ევანდერ ჰოლიფილდი კლიჩკოს უმიზნებს

ფილიპინელი მენი პაკიაო ამა წლის შემოდგომაზე მეორე ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ანტონიო მარგარიტოს შეხვდება. მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საბოლოოდ ჩაიშალა მოლაპარაკებები ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან.

პაკიაოსა და მარგარიტოს ბრძოლა 13 ნოემბერს გაიმართება, მაგრამ შეხვედრის ადგილი ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ მარგარიტოს ამერიკაში ბრძოლის ლიცენზია არ გააჩნია, ამიტომაც აშშ-ში ბრძოლის გამართვა გაჭირდება. ამ შემთხვევაში შეხვედრა მარგარიტოს სამშობლოში - მექსიკაში ჩატარდება.

48 წლის ვეტერანი ევანდერ ჰოლიფილდი არ აპირებს პროფესიული რინგის დატოვებას. ლეგენდარული მძიმეწონოსნის მენეჯერმა კენ სანდერსმა განაცხადა, რომ ევანდერი გულშემატკივრებს მორიგი ბრძოლით ოქტომბერში გაახარებს. ბრძოლა დეტროიტში გაიმართება, თუმცა ჯერ უცნობია მომავალი მეტოქის ვინაობა.

"საბოლოო თარიღი ჯერ არ დაგვიდგენია, მაგრამ ბრძოლის ორგანიზებას დეტროიტში ვგეგმავთ. ჯერჯერობით მეტოქის ვინაობაც უცნობია. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მაგრამ ახლა არ გვინდა მათი დასახელება. სავარაუდო კანდიდატებთან ჯერ კონტაქტიც არ გვქონია. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, შემდეგ ბრძოლას 2011 წლის დასაწყისისთვის დავგეგმავთ.

ძალიან გვინდა ერთ-ერთ კლიჩკოსთან შეხვედრის ორგანიზება. სავარაუდოდ, არჩევანს ვიტალიზე შევაჩერებთ. უკვე ველაპარაკე WBC-ის პრეზიდენტ ხოსე სულეიმანს და მან მხარდაჭერა აღმითქვა", - განაცხადა თავისი კლიენტის გეგმებზე სონდერსმა.

საშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა რიკი ჰატონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულებას აპირებდა, დიდ ბრიტანეთში თავისი საკრივო ლიცენზია გაახანგრძლივა.

როგორც BoxingScene წერს, ბრიტანელ მოკრივეს ჯერ ოფიციალურად არ დაუსრულებია კარიერა. მას არც ის გაურკვევია, ვისთან სურს უახლოეს დროში ბრძოლის გამართვა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ლიცენზიის გაგრძელება გადაწყვიტა და ახლა მეტოქეთა სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

შესაძლოა, ჰატონის მომდევნო ბრძოლა ბოლო იყოს მის კარიერაში. უკანასკნელად რიკი რინგზე 2009 წლის მაისში გავიდა, როცა მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა მენი პაკიაოსთან.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა