დღეს ტურის ორი ცენტრალური მატჩი გვაქვს ნეაპოლსა და ლონდონში
დღეს ტურის ორი ცენტრალური მატჩი გვაქვს ნეაპოლსა და ლონდონში. თუ იტალიაში ამ დროისთვის ევროპაში ტოპ-ფორმაში შესული ორი გუნდი თამაშობს, "უემბლიზე" დიდი ჯახია "დეზებსა" და "სამეფო კლუბს" შორის.

ამ ორი დაპირისპირებიდან ვერც ერთი გამოვარჩიეთ, ორივეს დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს, ორივე უდიდეს ინტერესს იწვევს.

დღის მატჩი I: ტოტენჰემი-რეალი

"უემბლიზე" გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე (!) გაინაღდებს. ეს კი უდიდესი შეღავათია, ახალ წლამდე ამ გუნდს ორ ფრონტზე ბრძოლა შეუმსუბუქდება. "რეალს" ლა ლიგაში სიტუაცია გამოსასწორებელი აქვს. არც "ტოტენჰემს" აწყენს ქულები პრემიერლიგაში.

ურთიერთშეხვედრები

ორი კვირის წინათ ამ გუნდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშეს და დაზავდნენ - 1:1. სულ ერთმანეთში ამ გუნდებმა 5-ჯერ ითამაშეს. "რეალმა" 3 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, ბურთებში სხვაობა კი მის სასარგებლოდ, 7:1-ზეა.

მოკლედ, "სამეფო კლუბი" უდიდეს უპირატესობას ფლობს "დეზებთან" დაპირისპირებაში.

სწორედ ორი კვირის წინათ "ბერნაბეუზე" გაუტანა "ტოტენჰემმა" "რეალს" დაპირისპირებების ისტორიაში პირველი გოლი. ვარანის ავტოგოლით სტუმრები იგებდნენ კიდეც, სანამ კრიშტიანო რონალდომ პენალტის ნიშნულიდან არ გაათანაბრა. სატურნირო თვალსაზრისით ეს ფრე ორივე გუნდს აწყობდა.

"დეზების" პირველი ლიგური გამოცდილება სწორედ "რეალთან" დასრულდა 2010/11 წლების სეზონში. ესპანურმა გრანდმა მეოთხედფინალში შინ 4:0 მოიგო. მაშინ სტუმრებს უკვე მე-15 წუთზე გაუძევეს პიტერ კრაუჩი. დუბლი ემანუელ ადებაიორმა შეასრულა, რომელმაც მერე "ტოტენჰემის" მაისურა მოირგო, თითო გოლი კი ანხელ დი მარიასა და კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.

"უაით ჰართ ლეინზე" ერთადერთი გოლი რონალდომ გაიტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა. მაშინ ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი "ტოტენჰემის" ფეხბურთელები იყვნენ.

ფორმა

გასულ სეზონში "ტოტენჰემი" ლიგაზე შინ ცუდად თამაშობდა, ახლა კი "დეზებმა" შინ "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხეს, ამას კი მოჰყვა მათთვის უდიდესი გამარჯვება ლიგაზე, სტუმრად აპოელ-თან - 3:0.

სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ "დეზებს" დელე ალი უბრუნდება, რომელზეც ბევრს წერდნენ, როგორც "რეალის" სასურველ ფეხბურთელზე. გუნდი 25 ოქტომბერს ლიგის თასზე დამარცხდა "ვესტ ჰემთან" და შესანიშნავი, 11-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტა.

განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სერიაში "ლივერპულის" 4:1 განადგურება, როცა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. კეინი არ ჰყავდა გუნდს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 0:1 დამარცხდა. ჰარის გარეშე მართლაც ძალიან ძნელია - ფორვარდმა ბოლო 13 შეხვედრაში (კლუბი და ნაკრები) 17 გოლი გაიტანა. "რეალს" ლა ლიგაში ცუდად აქვს საქმე.

განსაკუთრებით მას მერე, რაც კატალონიაში "ჟირონასთან" 1:2 დამარცხდა. ამით ზიდანის გუნდმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა მოულოდნელად. ინგლისში ზიდანი და რონალდო ფიფას საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში ჩადიან.

დღესაც სათუოა კეინის თამაში, ერიკ ლამელა და ვანიამა კი ნამდვილად არ იქნებიან. "რეალს" აკლია დანი კარვახალი, გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და კეილორ ნავასი.

პრესკონფერენცია

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "შესაძლოა, ხვალ კეინმა ითამაშოს კიდეც. ის ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება. "რეალთან" თავისუფლად თამაში და მისგან სიამოვნების მიღებაა საჭირო. ჩვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "უემბლი" ულამაზესი სტადიონია და ჩვენ დიდი სპექტაკლი გველის. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. სამწუხაროა, რომ ახალ "უემბლიზე" ფეხბურთელის რანგში თამაში აღარ მომიწევს".

ფაქტები

"ტოტენჰემმა" 5 მატჩი ითამაშა "უემბლიზე" ევროთასებზე და ჯერ კარი მშრალად არ შეუნახავს.

ამ დაპირისპირების გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

"რეალი" ორჯერ ეთამაშა სტუმრად "ტოტენჰემს" და ორივეჯერ 1:0 მოუგო.

რაფაელ ვარანის ავტოგოლამდე "ტოტენჰემს" "რეალისთვის" 450 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

"ტოტენჰემს" არასოდეს მოუგია შინ ესპანური გუნდებისთვის - 2 ფრე, 3 წაგება.

"ტოტენჰემმა" სულ ერთადერთხელ დაამარცხა ესპანური გუნდი ევროთასებზე. ეს იყო 1963 წლის თასების თასის ფინალში, როცა როტერდამში "ატლეტიკო" 5:1 გაანადგურა და პირველი ევროპული ტიტული მოიგო.

"რეალმა" ლიგაზე ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ ორი წააგო.

"რეალს" ინგლისში ბოლო 4 შეხვედრაა, არ წაუგია, თუმცა მანამდე გუნდმა ხუთჯერ წააგო "ნისლიან ალბიონზე".

წინა 21 გათამაშებაში "რეალი" არასოდეს დარჩენილა 1/8-ფინალის საგზურის გარეშე.

მაურისიო პოჩეტინოს "ესპანიოლის" მწვრთნელის რანგში შვიდივე მატჩი აქვს წაგებული "რეალთან", ფეხბურთელობისას კი 5 მოგება აქვს მითვლილი (2 ფრე, 9 მარცხი) და ერთხელ გოლიც გაუტანია "სამეფო კლუბის" კარში.

გარეთ ბეილმა 142-ჯერ მოირგო "ტოტენჰემის" მაისურა (46 გოლი), ლუკა მოდრიჩმა კი - 127-ჯერ (13 გოლი).

კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერის" მაისურით 4 გოლი აქვს "ტოტენჰემის" კარში გატანილი, "რეალის" - 3.

დღის მატჩი II: ნაპოლი-სიტი

ევროპაში ახლა მათზე უკეთ მოთამაშე გუნდებს ძნელად თუ ნახავთ - იტალიაში "ნაპოლია" დაუმარცხებელი, ინგლისში - "მანჩესტერ სიტი".

სტუმრებს "სან პაოლოზე" ფრეც ჰყოფნით მერვედფინალის საგზურის ნაადრევად გასანაღდებლად, მაგრამ პეპ გვარდიოლას "სიტი" ქულაზე თამაშს მიჩვეული არ არის, ის შეუტევს, ისევე, როგორც მაურიციო სარის "ნაპოლი". ამით კი მაყურებელი აუცილებლად იხეირებს. ერთი უცნაური დეტალიც - დღეს "ნაპოლის" ფანებს სტადიონზე ქამრებით არ შეუშვებენ.

ურთიერთშეხვედრები

ინგლისში ორი კვირის წინათ დაძაბული მატჩი იყო, რომელიც "სიტიმ" 2:1 მოიგო. რაჰიმ სტერლინგმა დამატებაზე იყოჩაღა და ანგარიში გახსნა. მალე ჟეზუშმა კიდევ უფრო დააწინაურა "სიტი" და, როცა მერტენსმა პენალტი ვერ გაიტანა, ყველამ "სიტის" იოლი გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მაგრამ დიავარას გოლმა სიტუაცია დაძაბა. "სიტის" სამიდან სამი მოგება აქვს.

ეს მესამე მატჩი იყო გუნდებს შორის. ახლა მათ თითო მოგება და ფრე აქვთ, ბურთების შეფარდებაც თანაბარია - 4:4.

ფორმა

"ნაპოლი" 21 ოქტომბერს "ინტერმა" გააჩერა, 0:0 დაუზავდა, მანამდე კი სამხრეთელებმა ყველა თამაში მოიგეს. "ნაპოლის" ჩემპიონატში 23 ტურია, არ წაუგია. ინგლისში ბრწყინვალედ თამაშობს "სიტი", ამ სეზონში 15 მატჩიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

ყველა შეჯიბრებაში "სიტის" 21 თამაშია, რაც არ წაუგია. "ნაპოლის" დიდი ხნით გამოაკლდა არკადიუშ მილიკი. "სიტის" არ ეყოლება ვენსან კომპანი და ბენჟამინ მენდი.

პრესკონფერენცია

მაურიციო სარი (ნაპოლი): "გვარდიოლასთან ჩემი შედარება არ შეიძლება, ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. დიახ, მე მაქვს ჩემი საფეხბურთო ხედვა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, რომ პეპს შემადარონ. მე მომწონს გვარდიოლას ფილოსოფია, ის არის მწვრთნელი, ვინც შეცვალა ფეხბურთი. ახლა რომ გამიშვან, არავის გავახსენდები. ასე რომ, ჩემი შედარება გვარდიოლასთან, საკისთან და სხვებთან მათი შეურაცხყოფაა".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში, რადგან ბოლოს გოლებიც გავუშვით. დავიდ სილვას ახალი ამპლუა? ამაში განსაკუთრებული არაფერია, შუა ხაზში საჭიროა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად ათამაშებენ. ჩემთვის დიდი პატივია ნეაპოლში ყოფნა, მწვრთნელის რანგში ჩემთვის ეს პირველია. შევეცდებით, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ".

ფაქტები

"სიტი" მერვედფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლასთან ქულაშია.

ერთი გოლიც და სერხიო აგუერო "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება ერთპიროვნულად. ახლა კი 177-177 გოლით პირველობას ერიკ ბრუკთან იყოფს.

"სიტიმ" ბოლო 12 მატჩში 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

"სიტის" მხოლოდ ერთი მატჩი აქვს იტალიაში მოგებული.

"ნაპოლის" შინ ინგლისურ კლუბებთან არასოდეს წაუგია.

ვინ შეიძლება გავიდეს დღეს

E ჯგუფი: ამ ჯგუფში ვერც ერთი გუნდი ვერ გაინაღდებს საგზურს დღეს. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს - "მარიბორმა" შესაძლოა, დაკარგოს პლეი-ოფში გასვლის შანსი, თუ დამარცხდება და მოსკოვის "სპარტაკი" იმარჯვებს.

F ჯგუფი: "მანჩესტერ სიტის" ყველაზე კარგად აქვს საქმე - უბრალოდ, არ უნდა წააგოს. აი, "ფეიენოორდი" თუ ვერ მოიგებს, ვარდება.

G ჯგუფი: "ბეშიქთაში" პლეი-ოფში გამარჯვებით გადის ან ფრითაც, თუკი მეორე მატჩში "ლაიპციგი" გაიმარჯვებს.

H ჯგუფი: "ტოტენჰემისა" და "რეალის" მატჩის გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს. ამ ჯგუფში "დორტმუნდი" ჩარჩება, თუკი წააგებს და მეორე მატჩში ფრე დაფიქსირდება.

მთავარი დანაკლისები

"მონაკოს" ვერ დაეხმარება გუნდის შეტევების ლიდერი რადამელ ფალკაო. "დორტმუნდმა" მარკო როისის გარეშე უნდა ითამაშოს. "სპარტაკში" ჯანო ანანიძე კარგა ხანს არ იქნება. "შახტარს" არ ჰყავს ხორვატი დარიო სრნა.

სხვა ფაქტები

"სევილიას" 5:1 დამარცხება "სპარტაკის" უდიდესი გამარჯვებაა ევროთასებზე.

"ლივერპულმა" სტუმრად 7:0 მოუგო "მარიბორს", რაც ინგლისური კლუბისთვის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებაა სტუმრად ევროთასებზე.

"მარიბორმა" წინა ოთხივე მატჩი წააგო "ნისლიან ალბიონზე".

"შახტარმა" ბოლო ოთხი საშინაო მატჩი მოიგო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

"ბეშიქთაში" ევროთასებზე შინ 11 მატჩია, რაც არ დამარცხებულა.

"მონაკომ" წააგო ბოლო ორი ვიზიტისას თურქეთში.

აპოელ-ს არასოდეს მოუგია გერმანიაში.

E ჯგუფი

სევილია- სპარტაკი 23:45

ლივერპული-მარიბორი 23:45

F ჯგუფი

ნაპოლი-მანჩესტერ სიტი 23:45

შახტარი-ფეიენოორდი 23:45

G ჯგუფი

ბეშიქთაში-მონაკო 21:00

პორტუ-ლაიპციგი 23:45

H ჯგუფი

ტოტენჰემი-რეალი 23:45

დორტმუნდი-აპოელ 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"რეალი" არ ჩერდება - მოურინიოს გუნდი კიდევ ორი ვარსკვლავის დამატებასთანაა ახლოს
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"ბეშიქთაშმა" პეპეს კონტრაქტი გაუწყვიტა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერს 1 ადამიანი გადაწყვეტს - თურქებს ფეხბურთელი არველაძემ ურჩია
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
Sporx: თბილისის "დინამოს" კაპიტანი "ბეშიქთაშში" ითამაშებს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
milliyet: ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერი გადაწყვეტილია
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
კარიუსმა "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ვლადიმირ ვაისი ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერზე: მას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
მადრიდის "რეალის" დიდი გეგმები - როდრიმ და დიომანდემ "სამეფო კლუბთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმეს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ში? - რა ხდება როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა