იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფავორიტებმა წარმატებით ითამაშეს
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფავორიტებმა წარმატებით ითამაშეს. შესაბამისად, ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი არაფერი შეცვლილა. საერთოდ, სერია A-ს მიმდინარე მარათონს ერთი თავისებურება აქვს - გრანდებსა და თუნდაც საშუალო კლუბებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ეს ნათლად ჩანს მათ უშუალო შეხვედრებში...

"ნაპოლიმ" "ბოლონიასთან" გაილაღა. დიდებული შეხვედრა ჩაატარა დრის მერტენსმა, რომელმაც ერთხელაც დაამტკიცა თავისი სათამაშო კლასი. ბელგიელმა ჰეთ თრიკი მიითვალა. "ნაპოლი" აგებდა, მაგრამ თამაშის შემობრუნება არ გასჭირვებია.

მოიგო მისმა მდევარმა "იუვენტუსმაც". რა თქმა უნდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა. სპალ-ისთვის ისიც კი დიდი პატივია, რომ ერთი გოლის გატანა მოახერხა "ბებერი ქალბატონის" კარში.

გაბრაზებულმა "მილანმა" ქვა ქვაზე არ დატოვა "კიევოსგან". ვინჩენცო მონტელამ სკამი შეინარჩუნა, გუნდმა კი კარგი განწყობა შეიქმნა "იუვენტუსთან" შეხვედრის წინ. დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია ლეონარდო ბონუჩის.

"რომამ" მინიმალური ანგარიშით მოუგო "კროტონეს". ეუსებიო დი ფრანჩესკომ შემადგენლობა გადაახალისა, მაგრამ უსახელო მეტოქის დასამარცხებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ფაქტები

1951/52 წლების სეზონის შემდეგ "იუვენტუსი" პირველი გუნდია სერია A-ში, რომელმაც სასტარტო 10 ტურში 31 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ის რეკორდიც "იუვენტუსს" ეკუთვნოდა.

"იუვენტუსის" ფეხბურთელებმა ბოლო 9 დარტყმით 9 გოლი გაიტანეს.

ჰაქან ჩალჰანოღლუ ("მილანი") პირველი თურქი ფეხბურთელია ემრე ბელოზოღლუს შემდეგ, ვინც 2003 წლის აპრილის ("ინტერი"-"რომა") შემდეგ სერია A-ში გოლი გაიტანა.

მიმდინარე სერია A-ში "რომას" ფეხბურთელებმა 11-ჯერ მოარტყეს ბურთი ხარიხას. ეს, სულ მცირე, 5-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელი.

სერია A-ს ფეხბურთელებს შორის პაულო დიბალამ ამ სეზონში ყველაზე მეტი (4) გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.

სერია A. X ტური

ატალანტა-ვერონა 3:0

გოლები: 1:0 ფროილერი (50), 2:0 ილიჩიჩი (59), 3:0 კურტიჩი (75)

რომა-კროტონე 1:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 პეროტი (10-პენ)

რომა (4-3-3): ალისონი - კარსდორფი (83. ფლორენცი), ფასიო, მორენო, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონსი, ჟერსონი (75. პელეგრინი) - უნდერი (64. დეფრელი), ჯეკო, პეროტი

ბოლონია-ლაციო 1:2

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 0:2 ლულიჩი (28), 1:2 ლულიჩი (50-საკ. კარში)

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი (89. პატრიკი), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (64. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო (73. ნანი) - იმობილე

გამოუყენებელი პენალტი: იმობილე (19. ლაციო)

კალიარი-ბენევენტო 2:1

გოლები: 1:0 ფარაგო (9), 1:1 ლემელო (94), 2:1 პავოლეტი (95)

კიევო-მილანი 1:4

გოლები: 0:1 სუსო (36), 0:2 სეზარი (42-საკ. კარში), 0:3 ჩალჰანოღლუ (55), 1:3 ბირსა (61), 1:4 კალინიჩი (64)

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია (68. ლოკატელი), ჩალჰანოღლუ - სუსო (73. მონტოლივო), კალინიჩი (81. ანდრე სილვა), ბორინი.

ფიორენტინა-ტორინო 3:0

გოლები: 1:0 ბენასი (29), 2:0 სიმეონე (66), 3:0 ბაბაქარი (74-პენ)

გაძევება: ბარეკა (73. ტორინო)

ჯენოა-ნაპოლი 2:3 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ტაარაბტი (4), 1:1 მერტენსი (14), 1:2 მერტენსი (30), 1:3 მერტენსი (60), 2:3 იზო (76)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (81. ალანი) - კალიეხონი (71. როგი), მერტენსი, ინსინიე (90. ჯაკერინი)

იუვენტუსი-სპალ 4:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ბერნარდესკი (14), 2:0 დიბალა (22), 2:1 პალოსკი (34), 3:1 იგუაინი (65), 4:1 კუადრადო (70)

იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - ლიხტშტაინერი, რუგანი, ბარძალი, ალექს სანდრო - ბეტანკური (59. პიანიჩი), ხედირა (75. მარკიზიო) - ბერნარდესკი (56. კუადრადო), დიბალა, დუგლას კოშტა - იგუაინი

სასუოლო-უდინეზე 0:1

გოლი: 0:1 ბარაკი (32)

ბომბარდირები: 13 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

28 ოქტომბერი: მილანი-იუვენტუსი, რომა-ბოლონია

29 ოქტომბერი: ბენევენტო-ლაციო, კროტონე-ფიორენტინა, ნაპოლი-სასუოლო, სამპდორია-კიევო, სპალ-ჯენოა, უდინეზე-ატალანტა, ტორინო-კალიარი

30 ოქტომბერი: ვერონა-ინტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო