დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა
დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ხონის "იმერეთი" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

მე-18 წუთზე საჩხერლები ლევან კაკუბავამ დააწინაურა, შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი საკუთარ ანგარიშზე მიშიკო სარდალიშვილმა ჩაიწერა და პირველი ტაიმის შემდეგ "ჩიხურა" მეტოქეს უკვე 3:0-ს უგებდა.

მეორე ტაიმში დუბლის ავტორი მიშიკო სარდალიშვილი გახდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ტატანაშვილმაც მოახერხა მეორე გოლის გატანა.

საბოლოო ჯამში, "ჩიხურა" თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია "იმერეთის" გარჯაც, რადგან ამ გუნდმა უპრეცედენტო ფაქტი შექმნა ქართულ ფეხბურში - გახდა პირველი მესამელიგელი გუნდი, რომელიც თასის ნახევარფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტის ვინაობა "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი

იმერეთი-ჩიხურა 0:5

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (18), 2:0, 5:0 დიმიტრი ტატანაშვილი (23, 88), 3:0, 4:0 მიშიკო სარდალიშვილი (36, 78)

იმერეთი: ნიკა ჯოხაძე, გიორგი ლობჟანიძე, ივერი გაბუნია, დავით კოხრეიძე (64 მათე აშვეთია), ირაკლი საღარეიშვილი, ჯუმბერ ხმელიძე (გივი ძაძამია), ალექსანდრე სულაძე, ჯემალ ხანთაძე (46 დათო კუხალაშვილი), გიორგი ხელაძე (კ), მერაბ ნიკურაძე, გიორგი მანაგაძე

ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა (პაპუნა ფონიავა), გიორგი ივანიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დენის დობროვოლსკი (59 გიორგი განუგრავა), თორნიკე გორგიაშვილი (74 ბაჩანა ცხადაძე)

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა