სასწაული უნდა მოხდეს, ამ სეზონში პარიზელებმა ტიტული რომ ვერ დაიბრუნონ...
პსჟ-ს MCN-ის (მბაპე, კავანი, ნეიმარი) სახით სუპერშემტევი ტრიო ჰყავს, მაგრამ ამ გუნდის სიძლიერე ისიცაა, რომ სულ მცირე, ამდენივე კარგი ფეხბურთელი თავის შანსს ელის სათადარიგოთა სკამზე.

სასწაული უნდა მოხდეს, ამ სეზონში პარიზელებმა ტიტული რომ ვერ დაიბრუნონ...

ნეიმარს ზედ ტურის დაწყების წინ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ერთიც პირობითად (ეს კი ცოტა უცნაურია, რაში შეიძლება გამოიხატოს) დაუმატეს. თუმცა პსჟ-ს "ნიცასთან" უნეიმარობა სულაც არ დასტყობია - ლიდერობა ანხელ დი მარიამ და ედინსონ კავანიმ იტვირთეს. პირველის პასებით უკანასკნელს გაჰქონდა მანამ, სანამ ამ იდილიაში ბრაზილიელი დანტე არ ჩაერია და ავტოგოლი არ მიითვალა - 3:0.

სტუმართა შორის საეჭვო იყო მარიო ბალოტელის თამაში, მაგრამ იტალიელმა შეძლო გამოსვლა, თუმცა ვერც მან და ვერც სასტარტოში დაბრუნებულმა ვესლი სნეიდერმა პარიზელთა დამწუხრება ვერ შეძლეს.

"ნიცას", რომელსაც გოლკიპერი იოან კარდინალე მატჩისწინა მოთელვაზე დაუშავდა და კარში სათადარიგო ჩადგა, ბოლო წლებში უცუდესი სტარტი აქვს ლიგა 1-ში.

ანხელ დი მარია (პსჟ): "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ასი მატჩი ვითამაშე. ორ-ნახევარი წელია პარიზში ვარ და დაუვიწყარი მომენტები გადავიტანე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი წინ მაქვს. მარსელში ქულების დაკარგვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოგვეგო".

ედინსონ კავანი (პსჟ): "რაც არ გამოგვივიდა "მარსელთან", ყველაფერი შევძელით "ნიცასთან" შეხვედრაში. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ თამაში მშვიდად გავაგრძელეთ".

უნაი ემერი (პსჟ): "ძალიან გახარებულები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. თან, გუნდმა სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა - მეტოქეს ერთი შანსიც კი არ შეაქმნევინა. ჩვენი განწყობა 90 წუთის განმავლობაში ამაღლებული იყო, სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. მატჩი მათი კარის სიახლოვეს დავიწყეთ და იქვე დავამთავრეთ".

ფაქტები

მარკო ვერატიმ (პსჟ) 118 პასი გააკეთა, რომელთა 92,4% ზუსტი იყო.

"ნიცამ" ზედიზედ მეოთხე ტურში წააგო.

ანხელ დი მარიამ პსჟ-ის რიგებში მე-100 მატჩი ითამაშა.

ედინსონ კავანის (პსჟ) ლიგა 1-ში უკვე 99 გოლი აქვს გატანილი. ეს მან 144 თამაშში მოახერხა.

ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში პსჟ-ის 2 500-ე გოლი გაიტანა.

ამ სეზონში პსჟ-ის სამი ბომბარდირი: ედინსონ კავანი - 12 გოლი, ნეიმარი - 7, მეტოქის ავტოგოლი - 4.

პირველ ტაიმში "ნიცას" ფეხბურთელები სულ ორჯერ შეეხნენ ბურთს პსჟ-ის საჯარიმოში.

ანხელ დი მარიას (პსჟ) ბოლო 8 საგოლე პასიდან 6 ედინსონ კავანისთვის აქვს გაკეთებული.

ჩემპიონატის ბომბარდირი რადამელ ფალკაო არ იყო ფორმაში (მას მცირე ტრავმაც ჰქონდა) და ლეონარდო ჟარდიმმა მისი წაყვანა "ბორდოსთან" დაპირისპირებაში იუარა. საუკეთესო მოთამაშის გარეშეც ჩემპიონმა 2:0 დაამარცხა მეტოქე. ბალდე კეიტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როცა ენდობიან, საუკეთესოდ თამაშობს, მაგრამ ჩვენ უფრო მეორე გოლს გამოვყოფთ - თომა ლემარმა დრიბლინგით გაიარა "ბორდოს" 4 მცველი და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 4 ქულაა. თუ კარგ გოლებს აღვნიშნავთ, არც რონი როდელენის საოცარი დარტყმა დავივიწყოთ, რომლის წყალობითაც "კაენმა" "ტრუა" დაამარცხა. კლაუდიო რანიერის "ნანტი" ბურგუნდიაში "დიჟონთან" მოულოდნელად დამარცხდა - 0:1 და ამით "ლიონსა" და "მარსელს" გადასწრების შანსი მისცა, რითაც კვირას ორივე გუნდმა ისარგებლა.

სხვა ფაქტები

ბალდე კეიტამ ბოლო 7 მატჩში, რომლებშიც სასტარტოში ითამაშა, 9 გოლი გაიტანა (სერია A-სა და ლიგა 1-ში).

"ბორდომ" ლიგა 1-ში ბოლო 11 საშინაო მატჩში პირველად იგემა მარცხი.

"ნანტმა" 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა.

"კაენი" უკვე 14 მატჩია, არ მარცხდება ლიგა 1-ში გადმოსულ გუნდებთან დაპირისპირებაში.

"გენგამი" და "ამიენი" ლიგა 1-ში ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

საგოლე პასებით ლიდერობს მემფის დეპაი (ლიონი) - 10, მეორეზეა ფლორიან ტოვენი (მარსელი) - 9.

ნაბილ ფეკირმა (ლიონი) ლიგა 1-ის ბოლო 16 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (12 გოლი, 5 საგოლე პასი).

ლიგა 1. XI ტური

პსჟ-ნიცა 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 კავანი (3), 2:0 კავანი (31), 3:0 დანტე (52 ს.კ.)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი, რაბიო (66. ლო სელსო), დრაქსლერი - მბაპე (80. პასტორე), კავანი (85. ლუკას მოურა), დი მარია

ბორდო-მონაკო 0:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 ბ. კეიტა (57), 0:2 ლემარი (65)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო - რონი ლოპეში (90. დიაქაბი), ტილემანსი, ლემარი (91. ბოშილია) - ბ. კეიტა (82. იოვეტიჩი)

კაენი-ტრუა 1:0

გოლი: 1:0 როდელენი (30)

დიჟონი-ნანტი 1:0

გოლი: 1:0 ტავარეში (21)

გენგამი-ამიენი 1:1

გოლები: 0:1 ელ ჰაჯამი (22), 1:1 დიალო (44)

გაძევება: გუანო (58. ამიენი)

მონპელიე-რენი 0:1

გოლი: 0:1 ლიამასი (59)

სტრასბური-ანჟერი 2:2

გოლები: 1:0 ლალა (28-პენ), 1:1 ეკამბი (68), 1:2 სუნუ (75), 2:2 ტერიე (77)

ლიონი-მეცი 2:0

გოლები: 1:0 ფეკირი (6), 2:0 ფეკირი (20)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, ოარი (77. მაოლიდა) - ბ. ტრაორე (67. ნდომბელე), ფეკირი, დეპაი (67. კორნე) - მარიანო დიასი

ლილი-მარსელი 0:1

გოლი: 0:1 სანსონი (6)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ევრა (80. ბ. კამარა) - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (90. აბდენური), ოკამპოსი - მიტროღლუ (53. ჟერმენი)

ტულუზი-სენტ ეტიენი 0:0

ბომბარდირები: 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური

3 ნოემბერი: რენი-ბორდო;

4 ნოემბერი: ანჟერი-პსჟ, მონაკო-გენგამი, მონპელიე-ამიენი, ნანტი-ტულუზი, ტრუა-სტრასბური;

5 ნოემბერი: ნიცა-დიჟონი, მარსელი-კაენი, მეცი-ლილი, სენტ ეტიენი-ლიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა