ნაკრების გარშემო

კლუბი vs ნაკრები

ახლა, როდესაც ინგლისის ნაკრებმა უელსი დაამარცხა, ბულგარეთმა და შვეიცარიამ კი სოფიაში ერთმანეთს საქმე გაუფუჭეს (0:0), G ჯგუფის ცხრილში მდგომარეობა მკაფიოდ გამოიხატა — ინგლისელები და ჩერნოგორიელები მნიშვნელოვნად უსწრებენ დანარჩენებს. ამ კვირაში G ჯგუფი ოფიციალურად ისვენებს, მავანთან ამხანაგობას კი, აბა, ვის როგორ დაუშლი — დღეს, „უემბლიზე“ ფაბიო კაპელოს გუნდი განას ეთამაშება. ამხანაგური თამაში იმისაა, რომ ზოგი რამ დაიხვეწოს, ზოგი კი გამოჩნდეს, თუმცა ერთი რამ ამთავითვე ცნობილია: კაპელო ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცს სტიუარტ პირსს მხარში დაუდგება, ხოლო „არსენალს“ და „ლივერპულს“ ომს გამოუცხადებს. ომის მიზეზი ჯეკ უილშირი და ენდი ქეროლი იქნებიან.

იტალიელი მწვრთნელი ამბობს: „ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. რასაკვირველია, უილშირის ამბავი პირსმა და არსენ ვენგერმა თავად უნდა გადაწყვიტონ. ის „არსენალის“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მიმდინარე სეზონში მეტისმეტად დატვირთულია, მაგრამ ისიც ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯეკი არანაკლებ საჭიროა როგორც დიდი, ასევე ახალგაზრდული ნაკრებებისთვის. ამასთან, გეტყვით, რომ თავად უილშირს სურს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში.

რაც შეეხება ქეროლს, მის გამო კლუბმა დიდი წინააღმდეგობა არ უნდა გასწიოს. მას ამ სეზონში ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ვფიქრობ, რაც უფრო მეტ შეხვედრაში გამოვა მით უკეთესად ითამაშებს“.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ესპანეთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ახალგაზრდებისადმი სწორი მიდგომის გამო გახდა, მაგრამ არსენ ვენგერი სხვა ჭკუაზეა. მას არ უნდა, რომ უილშირმა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და ინგლისის ნაკრების 4 ივნისის შესარჩევ შეხვედრაში, შვეიცარიელების წინააღმდეგ ითამაშოს. არც „ლივერპულის“ თავკაც კენი დალგლიშს ემეტება ქეროლი სანაკრებოდ. სქოთი ამტკიცებს, რომ ქეროლმა უნდა დაისვენოს.

თავად უილშირმა კი ახალგაზრდული შემართებით გამოაცხადა: „ყველა ნაკრების ყველა შეხვედრაში მსურს მონაწილეობა“.

ფაბიომ დამირეკაო

გამოდგა თუ არა ნაკრებმა კარდიფის „მილენიუმიდან“ ფეხი ინგლისურ პრესა-ტელევიზიას დაუყოვნებლივ გაახსენდა გასული კვირის მთავარი თემა: კაპიტნობის ამბავი. რასაკვირველია, უელსთან გამარჯვებამ ის ცოტა მიანელა, მაგრამ დავიწყებისთვის მაინც ძალიან მსუყე ლუკმაა.

ამჯერად, საქმეში ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ლივერპულელი სტივენ ჯერარდი ჩაერთო და თქვა, რომ მან კაპელოს განზრახვის შესახებ წინასწარ იცოდა. შეგახსენებთ: მწვრთნელმა სამკლავური გაუფრთხილებლად ჩამოართვა რიო ფერდინანდს და ჯონ ტერის დაუბრუნა. ჯერომ თქვა:

„დიახ, კაპელომ დამირეკა და მითხრა რასაც აპირებდა, არადა სულაც არ იყო ვალდებული. მწვრთნელს ხელფასს იმიტომ უხდიან, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ ამ გადაწყვეტილებებს პატივი ვცეთ და მათ მიხედვით გავაგრძელოთ ცხოვრება.

კაპიტნობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მშვენივრად ვიცი რას ნიშნავდა სამკლავური ჯონისთვის და როგორ განიცდიდა მის ჩამორთმევას. დღეს რიოს გამო ყველას გული გვწყდება, გამო ჯონის გამო გახარებულები ვართ. ეს რთული პოზიციაა. ფეხბურთელები შუაში ვიჭყლიტებით“.

ვენეიბლზის აზრით

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი ტერი ვენეიბლზი კი ფაბიო კაპელოს გუნდის უელსში გამარჯვებას საგაზეთო სვეტით გამოეხმაურა. მან, როგორც მწვრთნელმა, უპირველეს ყოვლისა, ტაქტიკურ სიახლეებს მიაქცია ყურადღება. ვენეიბლზი წერს, რომ იტალიელმა მწვრთნელმა მისი საყვარელი სქემა 4-4-2 კარდიფში გადააკეთა და ფეხბურთელები 4-3-3 სისტემით განალაგა.

ნაკრების ყოფილი შეფის აზრით, თავად 4-2-2 განლაგებაში, თუ მას ჰოლანდიელებივით იყენებ, ცუდი არაფერია, მაგრამ კაპელოს სხვა მიდგომა ჰქონდა — ხშირად თამაშების მსვლელობისას სქემა 4-2-4-ად გადაკეთდებოდა ხოლმე და ამის გამო მოწინააღმდეგე ნახევარდაცვაში საგრძნობ უპირატესობას იღებდა. კიდევ, ვენეიბლზი ამბობს, რომ თუ შესაფერისი ფეხბურთელები გყავს, ყველა სქემა შესანიშნავია, რაც კარდიფში კაპელოს 4-3-3-მაც დაამტკიცა. იტალიელს ეს განლაგება ადრეც გამოუყენებია, ოღონდ თამაშოს ბოლოს, როდესაც სიტუაცია აიძულებდა.

შემდეგ, ტერი ვენეიბლზი ინგლისის ნაკრების ნაწილ-ნაწილ გაშუქებაზე გადავიდა და თქვა, რომ ფრენკ ლემპარდის, სკოტ პარკერის და ჯეკ უილშირის ტრიომ დაცვას წინიდან ძლიერი გალავანი აუგო და ამის წყალობით უკანა ოთხეულმა ამოისუნთქა — შეტევის მოგერიება თავიდანვე მცველებს არ უწევდათ. ამან კიდევ ერთი სიკეთე გამოიღო: განაპირა მცველებს გლენ ჯონსონსა და ეშლი კოულს შეტევებში ჩართვის საშუალება მიეცათ.

სტატიის ავტორი ნახევარმცველთაგან განსაკუთრებით სკოტ პარკერს აქებს და წერს, რომ „ვესტ ჰემთან“ შედარებით ის გაცილებით დისციპლინირებული იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ამ შეხვედრაში პარკერს ჩამშლელის საქმე ებარა და შესაბამისად, შეტევაში ჩართვის ცთუნებას უნდა მორეოდა. ეს ემოციურად რთულია, მაგრამ პარკერმა შეძლო და მწვრთნელის დავალება ჯარისკაცივით შეასრულა.

ჩინებული იყო თავდამსხმელთა ტრიოც. უეინ რუნიმ ერთხელაც დაამტკიცა, რომ შეტევაში ყველანაირი საქმის კეთება შეუძლია. საუცხოო იყო ეშლი იანგიც.

ბარსელონა

ჯეკ უილშირმა ჟურნალისტებს ასეთი რამ უამბო: „კაპელომ თამაშის წინა დღეებში „ბარსელონას“ და „არსენალის“ თამაში ჩაგვირთო. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ახორციელებდა „ბარსელონა“ ზეწოლას და უელსთან ჩვენც ასე ვცდილობდით თამაშს. სხვა სიტყვებით, გვინდოდა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან რაც შეიძლება ახლოს მოგვეპოვებინა და გოლიც რაც შეიძლება მალე გაგვეტანა“.

გულმავიწყი ფაბიო

ფაბიო კაპელოს თამაშის წინ დაავიწყდა უეინ რუნისთვის ეთქვა, რომ თუ ის კარდიფში ყვითელ ბარათს მიიღებდა, ივნისში შვეიცარიასთან ვეღარ ითამაშებდა.

„ჩვეულებრივ, ჩვენ ვეუბნებით ფეხბურთელებს, როდის უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად. რუნი შემდეგ შეხვედრას სტოვებს. როდესაც თამაშის შემდეგ ყვითლის მიღების გამო საყვედური ვუთხარი, მაგ გაკვირვებით მკითხა: რატომ? მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მისთვის უკვე მეორე ყვითელი იყო. მეორე ტაიმში უეინი იმიტომ გამოვცვალე, რომ ყველა ბურთისთვის თავგადაკლული იბრძოდა და შემეშინდა, წითელი ბარათი არ მიეღო“ — თქვა კაპელომ.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა