ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტური რჩება, მაგრამ B ჯგუფში გასარკვევი აღარაფერია
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტური რჩება, მაგრამ B ჯგუფში გასარკვევი აღარაფერია - "პარი სენ-ჟერმენმა" და მიუნხენის "ბაიერნმა" პირველებმა გაინაღდეს მერვედფინალის საგზურები.

ტურის ცენტრალური მატჩი კი ცალკარა გამოდგა - ანტონიო კონტე უჩვეულოდ ყურებჩამოყრილი უყურებდა "ოლიმპიკოზე", როგორ ნადგურდებოდა მისი "ჩელსი" "რომასთან" დაპირისპირებაში.

სტეფან ელ შაარავიმ პირველივე წუთზე დაამწუხრა "ჩელსი". მანვე დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმში კი დიეგო პეროტიმ გაიტანა და, რომ არა კურტუას კარგი თამაში, "ჩელსი" კიდევ ერთ-ორ გოლს გაუშვებდა - 3:0.

ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ატლეტიკო" მაისურზე "აზერბაიჯანს" დაიწერდა. ასევე ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი მადრიდში ქულებს დაკარგავდა აზერბაიჯანულ კლუბთან, მაგრამ ახლა ეს უკვე ფაქტია - 1:1.

"ყარაბაღი" მარკოს მიჩელმა დააწინაურა, თუმცა "ატლეტიკო" თომასმა მარცხისგან იხსნა. 59-დან 88-ე წუთამდე "ყარაბაღმა" 10 კაცით ითამაშა, მაგრამ გაძლო. მიჩელის გოლი ისტორიული პირველი გოლია აზერბაიჯანული კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად. ქულაც ისტორიულია, თავისთავად...

B ჯგუფში პსჟ-მა 5:0 გაანადგურა "ანდერლეხტი" და ქულათა მაქსიმუმით გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ვერასოდეს გამოიცნობთ, თუ არ გინახავთ, ვინ შეასრულა ჰეთ-თრიკი პარიზელთაგან - მარცხენა მცველმა ლეივინ კურზავამ. ფეხბურთელმა, რომელიც პსჟ-ის სუპერვარსკვლავურ შემადგენლობაში ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. თითო გოლი მარკო ვერატისა და ნეიმარის ანგარიშზეა.

იუპ ჰაინკესმა ერთი მისია უკვე შეასრულა - "ბაიერნი" პლეი-ოფში გაიყვანა - გერმანულმა გრანდმა "სელტიკს" მისსავე მოედანზე მოუგო - 2:1. გამარჯვების გოლი ხავი მარტინესის ანგარიშზეა.

"იუვენტუსი" ლისაბონში "სპორტინგთან" მარცხისგან გონსალო იგუაინმა იხსნა - 1:1. ვერ მოიგო ვერც "ბარსელონამ", რომელიც პირეოსში "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 0:0. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ფანი მოედანზე იმიტომ გადმოხტა, რომ ლეო მესისთვის ეკოცნა. მან ეს წარმატებით მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 12 ქულა აქვს, მაგრამ ოფიციალურად ჯერაც არ გაუფორმებია მერვედფინალის საგზური, მაგრამ "ბენფიკასთან" მოგების შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდი ამასთან ახლოსაა.

ფაქტები

სტეფან ელ შაარავის გოლი 37-ე წამზე "რომასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე უსწრაფესია.

ძმებმა ბერეზუცკებმა ცსკა-ს შემადგენლობაში (ერთად) ათასი მატჩი ითამაშეს.

"ბარსელონამ", 2012 წლის შემდეგ პირველად, ჯგუფური ეტაპის მატჩში ვერ გაიტანა.

"ბენფიკას" 18 წლის მეკარე მილე სვილარი ორი რამით გამოირჩა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი მოიგერია და... ავტოგოლი გაიტანა.

"ატლეტიკომ" "ყარაბაღს" 35-ჯერ დაურტყა კარში, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

"ატლეტიკომ" დიეგო სიმეონეს ხელში პირველად ითამაშა ზედიზედ სამი საშინაო მატჩი ფრედ.

თომასი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ატლეტიკოს" მაისურით გაიტანა.

იან ობლაკი (ატლეტიკო) ზლატკო ზაჰოვიჩს დაეწია სლოვენიელ ფეხბურთელებში ლიგაზე თამაშების რაოდენობით - 32.

სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ითამაშა.

A ჯგუფი

ბაზელი-ცსკა 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ცუფი (34), 1:1 ძაგოევი (65), 1:2 ვერნბლომი (79)

ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - აკანჯი, სუხი, ბალანტა - ლანგი, ტ. ჯაკა (73. სერეი დი), ცუფი, პეტრეტა (84. იტენი) - შტეფენი, ობერლენი (71. აიეტი), ელიუნუსი

ცსკა (3-5-2): აკინფეევი - ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი - ფერნანდეში, გოლოვინი, ნათხო (90. ჟამალეტდინოვი), ვერნბლომი, შენიკოვი - ვიტინიო (46. ძაგოევი), კუჩაევი (90+1. მილანოვი)

მანჩესტერი იუნ-ბენფიკა 2:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 სვილარი (45-საკ. კარში), 2:0 ბლინდი (78-პენ)

გამოუყენებელი პენალტი: მარსიალი (15. მანჩესტერი)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ბეილი - მატიჩი, მაკტომენი - მატა (68. ერერა), ლინგარდი (46. მხითარიანი), ანდერი, მარსიალი (75. რაშფორდი) - ლუკაკუ

ბენფიკა (4-3-3): სვილარი - დ. პერეირა, ჟარდელი, დიაში, გრიმალდო (64. ელიზეუ) - პიცი (78. ჟონასი), ფეისა, სამარისი - სალვიო, ხიმენესი (74. სეფეროვიჩი), დიოგო

მომდევნო ტური

22 ნოემბერი

ცსკა-ბენფიკა

ბაზელი-მანჩესტერ იუნ

B ჯგუფი

პსჟ-ანდერლეხტი 5:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ვერატი (30), 2:0 ნეიმარი (45+4), 3:0 კურზავა (52), 4:0 კურზავა (72), 5:0 კურზავა (78)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, სილვა, კურზავა - ვერატი (64. ლო სელსო), დრაქსლერი, რაბიო (76. პასტორე) - მბაპე (64. დი მარია), კავანი, ნეიმარი

ანდერლეხტი (4-3-3): ბოეხი - აპია, კარა, სპაიჩი (45+4. სა), ობრადოვიჩი - დენდონკერი, კუმსი ტრებელი - ონიეკურუ (79. სტანკუ), გერკენსი, ჰანი (60. ტეოდორჩუკი)

სელტიკი-ბაიერნი 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 კომანი (22), 1:1 მაკგრეგორი (74), 1:2 მარტინესი (77)

სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ბოიატა, ტირნი, ბიტონი - არმსტრონგი (79. გრიფიტსი), ბრაუნი - ფორესტი, მაკგრეგორი, სინკლერი (64. როგჩი)- დემბელე

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი, სულე, ალაბა - მარტინესი, ტოლისო (83. კიმიხი) - ვიდალი (59. რუდი), რობენი (90+4. ტ. ალკანტარა), კომანი - როდრიგესი

მომდევნო ტური

22 ნოემბერი

ანდერლეხტი-ბაიერნი

პსჟ-სელტიკი

C ჯგუფი

ატლეტიკო-ყარაბაღი 1:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 მიჩელი (40), 1:1 ტომასი (56)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გოდინი, ფილიპე ლუიში, სავიჩი, ხუანფრანი - თომასი (62. გაიტანი), საულ ნიგესი, გაბი, ა. კორეა - გამეირო (69. ფ. ტორესი), გრიზმანი

ყარაბაღი (4-4-1-1): შეჰიჩი - მედვედევი, რჟეზნიჩაკი, სადიგოვი, აგოლი - რიჩარდი, გარაევი, გერიე (63. იუნისზადე), პედრო ენრიკე - მიჩელი (90+2. ისამილოვი), შეიდაევი (72. კუინტანა)

გაძევება: პედრო ენრიკე (59), სავიჩი (88)

რომა-ჩელსი 3:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ელ შაარავი (1), 2:0 ელ შაარავი (36), 3:0 პეროტი (63)

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი (76. მანოლასი), ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი - ჯეკო, პეროტი (87. პელეგრინი), ელ შაარავი (75. ჟერსონი)

ჩელსი (3-5-2): კურტუა - რიუდიგერი, ლუისი, კეჰილი (56. ვილიანი) - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი (71. დრინქვოთერი), ბაკაიოკო, ალონსო - მორატა (75. ბატშუაი), აზარი, პედრო

D ჯგუფი

სპორტინგი-იუვენტუსი 1:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 ცესარი (20), 1:1 იგუაინი (79)

სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - კოატესი, პინტუ, სილვა, რისტოვსკი (91+1. პეტროვიჩი) - ცესარი (64. პალინია), ბატალია - მარტინში, ფერნანდეში, აკუნია - დოსტი (81. დუმბია)

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო, დე შილიო (65. დ. კოშტა), - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო, დიბალა (83. ბერნარდეში), მანჯუკიჩი (70. მატუიდი) - იგუაინი

ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 0:0 (იხილეთ ვიდეო)

ოლიმპიაკოსი (4-5-1): პროტო - ელაბდელაუი, ბოტია, კუტრისი, ენგელსი - ოჯიჯა-ოფოე (75. ჟილე), რომაო, ფიგუეირასი, ტაჩიდისი, გონსალესი (79. პედრო) - ფორტუნისი (84. ჯურჯევიჩი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - უმტიტი, სემედო, მასკერანო, ალბა - პაულინიო (62. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, რობერტო (45+1. დეულოფეუ) - მესი, ლ. სუარესი, დ. სუარესი (75. ანდრე გომეში)

მომდევნო ტური

22 ნოემბერი

იუვენტუსი-ბარსელონა

სპორტინგი-ოლიმპიაკოსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს