მაიამიში მამაკაცებმა 1/16 ფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და გუშინ გამართული რვა მატჩიდან მხოლოდ ორში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება
მაიამის მასტერსზე მამაკაცებმა 1/16 ფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა. გუშინ გამართული რვა მატჩიდან მხოლოდ ორში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება. ერთ-ერთში სემ კუერიმ 17 ეისი ჩაუწოდა ვიქტორ ტროიცკის, მაგრამ მაინც გამოეთიშა ბრძოლას - 6:7(5), 6:3, 5:7.

ასე რომ, მერვედფინალში მაყურებელს სერბული დერბი ელის - ტროიცკი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. დღის ბოლო მატჩში კიდევ ერთი სერბულ-ამერიკული დაპირისპირება ვიხილეთ. ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ მასპინძელი ჯეიმს ბლეიკი წინააღმდეგობას გაუწევდა სეზონის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს. მაგრამ ბრძოლა არ ყოფილა. სერბმა მაიამიში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ისე, რომ საათიც არ დაჰყო კორტზე და ერთ-ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა. 52-წუთიან "ბრძოლაში" ნოვაკმა 6:2, 6:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ჯოკოვიჩმა წელს ზედიზედ 22-ე შეხვედრა მოიგო და სულ ოთხი მოგება აკლია ივან ლენდლის, პიტ სამპრასისა და როჯერ ფედერერის რეკორდის გამეორებამდე. აქამდე მხოლოდ ამ ტრიომ შეძლო ზედიზედ ავსტრალიის ღია პირველობის, ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირების მოგება.

დღის ცენტრალური მატჩი ხუან მარტინ დელ პოტროსა და რობინ სიოდერლინგის დაპირისპირება იყო, მაგრამ მაყურებელს აქაც იმედგაცრუება ელოდა, რადგან ძალიან დიდი იყო ერთი ჩოგბურთელის მეორეზე უპირატესობა. შვედმა პირველი წუთებიდანვე შეცდომების დაშვება დაიწყო და უბრალოდ ვერ აყვა დელ პოტროს ტემპს. არგენტინელი უფრო ძლიერად და ზუსტად აწოდებდა, ხოლო მისი ფორჰენდების შემდეგ სიოდერლინგს ისღა რჩებოდა, უსუსურობისგან და გაკვირვებისგან ხელები გაეშალა. დელ პოტრომ სეზონში მესამედ მოუგო სიოდერლინგს და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი მიიღო. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება მარდი ფიში, რომელსაც არგენტინელმა ერთი თვის წინ დელრეი ბიჩში ასეთივე საფარზე მოუგო.

თავად ფიშმა რიშარ გასკე ასევე ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:3. სხვათა შორის, ფრანგმა მატჩის წინ აღიარა, რომ დიდად არ უყვარს მაიამის მასტერსი, რადგან ამ ქალაქთან ცუდი მოგონებები აკავშირებს: ორი წლის წინ იქაურ ღამის კლუბში გართობის შემდეგ რიშარის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს, რის გამოც ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

დიდ ინტერესს იწვევდა ამერიკული დერბი ჯონ ისნერსა და ალექს ბოგომოლოვს შორის. ეს ინტერესი იმით იყო გამოწვეული, რომ ბოგომოლოვმა ორი დღით ადრე თვით ენდი მიურეის მოუგო. ისნერის უპირატესობა ძალიან დიდი იყო - მან 11 ეისი ჩააწოდა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს.

დავიდ ფერერმა ორ პარტიაში მოუგო სომდევ დევარმანს, მეორე ესპანელმა მარსელ გრანოლერსმა კი გაგვაკვირვა, როცა ორსაათნახევრიან ბრძოლაში ტურნირს ჩამოაშორა მიკაელ ლოდრა. მესამე ესპანელი ვერ გავიდა მერვედფინალში - სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა რვა ეისის დახმარებით მოუგო პაბლო ანდუხარს.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/16 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:4, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-მიკაელ ლოდრა (საფ, 23) 7:5, 3:6, 7:5; მარდი ფიში (აშშ, 14)-რიშარ გასკე (საფ, 17) 6:4, 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4) 6:3, 6:2; ჯონ ისნერი (აშშ, 30)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:2, 7:6(4); კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:2, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16)-სემ კუერი (აშშ, 19) 7:6(5), 3:6, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:2, 6:0.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა