"ბარსელონას" ხელმძღვანელობა განიხილავს საკითხს, რომელიც, შესაძლოა, გუნდის ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონოს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა განიხილავს საკითხს, რომელიც, შესაძლოა, გუნდის ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონოს - შესაძლოა, "კამპ ნოუს" ტერიტორიაზე საერთოდ აიკრძალოს სიგარეტის მოწევა. ახალი კამპანიის დევიზია "კამპ ნოუ სიგარეტის ბოლის გარეშე". "ეს კამპანია ხელს შეუწყობს ხალხს გაუფრთხილდნენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - საკუთარ ჯანმრთელობას", - აცხადებს კლუბის ექიმი ხორდი მონესი.

პინტო ბარსაში დარჩა

"ბარსელონას" სათადარიგო გოლკიპერმა ხოსე პინტომ მიაღწია კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შეთანხმებას. ახლა ანდალუსიელი მეკარე "კამპ ნოუზე" 2012 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ საზოგადოებას "ბარსას" ოფიციალურმა ვებგვერდმა აუწყა. პინტო კონტრაქტს ოფიციალურად 30 მარტს მოაწერს ხელს. 35 წლის პინტომ შესანიშნავად შეცვალა ზამთრის მიწურულს დამტვრეული ვიქტორ ვალდესი, რითაც კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა. 2008 წლის იანვარში პინტო "სელტასგან" იჯარით აიყვანეს, შემდეგ კი მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ჟოზე კარში ჩადგა და დამარცხდა

ჟოზე მოურინიომ ჩვეული ადგილი სათადარიგოთა სკამზე დროებით დატოვა და... კარში ჩადგა, თუმცა დამარცხდა. "რეალის" კლუბის წევრები მადრიდული მედიის კლუბს ამხანაგურად ეთამაშნენ და 2:3 დამარცხდნენ. სხვათა შორის, პორტუგალიელმა ერთი-ორჯერ იხსნა კიდეც გუნდი აშკარა გოლისგან. ის გუნდს ისეთი შემართებით უყვიროდა კარიდან და ხელმძღვანელობდა, თითქოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო. ბოლოს კი სულ გაცოფდა, როცა მისმა გუნდმა პენალტი "აიკიდა".

ღამურები პარეხოზე ნადირობენ

"ვალენსია" "ხეტაფეს" ნახევარმცველ დანი პარეხოზე ნადირობს. 21 წლის ნახევარმცველს მადრიდული გარეუბნის გუნდში შესანიშნავი სეზონი აქვს. "Eღამურები" პარეხოს შეძენას საზაფხული სატრანსფერო სეზონში აპირებენ. სხვათა შორის, "ვალენსიას" შესაძლოა, უძლიერესი კონკურენტი გამოუჩნდეს "რეალის" სახით. პარეხო სწორედ "რეალის" აკადემიის აღზრდილია. ის 2009 წლის ზაფხულში გადავიდა "ხეტაფეში".

მარსელოც დაიმტვრა

ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისას ტრავმა მიიღო "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ და ის გუშინ მადრიდში დაბრუნდა. მარსელოს არ უთამაშია შოტლანდიელებთან, რადგან წინა დღით ვარჯიშზე რენატო აუგოსტოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებში აცხადებენ, რომ მარსელოს ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ახლა მარსელოს მადრიდში ელის ტესტები და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი ხნით დააკლდება ის "სამეფო კლუბს".

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა