ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მატჩი მიუნხენშია, სადაც "რეკორდმაისტერი" "ლაიპციგს" დაუხვდება
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მატჩი მიუნხენშია, სადაც "რეკორდმაისტერი" "ლაიპციგს" დაუხვდება. ტრადიცია სიახლის წინააღმდეგ - ასე შეგვიძლია დავარქვათ ამ შეხვედრას. "ბაიერნზე" რა ვთქვათ და "ლაიპციგი" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ბუნდესლიგაში. ვფიქრობთ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

სხვათა შორის, ოთხშაბათს ეს გუნდები გერმანიის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა და 1/8-ფინალში გავიდა.

შაბათს კი "ბაიერნი" და "ლაიპციგი" "ალიანც არენაზე" გაარკვევენ ურთიერთობას. იუპ ჰაინკესის გუნდი სერიოზული დანაკლისით ეგებება ამ შეხვედრას. მინდორზე ვერ გავლენ მანუელ ნოიერი, თომას მიულერი და ფრანკ რიბერი. ორი კაპიტნის არყოფნაში გუნდს მინდორზე ჰოლანდიელი ვეტერანი არიენ რობენი გაუძღვება. რაც შეეხება მატს ჰუმელსს, ყველასთვის გასაკვირად, მან გამოჯანმრთელება მოასწრო.

კვლავ გადატვირთულია ბუნდესლიგის ლიდერის, "დორტმუნდის" ლაზარეთი. "ჰანოვერთან" შეხვედრაში გუნდის შემტევი პოტენციალი უდავოდ მოიკლებს, რადგან ვერ ითამაშებს ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ამის მიუხედავად, "დორტმუნდი" მაინც ფავორიტია და 3 ქულისთვის თავს გადადებს, რადგან ფაქტია - ჰაინკესის მისვლის შემდეგ "ბაიერნმა" ტემპი აკრიფა და ქულების განიავებას აღარ აპირებს.

"ჰოფენჰაიმი", რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, "გლადბახს" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდება. ერთადერთი დანაკლისი ბიჩაკჩიჩია. "ჰოფე" წყვილის ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, რადგან მეტოქეს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება.

ყურადღებას იქცევს "შალკესა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრა. მასპინძლები კარგ ფორმაში შევიდნენ, მაგრამ მათ დააკლდებათ უდავო ლიდერი ლეონ გორეტცკა, ვისაც კუნთების პრობლემა აქვს. "ვოლფსბურგი" განსაკუთრებულ დანაკლისს არ უჩივის.

წლევანდელი ბუნდესლიგა იმითიცაა გამორჩეული, რომ ორი ძალიან ტრადიციული კლუბი, "ვერდერი" და "კიოლნი" ჯერჯერობით მოუგებლები არიან. ნავსიანი სერიის შეწყვეტის უკეთესი შანსი ბრემენელებს აქვთ - ისინი შინ ეთამაშებიან "აუგსბურგს". რაც შეეხება "კიოლნს", "თხები" გასვლაზე მოსინჯავენ ძალას "ლევერკუზენთან" და, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეთ, რადგან გუნდი ცუდ ფორმაშია და რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც აკლიათ.

ფაქტები

"აინტრახტს" ბოლო 4 მატჩია, არ წაუგია.

ჯერჯერობით, გამარჯვებების გარეშე არიან "კიოლნი" და "ვერდერი".

"შალკემ" ზედიზედ 3 ურთიერთშეხვედრა მოუგო "ვოლფსბურგს".

"ლაიპციგი" და "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი "რეკორდმაისტერმა" მოიგო.

ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაა, "ფრაიბურგი" ვერ ახერხებს "შტუტგარტის" დამარცხებას.

ბუნდესლიგა. X ტური

პარასკევი, 27 ოქტომბერი

მაინცი-აინტრახტი 22:30

შაბათი, 28 ოქტომბერი

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30

ჰერტა-ჰამბურგი 17:30

შალკე-ვოლფსბურგი 17:30

ლევერკუზენი-კიოლნი 17:30

ჰანოვერი-დორტმუნდი 17:30

ბაიერნი-ლაიპციგი 20:30

კვირა, 29 ოქტომბერი

ვერდერი-აუგსბურგი 18:30

შტუტგარტი-ფრაიბურგი 21:00

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა