ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

G ჯგუფი: არ უსტვინოთ ინგლისის ჰიმნს!

G ჯგუფი: არ უსტვინოთ ინგლისის ჰიმნს!

ინგლისის ნაკრების მწვრთნელ ფაბიო კაპელოს გულშემატკივრებმა და პრესამ, როგორც იქნა, მოქუფრული მზერა მოაშორეს

უელსი-ინგლისი 0:2

უელსი (4-4-2): ჰენესი - განტერი, ჯ. კოლინზი, უილიამსი, დ. კოლინზი - ე. კინგი (65. ვუგანი), კროფტსი, ლედლი, რემსი - ბელამი, მორისონი (65. ევანსი)

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - გ. ჯონსონი, ე. კოული, ტერი, დოუსონი - პერკერი (88. ჯეგიელკა), ლემპარდი, უილშირი (82. დაუნინგი) - ე. იანგი, რუნი (70. მილნერი), ბენტი

გოლები: 0:1 ლემპარდი (7-პენ), 0:2 ბენტი (14)

გაფრთხილება: 5-2

მაყურებელი: 68 969

ფრენკ ლემპარდისა და დარენ ბენტის მიერ თამაშის დასაწყისში გატანილი გოლების წყალობით ინგლისის ნაკრების მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ფანებმა და პრესამ, როგორც იქნა, მოქუფრული მზერა მოაშორეს. შესაძლოა იტალიელისთვის ჯერ არ გაუღიმიათ, მაგრამ კარდიფის „მილენიუმზე“ ინგლისელთა იოლმა გამარჯვებამ თითქოს რაღაც თავის კალაპოტში დააბრუნა.

გავიხსენოთ, ამ თამაშს, რა კოშმარული კვირა უძღოდა წინ: კაპელომ რიო ფერდინანდს გაუფრთხილებლად ჩამოართვა კაპიტნობა, რითაც მთელი საზოგადოება აღაშფოთა. ნაკრების კაპიტანი კვლავ ჯონ ტერი გახდა. ამ ამბის გამო მას-მედიაში ერთი ამბავი იყო ატეხილი, თუმცა დღეს იგივე პრესა და ტელევიზია მოწონებით აღნიშნავს, რომ ამას გაძლება უნდოდა. კაპელოს სისუსტე რომ გამოემჟღავნებინა და წაეგო, საქმე ნამდვილად ძალიან ცუდად წაუვიდოდა.

თუმცა, „მილენიუმზე“ სხვა სცენარი განვითარდა, რაც იმთავითვე მკაფიოდ გამოჩნდა. თამაშის დაწყებიდან 7 წუთში ტერიმ პენალტით გახსნა ანგარიში, ამ ამბიდან კიდევ 7 წუთში კი ინგლისელთა ნახევრიდან დაწყებული სამსვლიანი (-გლენ ჯონსონი - ეშლი ინაგი - ბენტი) სწრაფი კონტრშეტევა ბენტის მეორე გოლით დასრულდა. უელსელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის ჩაფლავების მიუხედავად, შესვენების შემდეგ გამოფხიზლდნენ და გუნდებს შორის დიდი განსხვავება აღარ იგრძნობოდა, მაგრამ მწვრთნელი გარი სპიდი თავის პირველ საშინაო მატჩში დამარცხებას მაინც ვერ გადარჩა. ამრიგად, ერთადერთი ცუდი, რაც ინგლისელთათვის კარდიფულ შეხვედრაში მოხდა უეინ რუნის გაფრთხილება იყო, რომლის გამოც ის შვეიცარიასთან შემდეგ თამაშს გამოსტოვებს. აღსანიშნავი გახლდათ ეშლი იანგის კარგი თამაში,რომელიც კაპელოს ბენტის უკან, რუნისთან ერთად ჰყავდა გამწესებული. სკოტ პარკერი, რომელსაც ნაკრებში ოთხწელიწადნახევარი არ ეთამაშა მცველთა ოთხეულის წინ დადგა, ჯეკ უილშირი კი ოფიციალურ შეხვედრასი დებიუტის მიუხედავად საქმეში ჭიპმოჭრილი კაცივით ასრულებდა დინამიური ნახევარმცველის ფუნქციას.

რუნის გაფრთხილებას დავუბრუნდეთ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი ჯო ლედლის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააფრთხილეს, რისთვისაც თავისუფლად შეეძლო თავი აერიდებინა. მატჩის შემდეგ კაპელომ თქვა:

„რუნი სიტუაციაში ვერ გაერკვა. თამაშის შემდეგ ყვითლის „აკიდება“ ვუსაყვედურე, მას კი საერთოდ არ ახსოვდა რისთვის გააფრთხილეს. რაც შეეხება იმას, რომ დღევანდელი გამარჯვებით თავი გავიმართლე... თავის გამართლება არ მჭირდება. ჩემი პროფესიაა ასეთი: მოვიგებთ - ძლიერები ვართ, წავაგებთ - სანაგვეზე მოსასროლები. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

...უილშირისთვის ამგვარი თამაში ბუნებრივია. მიმდინარე სეზონში ის დიდებულია - დროის გასაოცრად მოკლე მონაკვეთში უდიდესი პროგრესი განიცადა. ამას არსენ ვენგერიც ადასტურებს. უილშირი ისე თამაშობს გეგონება 29 წლის იყოს და ზურგსუკან 40 სანაკრებო შეხვედრა ჰქონდეს მოტოვებული“.

უელსელთა კაპიტანმა აარონ რემსიმ კი წაგების მიზეზად შეხვედრის უხეირო დასაწყისი დაასახელა: „მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება იმთავითვე მივეცით და მერე მდგომარეობა ვეღარ გამოვასწორეთ. მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომლის თამაშიც შეგვიძლია“.

და ბოლოს: ინგლისელებს დამატებითი სტიმული უელსელმა მაყურებელმა მისცა. მათ მატჩის წინ ინგლისის ჰიმნს უსტვინეს. ამაზე ჯონ ტერიმ განაცხადა:

„ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო. ინგლისელები საკუთარი ჰიმნით ვამაყობთ და როდესაც სტადიონი მისი მოსმენისას „ბუუს“ იძახის, უნდა იცოდეს, რომ უკან დაუბრუნდება. ჩვენ ამ შეხვედრაში ისედაც გამარჯვებას ვაპირებდით, მაგრამ ჰიმნზე სტვენამ დამატებითი სტიმული მოგვცა“.

ბულგარეთი-შვეიცარია 0:0

ბულგარეთი (5-2-3): მიხაილოვი - სტოიანოვი, ბანდალოვსკი, ივანოვი, ზანევი, მანოლევი - გეორგიევი, ს. პეტროვი - პოპოვი (85. ანგელოვი), მაკრიევი (52. გენკოვი), დელევი (81. ლაზაროვი)

შვეიცარია (4-4-2): ვოლფლი - ზეიგლერი, გრიხტინგი, ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი - სტოკერი (67. დერდიოკი), ჯემალი, ბეჰრამი (18. ფერნანდესი), ინლერი - სტრელერი (77. გავრანოვიჩი), ფრეი

გაფრთხილება: 3-2

მაყურებელი: 8 500

სოფიის „ვასილ ლევსკიზე“ კი ბულგარელებმა და შვეიცარიელებმა 0:0 ითამაშეს ანუ შეხვედრა ისეთი ანგარიშით დასრულდა, ხელს არც ერთს რომ აძლევდა და არც მეორეს. ეს ინგლისელთა და ჩერნოგორიელთათვის გახლდათ დიდი საჩუქარი. ამიერიდან, როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისთვის შესარჩევი ბარიერის გადალახვა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილება წარმოუდგენელი ჩანს.

ისე, თამაშის მიწურულს შვეიცარიამ მეტი ფხა გამოიღო და კინაღამ გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ „კინაღამ“-ზე მეტი მაინც ვერ შეძლო. მსაჯის წამატებულ წუთებში გოხან ინლერმა ბურთი კარს გადააცილა - ეს შეხვედრის ბოლო მომენტი იყო. მანამდე მარიო გავრანოვიჩის დარტყმა ნიკოლაი მიხაილოვმა მოიგერია. ზემოთ ნახსენებ ინლერს კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა და ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა ერენ დერდიოკსაც.

ასეთი გახლდათ მატჩის ბოლო 10 წუთი, დასაწყისი კი ბულგარელების იყო: იველინ პოპოვმა პირველივე წუთზე კინაღამ დააწინაურა თავისიანები. მეტოქეებმა თითო მომენტი კიდევ გაცვალეს.

1. ინგლისი 4 3 1 0 9-1 10

2. ჩერნოგორია 4 3 1 0 3-0 10

3. შვეიცარია 4 1 1 2 5-5 4

4. ბულგარეთი 4 1 1 2 1-5 4

5. უელსი 4 0 0 4 1-8 0

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა