გასულ უქმეებზე ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა
გასულ უქმეებზე ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. მე-5 ტურში საქართველოს წარგზავნილებმა რვიდან მხოლოდ ორ პარტიაში მიაღწიეს წარმატებას: ბაადურ ჯობავამ (2707) რუს ალექსეი პრიდოროჟნის (2542) აჯობა, სალომე მელიამ (2462) კი განი ჰამითი (ევროპის საჭადრაკო კავშირი, 2254) დაამარცხა.

ევროპის შარშანდელ ჩემპიონ იან ნეპომნიაშჩისთან (რუსეთი, 2729) წააგო თორნიკე სანიკიძემ. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: არკადი ნაიდიჩი (გერმანია, 2684)-ლევან ფანცულაია (2595) 0.5:0.5, მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2625)-ლელა ჯავახიშვილი (2437) 0.5:0.5, დანიელ ფრიდმანი (გერმანია, 2661)-დავით ლოჟანიძე (2489) 1:0, არმან პაშიკიანი (სომხეთი, 2642)-ლუკა პაიჭაძე (2487) 1:0, სებასტიან ჯოი (საფრანგეთი, 2231)-დავით ზარქუა 2397) 0.5:0.5.

გუშინ მე-6 ტურში ქართველთაგან დავით ლობჟანიძემ და თორნიკე სანიკიძემ იყოჩაღეს - შესაბამისად, რუსი ივან დენისოვი (2300) და ლიტველი მინდაუგას ბეინორასი (2356) დაჯაბნეს, სამი ჩვენებური კი დამარცხდა: ლელა ჯავახიშვილი-ერმინ ლამი (ჰოლანდია, 2623) 0:1, სალომე მელაია-ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი, 2608) 0:1, დავით ზარქუა-მარიუს მანოლაჩი (რუმინეთი, 2546) 0:1. ყაიმზე შეთანხმდნენ: ბაადურ ჯობავა-სერგეი აზაროვი (ბელარუსი, 2615), ალექსანდრ მოტილევი (რუსეთი, 2677)-ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე-ჩარლი ბროულე (საფრანგეთი, 2291).

ექვსი ტურის შემდეგ 5,5 ქულით რუსი ვლადიმირ პოტკინი ერთპიროვნულად მეწინავეობს. ლიდერს ნხევარ-ნახევარი ქულით 14 მოჭადრაკე ჩამორჩება. ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: ჯობავა, ფანცულაია-4-4, ჯავახიშვილი, სანიკიძე, ლობჟანიძე-3.5-3.5, მელია, პაიჭაძე-3-3, ზარქუა-2.5 ქულა.

დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: დიმიტრი რეიდერმანი (ჰოლანდია, 2601)-ჯობავა, ფანცულაია-იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2686), ბორის ჩათალბაშევი (ბულგარეთი, 2602)-ლობჟანიძე, სთელოს პალკიასი (საბერძნეთი, 2579)-ჯავახშვილი, სანიკიძე-სქით ჰაგენი (დანია, 2290), ნიკოლას გიფარი (საფრანგეთი, 2318)-პაიჭაძე, ლუდვიგ ფანტინი (საფრანგეთი,2281)-მელია, პატრიკ ვანი (ჩერნოგორია. 2165)-ზარქუა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა