საქართველოს საფეხბურთო ისტორიას უამრავი წარუმატებელი ტრანსფერი ახსოვს
საქართველოს საფეხბურთო ისტორიას უამრავი წარუმატებელი ტრანსფერი ახსოვს და წარმატებული ტრანსფერები ძალიან რთული საძიებელია.

ბოლო პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოჩნდა პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრების მომავლად მივიჩნევდით. ესეთ ფეხბურთელებს უცხოელი სკაუტები მუდმივად აკვირდებიან და საჭირო შემთხვევაში ფულსაც არ იშურებენ.

ბოლო პერიოდში "მომავლის ფეხბურთელების" ძირითადი ნაწილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბელგიაში აღმოჩნდა.

ბელგიის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიოანტებს შორის მე-9 ადგილს იკავებს და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მდევარია.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ბოლო პერიოდის ხუთ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერს ბელგიაში.

5. ლუკა ზარანდია

თუ გერმანულ "ტრანსფერმარკეტს" დავუჯერებთ, 2014 წლის 1 ივლისს "გენკმა" ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივისგან" 800 000 ევროდ შეიძინა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან 2+2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 14 ნომრიანი მაისური გადასცეს.

ორი წლის განმავლობაში ლუკა ზარანდია მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ მას ერთხელაც არ მისცემია შანსი, რომ ოფიციალურ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ 20 წლის ლუკა თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა, ხოლო ნახევარ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერა პოლონეთის "არკაში" გააგრძელა.

4. გიორგი ბერიძე

2015 წელს, 18 წლის გიორგი ბერიძე "ზესტაფონიდან" გადაბარგდა, "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში. სადაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, ერთი წლის შემდეგ კი დუბლებში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, 2017 წლის ზამთარის სატრანსფერო პერიოდის დროს, ზაფხულამდე "ტრენჩინში" გაანათხოვრეს, სადაც 13 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობას არც გაყიდვა უნდოდა და ამავდროულად ფიქრობდნენ, რომ ძირითადში თამაშის შანსი მცირე ჰქონდა.

საბოლოოდ, გიორგისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და სლოვაკეთში კიდევ 6 თვით გაანათხოვრეს

3. ჯიმი ტაბიძე

2014-2015 წლებში, "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი უცხოელთა ინტერესს იწვევდა. ის კლუბმა ჯერ "ლივერპულში" გაუშვა, შემდეგ მადრიდის "რეალში", ხოლო ზამთარში, დიუსელდორფის "ფორტუნაშიც" იყო ტესტირებაზე.

1 ივლისს კი, "გენტში" გადავიდა და როგორც, ბელგიელები იძახოდნენ მთავარ გუნდში უნდა ეთამაშა. საბალოოდ ტაბიძე მალე აღმოჩნდა "გენტის" დუბლებში.

წელიწადნახევრის შემდეგ კი რუსეთის პრემიერლიგაში ნახევარი წლით "ურალში" გაანათხოვრეს, 2017 წლის ზაფხულში კი "უფაში" გაუშვეს და ასე დამთავრდა ორივე მხარის ურთიერთობა.

2. თორნიკე ოქრიაშვილი

2014 წელს 22 წლის თორნიკე ოქრიაშვილი "შახტარიდან" "გენკში" გადავიდა. მან თავიდან კარგად დაიწყო თამაში, თუმცა შემდეგ თანაგუნდელთან ჩხუბში და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაში გამოიჭირეს. ამას მოყვა სანაკრებო თამაშიდან ბელგიაში არ გამოცხადება და სანქცია, რომლის წყალობითაც თორნიკე დუბლებში მოხვდა.

2016 წლის იანვარში "ესქიშეჰირსფორში" გაანათხოვრეს, ნახევარ წელიწადში უკან დაბრუნებული ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შემდეგ ქართველ შემტევს ტრანსფერი ჩაეშალა "მარსელში" და "კრასნოდარში" აღმოჩნდა.

1. გიორგი ჩაკვეტაძე

2017 წლის "წლის ქართული ტრანსფერი", დიდი ფიასკო გამოდგა. "გენტმა" ყველას დაასწრო და ჩაკვეტაძესთან წინასწარი 3-წლიანი კონტრაქტი ივნისის ბოლოს გააფორმა.

როგორც აღმოჩნდა "ბაიერნი" მზად იყო, ქართველ ტალანტში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ... რადგან თბილისურ კლუბსა და ჩაკვეტაძეს "გენტთან" შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ, ბელგიელებმა მისი დათმობა აღარ ისურვეს.

რომან ფიფიას ინტერვიუს თუ გავიხსენებთ მან ესეთი რაღაცა თქვა: "დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები

აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე. "

რა მოხდა რეალურად? გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო 8 თამაშში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ სტადიონზე და ისიც 8 წუთით. ბოლო ხუთ მატჩში კი განაცხადშიც არ მოხვედრილა.

სად არის გიორგი? ჩაკვეტაძე გენტის 19-წლამდთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელგიის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის არ არის სასარგებლო. რა თქმა უნდა ყველაფერს ბელგიელებს ვერ დავაბრალებთ, თუ ფეხბურთელი გამორჩეულია და შეუძლია, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მისი ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მწვრთნელსაც აწყობს და კლუბსაც.

qwerty
2 დღეა რაც ვარჯიში დაიწყო ტრავმა აქ თვეზე მეტია ჩაკვეტაძეს.
qwerty
ჩაკვეტაძის ტრანსფერი რატო ჩათვალეთ უკვე წარუმატებლად? თვეზე მეტია ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის. რაღაც თუ არ იცით გაარკვიეთ და მერე დაწერეთ სტატია.
fani
როგორ ყველაფერს ყოველთვის სხვებს ვაბრალებთ, კარგ ფეხბურთელი ძირითადში ყველას ძალიან ჭირდება გინდა გენკი იყოს გინდა ყვარელის დურუჯი, ევროპულ კლუბებში ფეხს რომ ვერ იკიდებენ მიზეზი ისევ ჩვენი ფეხბურთელებში უნდა ვეძიოდ.
lashamax
ჩაკვეტაძე უნდა დარჩენილიყო დინამოში მინიმუმ 2 წელი. ეთამაშა დინამოსთან ერთად ევრო ტურნირებზე და მერე გადასულიყო. ეს არის ფიფიას ბრალი. ფიფიას მიზანი არ არის ქართული ფეხბურთის განვითარება, ეს არის რუსი ბიზნესმენი, რეალურად აგენტი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ფეხბურთს, იგივე ამოცანები აქვთ ქართული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსაც, განადგურება ქართული ფეხბურთის
mamuka
რავიცი მე გენტის თამაშს ვუყურე და კაცს ვერ გამოარჩევდი სირბილი რომ სირბილია ისიც ვერ გამოსდიოდათ. ფარერებთან რომ წავაგეთ კი ბატონო ეგ დიდი სიცხვილია მაგრამ გენტში მაშინ როცა ცხრილის ფსკერისკენ მიდიან ნუთუ 10 -15 წთ არ გაიმეტება ჩაკვეტაძისათვის. თქვენ თუ ნახეთ არ ვიცი მაგრამ როცა ათამაშა 8 წუთით თავი არ შეურცხვენია და შინაარსიანად და დიდი მონდომებით ითამაშა
იკა
ყველა რო ლანძღავთ ამ გენტს და ბელგიას რატომ არ ათამაშებენო, U21-ის თამაში თუ ნახა ფარერებთან ვინმემ ბელგიაში, ჩაკვეტაძეს სულ პანჩურებით გამოაგდებენ მაქედან. რაღაც ამბიციები გვაქვს ამ ქართველებს გაუგებარი, სადაც მოხვდა კიდე მაგრად გაუმართლა, უამრავი ტალანტი მოდის ყოველ წელს ბელგიის ჩემპიონატიდან თუ გაქაჩავს გაქაჩოს თავის თავზეა თუ არა და ბელგია და მაგის ჩემპიონატი არაფერ შუაშია..
mamuka
ვუყურე გენტის თამაშს. გუნდს ყავს ფეხბურთელები რომლებიც გაგებაში არ არიან ბურთის და მიკვირს როგორ ვერ ხვდება ჩაკვეტაძე ძირითადში. იმაათთან შედარებით ხედვაც კაი აქვს მინდორის, პასისი კულტურაც და ტექნიკას და სისწრაფეს ხომ აღარ ვამბობ. მე უფრო მწვრთნელის ახირება მგონია თორემ ჩაკვეტაძე მშრომელი ბიჭია, ეხლა მთავარია არ დანებდეს და დრო მოვა მაქ თუარა სხვაგან ითამაშებს და სადაც შეხვდება გენტს გაუბდღვნის ცხვირ პირს
valeri
აღარასდროს გაყიდონ გენკში ფეხბურთელები! ხომ ხედავთ რომ პროგრესის მაგივრად რეგრესისკენ მიდიან ბიჯები და საბოლოოდ ისევ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს
ჰოო
ასიანია! ყველაზე მტავარი ისაა რომ აქ ტრანსფერებს ვიგაცეების თავისი კეთილდღეობისთვის აკეთებენ და არა ფეხბურტელების ინტერესებისთვის! აბა როცა ამდენი ფეხბურთელი წავიდა ბელგიაში და ვეცრეთი ვერ მოერგო ბელგიის საფეხბურთო ლიგას, ესე იგი არარ უნდა გაუშვა ფეხბურთელი მანდ, ჩაკვეტაძის ტრანსფერი როგორ შეიძლებოდა, თავიდნავე გასაგები იყო რომ ჩაკვეტაძე ბელგიაში ვერ განვიტარდებოდა, ქართველებისთვის ან გერმანიაა ან ესპანეთი ნორმალური
araz
ფიზიკა და მენტალობა გვაკლია
გივი
კი მაგრამ, ასეთი უნამუსობა როგორ? მთავარ გუნდში ვათამაშებთო, ნომერიც მთავარი გუნდისა მისცეს, და ასეთი დაბოლებები რამდენიც გინდა... საბოლოოდ მაინც დუბლები. ვირთხები არიან რა, გასაწყვეტი.. მოაშორეთ ეს ბელგია
Zura
არ გაგიგია??? სტატიაშიც წერია რეიტინგში მე-9 ჩემპიონატია ევროპის მასშტაბით.. და ჩვენი ეროვნული 45-ე თუარ ვდები ^_^
Reziko
Icit ra mainteresebs?an es bavshvebi ratom elodebodnen da fiqrobdnen rom 19-20 gind21 wlis asakshi tundac gentis donis klubshi dziritadshi itamashebs an kide mis patronebs ratom gobiat rom shedzleben am asakshi dziritadshi damkvidrebas?sasaciloa es yvelaferi,jer saqartvelos done da aqedan wasvla,mere adaptacia,mere is rom iqaurs ati tavit unda agematebode da bolos xasiatis simtkice,profesionalizmi romelic qartvelebs saertod ar gagvachnia...fexburtelad aribadebian,fexburtelebad yalibdebian,izrdebian....imushavet,gaizardet,iswavlet da....mochqares mougviandeso gamaxsenda...
Zura
ბიჭოო კაიიი ვთქვათ ფულის გამო თამაშობ ფეხბურთს... იმ მცირედითან რატო კმაყოფილდებიი არმესმის რაა.. ცოტა გაექანე ითამაშე კარგად და ფულიც უფრო მეტი გექნება და უკეთესი ფეხბურთელიც გახდები.. მაგრამ თქვენ არც გაქანება გინდათ და მაგაში ფულები... არაფრის ამბიცია არ გააჩნიათ რა... ყველააა ასეთი რანაირადააა ვერ ვხვდები -_- იყავით მუდამ ბოლოებიი და ჩალპებით ბოლოებად!!!
111
მანამდე არველაძე და ჯაკობია
ქორთუ
უკვე ევროპის (19წ) ჩემპიონატამდე იყო გენტიდან ფული აღებული.ფიფიამ მზად იყო გადაეხადა კომპენსაცია გენტისთვის,რომ ბაიერნში წასულიყო ჩაკვეტაძე,მაგრამ თვითონ არ ისურვა
tngh
"ბაიერნი" ყიდულობდა და "გენტმა" დაასწრო... არ გინდათ ეს "დიშოვკა" ზღაპრები... აცადეთ ბიჭს ადაპტაცია... ჯობია!!!
გგგ
სამწუხაროდ სრული სიმართლეა.ამ სისულელეებს ვინ დაიჯერებს? ყველა სატრანსფერო ფიასკოს ერთნაირი ისტორია აქვს.ჩვენი ფეხბურთელები კატასტროფულად მოიკიჭლებენ ფიზიკურ მომზადებაში. ბაიერნს და მარსელს არ სჭირდებათ ასეთი ხალხი
gio
დგეს ყველაზე მეტად არბიძის და ჩაკვთაძის იმედი მაქვს მომვალში რო ნაკრებს დახმრეიან მარა სამწხარო ის არის რო საქრთველოში მენჯმენტი და აგნტები არ ვარგა ფულზე დახმებული ადმინები არაინ რომლებსაც სულ ფეხებზე კიდიათ ფეგბურთელი სად რომელ გუნდში მოხვდება რაც შეეხება ჩაკვტაძეს მას მარტლა ქონდა შემოტავზება ევრპის გრანდებიდან და ამას გერმნული საიტებიც ამტკიცებენ .... ვერ ვიტყვი რო იქ ბაირნში ძირთადში იქნებოდა მარა დუბლებში მაინც იტამშებდა ტანხაც სლუდურს ტავზობდნენ მარა ისევ ნაჩქარები გადწყვტილება და როგორც ოქრიაშვილი ტაბიძე ზარნდიას ჰქონდა სატმაშო პრქტიკა და საფეგბურტო რუკებიდან გაქრენ ისე გაქრა ჩაკვეტაძეს კი ფეგბურტლმაც უნდა მოინდომოს მაგრამ სანმ მენჯმენტი არ გვექნება სწორი ქართულ კლუბებში სანმ აგნტები არ ეყლებათ წესერი ფეგბურთელებს მანმდე არფერი გვეშვლება ეს ფულის ხამები ჩამოშორეთ ფეგბურთს და იქნებ იგვე მოლდვაში ლატვიაში და ესეტ გუნდებში აგარ წავდნენ ჩვენი ბიჩები დასკრგი ტალნტეი არ გვყავს ამიტომ ფედრაციამ უნდა იმშავოს ამ მხრივ
gio
ბელგიას არაფერი ჩემპიონატი არ აქვს ბელგიურ გუნდს რომ რამე მოეგოს ან სადმე გასულიყოს არ გამიგია მე პირადად არასდროს ქართველებს რომლებიც მანდედან წავიდნენ სხვაგან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ან თანაბარი დონის ჩემპიონატებში ათამაშებენ აღარასროს აღავინ გაუშვათ ბელგიაში ჯობია რუსეთში და უკრაინაში წავიდენ ფეხბურთელები ვიდრე მანდ მერე რა რო ევროპა ევროპასაც გააჩნია
gio
ბელგია ცუდად გვაქვს დაცდილი არავის წაუვიდა იქ თამაში ოქრიაშვილმა ტყუილად დაკარგა იქ 2 წელი ტაბიძეს არ აღირსეს პირველ გუნდში გადაყვანაც კი, მაგრამ აი გადავიდა უფაში და შეუცვლელად თამაშობს რუსეთის ჩემპიონატი ჩემი აზრით უფრო მაღალი დონეზეა ვიდრე ბელგია ოქრისაც სანამ ტრანვა მოუვიდოდა ათამაშებდნენ ჩაკვეტაძესაც დარწმუნებული ვარ რუსეთში უკვე ათამაშებდნენ ბერიძეც ეხლა სადაც გადავიდა იქ შეუცვლელად თამაშობს და ზარდიაც არადა არაფერი კლუბები და არაფერი დიდი ჩემპიონატი არ აქვს ბელგიას რა შედეგებსაც აჩვენებენ მაგათი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე მაგის დასტურია და ისე ითხოვენ ამ გენტში და გენკში ფეხბურთელებისგან თითქოს რეალი და ბარსელონა იყვნენ.
kmnkjhg
ბაიერნი მართლა იხდიდა 6 მილიონს, მარა ფიფიას უკვე ხელი მოწრილი ქონდა ბელგიელებთან და ხომ არ გადააგდებდა? დასახვრეტია ფიფია რა აჩქარებდა მოეცადა ევროპის დასრულებმა და მერე გაეფორმებინა კონტრაქტი რა წინასწარი შეთანხმება აუტყდა.
bajo
ფიფიამ ზგაპრები ტავის მრჰეველს ფრიად განატლებულ დვალისჰვილს მოუყვეს მაგ ინტერვიუს რო როსჰავდა ხო იტყუებოდა ფიფიამ გაანადგურა დინამო ცხვრებივიტ ყიდის ფეხბურტელებს და ასამარებს მატ მომავალს მაგრამ ისიც არ უნდა დაივიცყო რო კაცმა გაგისჰვა და მერე სჰენ უნდა ისჰრომო და დაიმსახურო სასტავი ტორე ფიფია იქ მცვრტნელი ხო არააა მარა ჰვენები იქ მაგარ მანქანებს იყიდიან და გულაობენ ერტობიან და ასე არ გამოვა ცარმატება.
ჯირო
გიორგის ვარჯიში უნდა რათა შეეგუოს იქაურ ტემპს.ერთ წელიწადში თუ ვერ აკრიფა კონდიციები მერე კი შეიძლება უსაყვედურო.წინასწარ ნუ ვლანძღავთ ყველას.
Zura
არდამბლოკოთ.. მაინც უნდა ვთქვა ის, რასაც ყველა ვხდებით... მაგარ ტრ***ი ქართული ფეხბურთი..
levani kaxeti
ჩაკვეტაძე სამუშაოდ არის წასული ევროპაში, უბრალოდ ხელფასს იღებს და ოჯახს ინახავს.ადრეც ვთქვი, რომ მას არანაირი შანსი არ ჰქონდა თამაშის. უბრალოდ, ჩვენნაირ მაჩანჩალა ქვეყნებში კაპიკებად ყიდულობენ ტალანტებს და ფულს ათეთრებენ.ახლა რაც შეეხება ფიფიას ზღაპრებს; ვინმეს სჯერა, რომ კაცი რომელიც კაპიკებს დასდევს ბაიერნის შემოთავაზებულ მილიონებზე იტყოდა უარს? .....ახლა შეიძლება დამბლოკოთ, მაგრამ ეს ფაქტია.
სოსო
რაღაც პირობას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა,თუ დოკუმენტშია დაფიქსირებული.სიტყვიერ შეთანხმებაზე დანდობა,თავის მოტყუებაა და ფიფიამაც მე მგონი კარგად იცოდა ეს.ხუთჯერ რომ შეცდები და მეექვსედაც იგივე შეცდომას გაიმეორებ,მხოლოდ შენს თავს უნდა დააბრალო შედეგი,თუმცა ზარალით, ქართული ფეხბურთი და გიორგი ჩაკვეტაძე დაზარალდა.ჩაკვეტაძეს ეტყობა ძალიან ეჩქარებოდა უცხოეთში წასვლა,ან ცუდი მრჩეველი ჰყავდა,მრჩეველს გაუმაზეს,გიორგი კი გადააგდეს.
შოკირებული გულშემატკივარი
იქაურ ტემპს არ არიან მიჩვეული და სათადაროგოთა სკამზე ამიტომ უწევთ გადანაცვლება
გიორგი
დასკვნა! ფეხბურთელების წვლილი ნაკლებია ამ საქმეში. თავად ჩემპიონატის სპეციფიკის ამბავია.
ლაშა
არ უნდა გაეშვათ ჩაკვეტაძე, დინამოს გამოადგებოდა თან მაგრად დაეტყო მისი წასვლა დინამოს.
G E L A
ახლა იმას წერთ, რომ "ბაიერნი" ყიდულობდაო, როგორც მახსოვს "მანჩესტერიც" გყავდათ ადრე მოხსენიებული ამ სიაში, კიდევ გვაბოლებთ? გაიხსენეთ ეგებ "რეალიც' ეპატიჟებოდა და ამ უსწრაფესმა "გენტმა" მასაც დაასწრო, ჰააა?
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია