მეოთხე ტურში მერვედფინალის საგზურის მოპოვება 11 კლუბს შეუძლია
მეოთხე ტურში მერვედფინალის საგზურის მოპოვება 11 კლუბს შეუძლია. ესენია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაზელი", "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ჩელსი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი", "ბეშიქთაში", "ტოტენჰემი" და "რეალი".

ასევე 11 კლუბს შეუძლია ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაასრულოს პლეი-ოფზე ოცნება. ყველაზე საოცარი ისაა, რომ აუტსაიდერთა შორის დორტმუნდის "ბორუსიაცაა". დღეს ევროპაში "ჰელოუინის" საღამოა. ვნახოთ, ვისთვის იქნება ის დრამატული და ვისთვის სამხიარულო.

IV ტურის მატჩები ისევ იმ წყვილებს შორის იმართება, რომლებმაც III ტურში ითამაშეს, ოღონდ ახლა სტუმარ-მასპინძელია შეცვლილი. ასე რომ, წინა ტურში სასტიკად დამარცხებულ "სევილიასა" და "მარიბორს" შურისძიების შანსი აქვთ.

დღის მატჩი რომა-ჩელსი

მესამე ტურში ამ გუნდებმა შესანიშნავი შოუ შემოგვთავაზეს და 3:3 ითამაშეს. ახლა კი დაპირისპირება იტალიის დედაქალაქშია. "რომას" შანსი აქვს, შინ 9 წლის შემდეგ პირველად მოუგოს "ჩელსის", ხოლო ინგლისელთა თავკაცი ანტონიო კონტე სამშობლოში ჩადის. "სტემფორდ ბრიჯზე" მასპინძელთა რიგებში გოლები დავიდ ლუისმა და ედენ აზარმა (დუბლი) გაიტანეს. "რომაში" კი თავი დუბლით ედინ ჯეკომ გამოიჩინა, მანამდე კი გოლი ალექსანდარ კოლაროვმა გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - მათ თითო მოგება და ფრე აქვთ. ბურთების სხვაობით "რომა" წინაა - 6:5. 2008/09 წლების სეზონში ლუიშ ფელიპე სკოლარის "ჩელსიმ" ლონდონში 1:0 მოიგო ჯონ ტერის გოლის წყალობით. ლუჩანო სპალეტის "რომამ" შინ შური იძია - 3:1. კრისტიან პანუჩიმ და მირკო ვუჩინიჩმა (დუბლი) გოლები გაიტანეს, ინგლისელთა ერთადერთი გოლი ნიკოლა ანელკას ანგარიშზეა.

"რომა" ინგლისურ კლუბებს შინ ურიგოდ არ ეთამაშება - 8 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი. აქ არ არის შესული ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელიც "ოლიმპიკოზე" გაიმართა და "რომამ" პენალტების სერიაში წააგო "ლივერპულთან". "ჩელსის" იტალიაში ერთი მოგება, 3 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა.

ფორმა

3:3-ის შემდეგ "რომამ" ზედიზედ მოუგო შინაურ პირველობაზე "ტორინოს", "კროტონესა" და "ბოლონიას". "ჩელსიმ" კი პრემიერლიგაში ორმატჩიანი მარცხების სერია "უოტფორდთან" 4:2 გამარჯვებით დაასრულა. "რომას" რიკ კარსდორფი, ბრუნო პერესი და პარტიკ შიკი დააკლდებიან. საეჭვოა გრეგუარ დეფრელისა და კოსტას მანოლასის თამაში. ნგოლო კანტეს გამოჯანმრთელების შემდეგ "ჩელსის" მინიმალური დანაკლისი აქვს, ვერ ითამაშებს მხოლოდ ვიქტორ მოზესი.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-2-1): ალისონი - ფლორენცი, ფასიო, ჟესუსი, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონი, სტროტმანი - პელეგრინი, პეროტი - ჯეკო

ჩელსი (3-4-3): კურტუა - კეჰილი, დავიდ ლუისი, რიუდიგერი - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო - პედრო, მორატა, აზარი

პრესკონფერენცია

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ლონდონში, "რომას" რომ ეკადრება, ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ. ასე იქნება რომშიც. იგივე მენტალობა, როგორც "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ აღვნიშნე, გადამწყვეტი იქნება ხვალინდელი დაპირისპირებისთვისაც.

შიკი ჯერ კიდევ გრძნობს დისკომფორტს. კვლევებმა არაფერი გამოავლინა, მაგრამ, რადგან თავს სათანადოდ არ გრძნობს, გააგრძელებს მხოლოდ ინდივიდუალურ ვარჯიშს. მიხარია, რომ ფასიომ ჩვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ის ჩვენი დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერია. ის დიდი შენაძენია გუნდისთვის.

იმავე გუნდის გამოყვანა შემიძლია, რომლითაც "ბოლონიასთან" ვითამაშე, თუმცა რაჯა ნაინგოლანი აუცილებლად დაუბრუნდება სასტარტო შემადგენლობას, ეს უკვე გადაწყვეტილია.

ისეთ შემადგენლობას გამოვიყვან, რომელსაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი შანსი ექნება "ჩელსისთან" მატჩში. წინა მატჩში დავიდ ლუისმა ნახევარდაცვაში ითამაშა. მათგან სიურპრიზებს ახლაც ველით. თუ კანტე დაბრუნდება, მათი სისტემა მთლიანად შეიცვლება, მაგრამ, მგონი, "ჩელსი" აუცილებლად ორი შემტევი ნახევარმცველით დაგვიპირისპირდება.

დაცვაში ბოლო დროს კარგად ვთამაშობთ და ალისონს ნაკლები საქმე აქვს. ეს გუნდის ძლიერი მხარეა. იმედია, "ჩელსისთან" წინა მატჩში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები აღარ განმეორდება".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. დრინკვოთერი და კანტე უკვე ვარჯიშობენ, მაგრამ მათ მაინც დრო ესაჭიროებათ ფორმაში შესასვლელად. მოზესს კი ჯერ ცოტა დრო რჩება ლაზარეთში. ვფიქრობ, "სტემფორდ ბრიჯზე" ემოციური მატჩი ვიხილეთ.

ეს კი გამოწვეული იყო ორივე გუნდის გამარჯვების წყურვილით. შედეგიც ნამდვილად სამართლიანი იყო. ძალიან რთული ჯგუფი გვაქვს, რადგან ჩვენ გარდა, არის კიდევ "ატლეტიკოც". ამიტომ ჯგუფში პირველობა ძალზე მნიშვნელოვანია. ხვალ ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ახლა "რომაც" კარგ ფორმაშია. კანტეს საკითხი ხვალ გადაწყდება".

ფაქტები

ამ გუნდების წინა დაპირისპირება ორი კვირის წინ ლონდონში 3:3 დასრულდა.

"რომამ" "ჩელსი" 2008 წელს 3:1 დაამარცხა. ამის მერე იტალიურ კლუბს "ლურჯებისთვის" შინ აღარ მოუგია.

"ჩელსის" ბოლო სამი ვიზიტი იტალიაში ამ კლუბისთვის უიღბლოდ დასრულდა - სამივე წააგო.

ფედერიკო ფასიომ (რომა) კვირას კლუბთან კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი და ახლა იგი "რომაში" 2020 წლამდე რჩება.

სტეფან ელ შაარავისა (რომა) და ტიემუე ბაკაიოკოს (ჩელსი) ერთად "მონაკოში" უთამაშიათ.

ჩემპიონთა ლიგაზე "რომამ" ბოლო 22 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, შინ ბოლო 8 მატჩიდან - მხოლოდ ერთი.

ედინ ჯეკომ (რომა) ბოლო 2 მატჩში ლიგაზე 3 გოლი გაიტანა.

"ჩელსიმ" ბოლო 20 ლიგის მატჩიდან 19-ში შეძლო გოლის გატანა.

ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" იტალიაში ბოლოს 2003 წელს აქვს მოგებული "ლაციოსთან" (4:0). მას მერე გუნდმა "იუვენტუსთან", "ნაპოლისთან", "ინტერთან" და "რომასთან" წააგო.

ვინ შეიძლება გავიდეს დღეს

A ჯგუფი: "მანჩესტერი" გავა, თუ თავის თამაშს მოიგებს და ცსკა ვერ შეძლებს "ბაზელის" დამარცხებას ან თუ "მანჩესტერი" ფრეს ითამაშებს, რუსული კლუბი კი დამარცხდება.

"ბაზელი" გასულია, თუ გაიმარჯვებს, ხოლო "მანჩესტერი" თავის თამაშს არ წააგებს.

B ჯგუფი: პსჟ გასულია, თუ მოიგებს და "სელტიკი" "ბაიერნს" ვერ დაამარცხებს, ან თუ პსჟ ფრეს ითამაშებს, "სელტიკი" კი წააგებს.

"ბაიერნი" გასულია, თუ იმარჯვებს და პსჟ თავის შეხვედრას არ წააგებს.

C ჯგუფი: "ჩელსის" "რომას" დამარცხება 1/8-ფინალში გაიყვანს.

D ჯგუფი: "ბარსელონა" გასულია, თუ თავის თამაშს მოიგებს და "იუვენტუსი" "სპორტინგთან" არ წააგებს ან "ბარსა" ფრეს ითამაშებს და "სპორტინგი" დამარცხდება.

"იუვენტუსი" გასულია, თუ იმარჯვებს და "ბარსელონა" არ წააგებს "ოლიმპიაკოსთან".

მთავარი დანაკლისები

ანდრეს ინიესტა ვერ დაეხმარება "ბარსელონას" ვერც "ოლიმპიაკოსთან" მატჩში და ვერც - "სევილიასთან". ანდრესის ანგარიშზე 125 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე.

რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება "ბაიერნს" გლაზგოს "სელტიკთან" დაპირისპირებაში.

პოლ პოგბა (მანჩესტერი) არ იქნება "ბენფიკასთან" მატჩში. ჟერემი მატიო დააკლდება "სპორტინგს" "იუვენტუსთან" შეხვედრაში.

სხვა ფაქტები

"ატლეტიკოს" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 14-დან 9 მატჩის პირველ ტაიმებში გოლი არ გაუტანია.

"ბაზელს" 111 მატჩი (40% მოგებები) აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები, ცსკა-ს - 95 (31%).

"ბაიერნს" გლაზგოში მარტო ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული - "სელტიკთან" ფრე, "რეინჯერსთან" 1 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

რაც იუპ ჰაინკესი დაბრუნდა, "ბაიერნს" თამაში არ წაუგია - 4 მოგება, 1 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 2012 წელს წააგო რუმინულ "კლუჟთან".

"მანჩესტერს" "ბენფიკასთვის" 15 მატჩი აქვს მოგებული, 5 ფრე და 3 მარცხი. თუმცა ამ წაგებიდან ორი 4 და მეტი გოლის სხვაობით იყო.

"ოლიმპიაკოსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს მხოლოდ მეორედ ხვდებიან, წინა მატჩი ორი კვირის წინათ იყო - 3:1 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

ლეო მესიმ ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანამდე 3 აშორებს.

"ანდერლეხტს" 2005 წლის მერე სტუმრად არ მოუგია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ლისაბონის "სპორტინგს" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) შინ არ წაუგია - 8 მოგება, 2 ფრე.

A ჯგუფი

ბაზელი-ცსკა 23:45

მანჩესტერ იუნ-ბენფიკა 23:45

B ჯგუფი

პსჟ-ანდერლეხტი 23:45

სელტიკი-ბაიერნი 23:45

C ჯგუფი

ატლეტიკო-ყარაბაღი 23:45

რომა-ჩელსი 23:45

D ჯგუფი

სპორტინგი-იუვენტუსი 23:45

ოლიმპიაკოსი-ბარსელონა 23:45

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] ისტორიაში მეოთხედ - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ჩემპიონია
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი - იკარდი დაბრუნდა და გაიტანა
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან" - "რიგასმა" ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
კასპერ შმეიხელი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს