დღეს, პირველ ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა, უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, სტუმრად "ბროდარაცთან" ფრე 1:1 ითამაშეს.
დღეს, პირველ ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა, უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, სტუმრად სერბულ "ბროდარაცთან" ფრე 1:1 ითამაშეს.

მატჩის პირველივე წუთებიდან ბურთს "საბურთალო" დაეუფლა და "ბროდარაცი" ცდილობდა კონტრშეტევებზე აეგო თამაში. ერთ ესეთ შეტევას მატჩის 21-ე წუთზე კოჩიჩის გოლი მოჰყვა და სერბები დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში "საბურთალოს" ბურთის ფლობა 57 პროცენტი ჰქონდა და და სამჯერ შეძლეს კარის მიმართულებით დარტყმა.

მეორე ტაიმში თბილისელების უპირატესობა უფრო გაიზარდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მომენტების რეალიზაციას ბოლომდე. საბოლოოდ, მატჩის 81-ე წუთზე მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, გულიაშვილის პასს ნიკოლაშვილმა ზუსტად უპასუხა და ანგარიში 1:1 გახადა.

მთავარმა მსაჯმა ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა, მაგრამ მატჩში არაფერი შეცვლილა. სტატისტიკურად მთელი თამაშის განმავლობაში "საბურთალოს" ბურთის ფლობა 59% ჰქონდა და 8-ჯერ დაარტყეს კარების მიმართულებით.

"საბურთალომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (კაპანაძე 82), ჩოთალიშვილი (გულიაშვილი 63), ფურცელაძე, ივანიაძე, კოხრეიძე, ჯავახიშვილი (ხარაიშვილი 90), ნიკოლაშვილი

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 22 ნოემბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი პლეი ოფში იასპარეზებს.

gizog
გილოცავთ, უფრო მეტი შემართებით და პლეიოფშიც გახვალთ.
ირაკლი
გენაცვალეთ ბიჭებო, ყოჩაღები ხართ თამაში რომ შემოატრიალეთ, ეხლა აქაც რომ ჩამოვლენ თქვენ იცით... მიხარია თ
roma
ყოჩაღ ბიჭებს წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში ამ ბიჭებს, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოუყალიბდეთ.
zaza-s
კი ამ ეტაპის შემდეგ უკვე ფინალური ეტაპია. აქედან გასული 8 კლუბი ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულებს შეხვდებიან მერვედფინალში გასასვლელად.
Zaza
ამ ეტაპის შემდეგ გადის ფინალურ ეტაპზე თუ არის კიდევ ერთი ბარიერი?
გენაცვალეთ
გენაცვალეთ, ფინალურ ეტაპზე უნდა გახვიდეთ!
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს