ქალებმა დაასრულეს 1/16 ფინალის ეტაპი. ერთის გარდა, ყველა მატჩში ბრძოლა იყო.

ქალებმა დაასრულეს 1/16 ფინალის ეტაპი. ერთის გარდა, ყველა მატჩში ბრძოლა იყო. მხოლოდ ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ გაიკვლია იოლად გზა მერვედფინალში, როცა ორი გეიმი დაუთმო რუს ეკატერინა მაკაროვას - 6:0, 6:2.

როლან გაროსის ჩემპიონმა ფრანჩესკა სკიავონემ და ლურდეს დომინგეს ლინომ საკუთარი ბრეიკ-პოინტების ნახევარი გამოიყენეს, განსხვავება ის იყო, რომ იტალიელს 12 ასეთი შანსი ჰქონდა, ესპანელს - ათი. საბოლოოდ, პირველ პარტიაში ფრანჩესკამ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიიყვანა, სამაგიეროდ, "შემოკლებული გეიმი" ითამაშეს მეორე სეტში (ამ პარტიაში მეტოქეებმა ოთხ-ოთხი ბრეიკი გააკეთეს), სადაც უფრო იღბლიანი სკიავონე იყო.

ანა ივანოვიჩმა პირველი სეტი წააგო ფრანგ ვირჟინ რაზანოსთან, მაგრამ შემდეგ შეძლო ინციატივის ხელში ჩაგდება და პარტიებს შორის ანგარიშის გათანაბრება, მესამე სეტში კი 3:0 დაწინაურდა, როცა რაზანომ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

ასევე მდევრის როლში იყო ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგ. თითქმის ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ მატჩის შედეგი ლოგიკური აღმოჩნდა - ამ ჩოგბურთელების რიგით მეშვიდე შეხვედრაში მეექვსედ მოიგო აზარენკამ.

მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ ბელგიელი კიმ კლაისტერსისთვის. თუ მსოფლიოს მეორე ჩოგანი შეძლებდა ესპანელი მარია ხოსე მარტინეს სანჩესის დამარცხებას, ეს იქნებოდა მის კარიერაში საიუბილეო - მე-500 გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ კიმი წინა კვირას ინდიან უელსის სუპერტურნირზე ტრავმის გამო ნაადრევად გამოეთიშა ბრძოლას. მართალია, ბელგიელს დაზიანება აღარ აწუხებს, მაგრამ ჯერ არ არის ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში. გუშინდელი მატჩის პირველ სეტში კიმმა რთული გამარჯვება მოიპოვა - მან ექვსიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, არადა, ესპანელი ცუდად აწვდიდა და კლაისტერსი ოპტიმალური ფორმის შემთხვევაში უფრო იოლად მიაღწევდა წარმატებას.

მეორე სეტში ესპანელმა დაალაგა თამაში თავის გეიმებზე და ამასთან სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რისი წყალობითაც სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გადამწყვეტ სეტში ბელგიელი 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც მის თამაშში ისევ ჩავარდნა დაიწყო. ამას შედეგად ზედიზედ სამი გეიმის წაგება მოჰყვა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი დროულად მოეგო გონს და ისევ სამი გეიმის აღებით გააღწია მერვედფინალში, სადაც ანა ივანოვიჩს შეხვდება.

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/16 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 27) 6:4, 4:6, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-იარმილა გროტი (ავსტრა, 28) 7:6(4), 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ლურდეს დომინგეს ლიგო (ესპ) 6:4, 7:6(2); ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 25) 3:6, 6:3, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-მარია კირილენკო (რუს, 24) 7:6(2), 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 12) 6:4, 6:7(3), 6:0; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:0, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 19)-ვირჟინ რაზანო (საფ) 2:6, 6:2, 3:0 უარი.

1/8 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-პეტკოვიჩი (21); მედინა გარიგესი-იანკოვიჩი (6); სტოსური (4)-შარაპოვა (13); პენგი-დულგერუ (26); სკიავონე (5)-ა. რადვანსკა (9); ბარტოლი (15)-ზვონარევა (3); აზარენკა (8)-პავლიუჩენკოვა (17); ივანოვიჩი (19)-კლაისტერსი (2).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა