„ტარტანთა არმიამ“ ანუ შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ტარტანთა არმიამ“ ანუ შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. შეგახსენებთ: სქოთებმა და ბრაზილიელებმა ლონდონში, „ემირეიტ სთედიუმზე“ ამხანაგური შეხვედრა გამართეს. 19 წლის ნეიმარის ორი გოლით გამარჯვება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

53 ათასი შოტლანდიელი მაყურებელი ნეიმარის წინააღმდეგ შეხვედრის დასაწყისიდანვე განეწყო, როდესაც ბრაზილიელს „სელტიკის“ 25 წლის ნახევარმცველ სკოტ ბრაუნთან ძიძგილაობა მოუხდა. მატჩის შემდეგ კი „სანტოსის“ თავდამსხმელი ჩიოდა, რომ შოტლანდიელი გულშემატკივარი მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბუუს“ ეძახდა, ხოლო როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა და ის დასარტყმელად მოემზადა, ტრიბუნიდან მოედანზე ბანანიც ისროლეს. ნეიმარმა ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„შოტლანდიელი ფანები მთელი მატჩის განმავლობაში მაღიზიანებდნენ და მლანძღავდნენ. პენალტის დასარტყმელად რომ მივედი მთელი სტადიონი ახმაურდა. სამწუხაროა, რომ სტადიონზე ასეთი რასისტული ატმოსფერო იყო.

ჩვენი ქვეყნიდან ამსიშორეზე სპეციალურად ფეხბურთის სათამაშოდ წამოვედით, აქ კი ასეთი ცუდი გარემო დაგვხვდა. თუმცა, შემდგომი ვნებათაღელვა რომ არ გამოვიწვიო სჯობს გავჩუმდე.“

შემდეგ, ჟურნალისტი ნეიმარს ბანანის შესახებ ჩაეძია. მან უპასუხა:

„ხაზის გასწვრივ გავრბოდი, როდესაც ბანანი შევამჩნიე. ზუსტად ვერ გეტყვით ვინ ისროლა, არ დამინახავს. ვიმეორებ, ამისგან დიდი ამბის ატეხა არ მინდა, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა ასეთი ამბები რომ ხდება.“

ბრიტანული გაზეთები წერენ, რომ შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე მიმდინარეობდა და მას ორივე ნაკრების გულშემატკივარი, პლუს ნეიტრალური ხალხიც ესწრებოდა. ამგვარად, დაბეჯითებით მტკიცება, რომ ბანანი შოტლანდიელმა ისროლა, ძალიან ძნელია. ერთი ფაქტია, რომ „ტარტანთა არმიის“ პრეს-მდივან ჰემის ჰაზბენდს ნეიმარის ინტერვიუზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მან თქვა, რომ შოტლანდიელი ფანები ნეიმარს ერთადერთი მიზეზით უსტვენდნენ - შეხვედრის რომელიღაც ეპიზოდში მათ მოეჩვენათ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ისიმულიანტა და ფეხის ტკივილი გაითამაშა. ჰაზბენდმა თქვა:

„ჩვენი გულშემატკივრის რასიზმში დადანაშაულება სრული სისულელეა. ნეიმარს მხოლოდ სიმულიანტობის გამო უსტვინეს. რასიზმის ადგილი კი „ტარტანთა არმიაში“ არ არის და ვინმემ ასეთი რამ რომც გაბედოს, დაუყოვნებლივ მოვკვეთავთ ჩვენი რიგებიდან. საკუთარ თავზე უკეთესი პოლიცია არსად გვეგულება.

გარდა ამისა მინდა შეგახსენოთ, რომ „ტარტანთა არმიის“ დაბადება სწორედ ბრაზილიის ნაკრებს უკავშირდება. ეს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიისა და ბრაზილიის გუნდების შეხვედრის დროს მოხდა და მას მერე ბრაზილიელებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყანასთან და მის ეროვნულ გუნდთან ვმეგობრობთ. მაღალი ხარისხის ფეხბურთის გამო მეტოქე ფეხბურთელებს დღესაც ტაში დავუკარით.“

თუმცა, ბრიტანული გაზეთები რამდენიმე წლის წინანდელსაც იხსენებენ, როდესაც გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ ბრაზილიელებს მავანმა ქომაგმა მართლა მიაყენა რასისტული შეურაცხყოფა.

„ის სხვა ისტორია იყო. „ტარტანთა არმია არაფერ შუაშია. მაშინ ცუდად სულ სხვა გულშემატკივარი მოიქცა და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ის დასაჯა, რასაც მივესალმებით.“

საინტერესოა, რომ ბანანი მოედნიდან „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ლუკას ლეივამ გადააგდო და მატჩის შემდეგ საკმაოდ აღშფოთებით ილაპარაკა:

„მსოფლიოში რასიზმი ევროპის გარდა აღარსად არსებობს. ევროპელები თავს მსოფლიოს მთავარ ნაწილად მიიჩნევენ, მაგრამ ეს სამარცხვინო რამ ყველაზე ხშირად აქ ხდება. დროა რასიზმი ევროპაშიც დამარცხდეს.“

ბრაზილიის მწვრთნელი მანო მენესეში: „ბანანი არ დამინახავს და ამ ამბისა მე პირადად არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ის მოხდა, ძალიან სამწუხაროა.“

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ