რუსეთის ნაკრებმა ლიდერობა ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე დაკარგა. სტუმრებს ცდა არ დაუკლიათ, ბევრიც უტიეს, მაგრამ რომან ბერეზოვსკის კარს ვერაფერი დააკლეს
სომხეთი-რუსეთი 0:0

სომხეთი (4-5-1): ბერეზოვსკი - ჰოვსეპიანი, არზუმანიანი, მკოიანი, ჰაირაპეტიანი (67 არტაკ ედიგარიანი) - პიზელი (57. არტურ ედიგარიანი), ღაზარიანი, მალაკიანი (48. მანუჩარიანი), მკრტჩიანი, მოვსისიანი - მხითარიანი.

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - შიშკინი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი - ძაგოევი, ზირიანოვი, არშავინი (90. ბილიალეტდინოვი) - კერჟაკოვი (78. პოგრებნიაკი).

რუსეთის ნაკრებმა ლიდერობა ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე დაკარგა. სტუმრებს ცდა არ დაუკლიათ, ბევრიც უტიეს, მაგრამ რომან ბერეზოვსკის კარს ვერაფერი დააკლეს. რუსი ჟურნალისტები განსაკუთრებით მათ უპირველეს ვარსკლავ ანდრეი არშავინს ემართლებიან და მიიჩნევენ, რომ ის უკვე პირველი 20 წუთის შემდეგ იყო შესაცვლელი. თავიდან სომხებმა გაუშვეს ხელიდან დაწინაურების შესაძლებლობა, როცა მე-19 წუთზე იგორ აკინფეევმა მარკოს პიზელის შორეული დარტყმა მოიგერია, იქვე ჟირკოვის დარტყმული მოიგერია ბერეზოვსკიმ.

36 წლის ბერეზოვსკი შეუდარებელი იყო, ჟირკოვმა ხელმეორედ და უფრო სახიფათოდ გაისროლა, მაგრამ კვლავ მასპინძელთა მეკარემ იყოჩაღა, თუმცა 37-ე წუთზე ბერეზოვსკიც უძლური იქნებოდა იგნაშევიჩის თავური კარში, რომ წასულიყო. მეორე ტაიმში სომხეთის ნაკრებმა ოქროს შანსი გაუშვეს ხელიდან - პიზელის პასით მეკარის პირისპირ იურა მოვსისიანი გაიჭრა, აკინფეევიც მოატყუა მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ამის მერე რუსებს (განსაკუთრებით, კი კერჟაკოვს) საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერც მათ იხეირეს.

ირლანდია-მაკედონია 2:1

ირლანდია (4-4-2): ვესტვუდი - ფოლი, დანი, ოდი, კილბეინი - მაკგიდი, გიბსონი (77. ფეი), უელანი, დაფი - კინი (87. მაკარტი), დოილი (20. ლონგი).

მაკედონია (4-2-3-1): ნურედინოსკი - ნოვესკი, გრნჩაროვი, შიკოვი, პოპოვი - შუმულიკოსკი, დემირი (84. გეორგიევსკი) - ტასევსკი (61. გიუროვსკი), პანდევი, ტრიჩკოვსკი - ნაუმოსკი (67. რისტიჩი).

გოლები: 1:0 მაკგიდი (2), 2:0 კინი (21), 2:1 ტრიჩოვსკი

რუსების წაფორხილებით შესანიშნავად ისარგებლეს ჯოვანი ტრაპატონის ბიჭებმა, რომელთაც მინიმალური ანგარიშით მაკედონიის ნაკრები დაამარცხეს. მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, პირველში ყველაფერი მასპინძლებისა იყო, ტერიტორიული უპირატესობაც და ანგარიშიც (გოლები ეიდენ მაკგიდიმ და რობი კინმა გაიტანეს), მაგრამ ტაიმის მიწურულს ივან ტრიჩკოვსკის შესანიშნავმა გოლმა ყველაფერი შეცვალა ანგარიშის გარდა. მოკლედ, მეორე ტაიმში ტრაპმა ბევრი ინერვიულა, მაგრამ დაუფასდა.

ანდორა-სლოვაკეთი 0:1

ანდორა (4-5-1): ხ. აიალა (81. სანჩეს სოტო) - ბერნაუსი, ე. გარსია, ხ. გომესი, ს. გომესი (72. ვიეირა) - ხიმენესი, ლიმა, მარტინესი, მორენო, რუბიო გომესი - ვალესი.

სლოვაკეთი (4-4-2): მუხა - პეკარიკი, შკრტელი, შტოხი (90. სალატა), სებო - იენდრიშეკი (87. ჰოლოშკო), კონა, ლუკშიკი - ჰამშიკი, ვიტეკი (78. პიროშკა).

გოლი: 0:1 სებო (21)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 5 3 1 1 9-6 10

2. რუსეთი 5 3 1 1 6-3 10

3. სლოვაკეთი 5 3 1 1 5-4 10

4. სომხეთი 5 2 2 1 9-4 8

5. მაკედონია 5 1 1 3 5-6 4

6. ანდორა 5 0 0 5 1-12 0

მომდევნო ტური

4 ივნისი: სლოვაკეთი-ანდორა, რუსეთი-სომხეთი, მაკედონია-ირლანდია.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა