ქვეყანამ უკვე ოფიციალურად დაკარგა 10-ათასზე მეტი ადამიანი. იაპონიაში რამდენიმე ათეულ ჩვენ თანამემამულეს შორის სპორტსმენებიც არიან - ფეხბურთელი დავით მუჯირი და სუმოისტები ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

ჩვენებურები თავს კარგად გრძნობენ და ვარჯიშებს აგრძელებენ, თუმცა არც ქველმოქმედებას ივიწყებენ. ახლახან დავიდ მუჯირმა საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთელი შემოსავალი მიწისძვრისგან დაზარალებულებს გადაეცემათ. სუმოისტები კი მთელ ტოკიოს მოედნენ, ჯგუფებად დაიყვნენ და თავიანთ უბნებში დაიწყეს თანხების შეგროვება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააობლა.

აღსანიშნავია, რომ ამ საქველმოქმედო აქციიის ერთ-ერთი ინიციატორი ესტონელი ბარუტოა. არც ჩვენებურები დარჩენილან გვერდზე - კოკაი შინ გამომგზავრებას გეგმავდა, მაგრამ როცა აქციის შესახებ შეიტყო, იაპონიაში დარჩა და ახლა ქუჩაში დგომით შოულობს თანხებს ბავშვებისთვის. სუმოისტთა ავტორიტეტი დიდია, ტოკიოს უბან შიმბაშიში ბარუტომ, კოკაიმ და სხვებმა სულ რამდენიმე საათში შეაგროვეს მილიონ იენამდე (იხ. ფოტო).

იაპონურ მედიაში კი ტოჩინოშინის კომენტარიც გამოჩნდა: "საქართველოში ნამდვილი პანიკაა, ყოველ წუთას მირეკავენ და მთხოვენ ჩამოვიდე. თითქოს, 48 საათში იაპონია დაიტბორება, ჩვენ კი რადიაციით მოვიწამლებით. იქაური პრესა სიტუაციას ცოტა აბუქებს და ჩემი ნათესავები შეშინებულნი არიან. მაგრამ მე ტოკიოში ვარ და ვაგრძელებ ვარჯიშს, როგორც სხვები", - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს