იტალიის ჩემპიონატში მორიგი ტური გათამაშდა
იტალიის ჩემპიონატში მორიგი ტური გათამაშდა. საინტერესო ბევრი რამ მოხდა. თუნდაც, გამწარებული ლიდერი და შეშინებული ჩემპიონი რად ღირს. ყველაფერზე თანმიმდევრობით მოვყვეთ...

სერია A-ს ლიდერი "ნაპოლი" ფავორიტის რანგში ჩავიდა ვერონაში, სადაც "კიევოს" შეხვდა.

ნეაპოლელები საშინაო ასპარეზზე მართლაც რომ დომინანტურ ფეხბურთს აჩვენებენ. ამიტომ ბევრს სჯეროდა, რომ ისინი შეძლებდნენ მორიგი 3 ქულის გაფორმებას. არადა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

რა თქმა უნდა, "ნაპოლი" ფლობდა დიდ უპირატესობას და რამდენიმე შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ გუშინ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ვეტერანმა მეკარე სტეფანო სორენტინომ.

38 წლის კიპერმა აიღო და მოიგერია ყველაფერი, რისი აღებაც და მოგერიებაც კი შეიძლებოდა. მან არ გაატანინა ინსინიეს, ჰამშიკსა და მერტენსს. დიდებული საგოლე შანსი ჰქონდა კალიეხონსაც, მაგრამ მისი დარტყმა მიზანს ასცდა. მოკლედ, ლიდერმა 2 ქულა დაკარგა და გვარიანად მიიახლოვა "იუვენტუსი".

"ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო ვარ, პირიქით, ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენ შესანიშნავად გავისარჯეთ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ "კიევოს" შეტევაში საერთოდ არაფრის შექმნის საშუალება არ მივეცით.

უბრალოდ, ასეთი დიდებული შანსებიდან ერთი მაინც უნდა გამოიყენო", - აღნიშნა "ნაპოლის" დამრიგებელმა მაურიციო სარიმ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი "იუვენტუსისთვის". "ბებერმა ქალბატონმა" კი ის შეირგო, მაგრამ გვარიანადაც იწვალა აუტსაიდერ "ბენევენტოსთან", რომელსაც ბევრი პირდაპირ განადგურებას უქადდა მრისხანე მეტოქესთან.

"იუვენტუსის" შემადგენლობა თითქმის ოპტიმალური იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ფავორიტი ვერ განეწყო ამ შეხვედრისთვის. აბა, სხვას რა უნდა დავაბრალოთ, რომ ანგარიში... წყალწაღებულმა სტუმარმა გახსნა.

საბოლოოდ, "ქალბატონმა" მაინც მოიგო. კარგ ფორმაში შესულმა გონსალო იგუაინმა ანგარიში გაათანაბრა, "იუვემ" კი სამხრეთამერიკული გოლით იმარჯვა - კოლუმბიელმა ხუან კუადრადომ გოლად აქცია ბრაზილიელი ალექს სანდროს ჩაწოდება.

"დღეს ჩვენ რთული თამაში გვქონდა. თავიდან ზედმეტად ვიყავით დარწმუნებულები საკუთარ თავში და ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ. გავათანაბრეთ ანგარიში და წინაც გავედით, მაგრამ ამის შემდეგაც ვერ შევინარჩუნეთ სიმშვიდე. წინ რამდენჯერმე გაუმართლებლად გავიქეცით და ამ შემთხვევაშიც გადავრჩით. რაც შეეხება კლაუდიო მარკიზიოს, მან კარგა ხნის შემდეგ პირველად ითამაშა და მისი გარჯით კმაყოფილი ვარ", - თქვა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.

Video

05.11.17. იუვენტუსი - ბენევენტო 2:1

ვერ მოიგო კიდევ ერთი ფავორიტმა "ინტერმა". ლუჩანო სპალეტის გუნდმა შინ ვერ დაძლია "ტორინოს" წინააღმდეგობა. არადა, "ნერაძურის" მართლაც რომ ჰაერივით სჭირდებოდა სამი ქულა.

"ტორინოს" გოლის ნახვა კი ერთ რამედ ღირდა - ესპანელმა იაგო ფალკემ დიდებულ სოლორეიდს შესანიშნავი დარტყმა მოაყოლა. "ინტერმა" სამარქაფოს წყალობით გაათანაბრა - შეცვლაზე შესულმა ედერმა მაურო იკარდის პასით იხეირა.

"ინტერს" გამარჯვებაც შეეძლო. საუკეთესო შანსი ურუგვაელ მატიას ვესინოს ჰქონდა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. "ინტერი" კვლავ წაუგებელია, მაგრამ საჩემპიონო პრიზმაში შინ 2 ქულის დაკარგვა "ნერაძურის" ფანებისთვის დიდი ვერაფერი ამბავია.

"ჩვენ დღეს გვქონდა საკმარისი შეცდომები და ამის გამო დავისაჯეთ. ეს იყო ძალიან რთული თამაში. "ტორინომ" დაახლოებით ჩვენი დონის ფეხბურთი აჩვენა. ამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. რაც შეეხება იკარდის, მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა", - ეს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის სიტყვებია.

Video

05.11.17. ინტერი - ტორინო 1:1

როგორც ჩანს, სკუდეტოსათვის ბრძოლას სერიოზულად აპირებს "რომაც". "ჯალოროსიმ" ფლორენციულ თრილერში "ფიორენტინა" დაამარცხა. უაღრესად სანახაობრივ თამაშში გოლების წვიმა ვიხილეთ. "რომა" ნამდვილად შესანიშნავი იყო.

"ჩვენ მეორე ტაიმში იმ განზრახვით გავედით მინდორზე, რომ უნდა მოგვეგო. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა ამ მატჩის. არ მინდოდა, "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში დავრჩენილიყავით. ჟერსონი კი ნაღდი სიურპრიზია", - განაცხადა "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

Video

05.11.17. ფორენტინა - რომა 4:2

გუშინ იტალიის ჩემპიონატში ერთი სამწვრთნელო "თავი დაგორდა". "ჯენოამ" ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი. კლუბის ხელმძღვანელების მოთმინების ფიალა გენუის დერბიში "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ აივსო.

რაც შეეხება "ლაციოსა" და "უდინეზეს" მატჩს, შესანიშნავ ფორმაში მყოფ რომაელებს საშინაო ასპარეზზე უხვად მოსული ნალექი მოკავშირედ ნაღდად ვერ გაუხდათ - შეხვედრა გადაიდო.

სერია A. XII ტური

ბოლონია-კროტონე 2:3

გოლები: 1:0 ვერდი (38), 1:1 ბუდიმირი (42), 2:1 ვერდი (45), 2:2 ტროტა (68-პენ), 2:3 ბუდიმირი (70)

ჯენოა-სამპდორია 0:2

გოლები: 0:1 რამირესი (24), 0:2 კვალიარელა (84)

ინტერი-ტორინო 1:1

გოლები: 0:1 ფალკე (59), 1:1 ედერი (79)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (76. ბროზოვიჩი) - ვესინო, გალიარდინი (69. ედერი) - კანდრევა, ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი

კალიარი-ვერონა 2:1

გოლები: 0:1 ძუკულინი (6), 1:1 კეპიტელი (28), 2:1 ფარაგო (85)

ფიორენტინა-რომა 2:4

გოლები: 0:1 ჟერსონი (5), 1:1 ვერეტო (9), 1:2 ჟერსონი (30), 2:2 სიმეონე (39), 2:3 მანოლასი (50), 2:4 პეროტი (87)

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (72. სტროოტმანი), გონალონი, ნაინგოლანი - ჟერსონი (82. დეფრელი), ჯეკო, ელ შაარავი (66. პეროტი)

იუვენტუსი-ბენევენტო 2:1

გოლები: 0:1 ჩიჩირეტი (19), 1:1 იგუაინი (57), 2:1 კუადრადო (65)

იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - მარკიზიო, მატუიდი - კუადრადო (81. ბერნარდესკი), დიბალა (87. ბენტანკური), დუგლას კოშტა (78. მანჯუკიჩი) - იგუაინი.

ატალანტა-სპალ 1:1

გოლები: 1:0 კრისტანტე (23), 1:1 რიცო (63)

კიევო-ნაპოლი 0:0

ნაპოლი (4-3-3): სეპე - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (66. მაჯო) - ზელინსკი (72. ალანი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალიეხონი (79. უნასი), მერტენსი, ინსინიე

სასუოლო-მილანი 0:2

გოლები: 0:1 რომანიოლი (40), 0:2 სუსო (67)

მილანი (3-4-1-2): დონარუმა - ზაპატა, ბონუჩი, რომანიოლი - კალაბრია (14. აბატე), კესი, ჩალჰანოღლუ (64. ლოკატელი), მონტოლივო - ბორინი (81. ანტონელი) - სუსო, კალინიჩი

Video

05.11.17. სასუოლო - მილანი 0:2

ლაციო-უდინეზე გადაიდო

ბომბარდირები: 14 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

18 ნოემბერი: რომა-ლაციო, ნაპოლი-მილანი

19 ნოემბერი: კროტონე-ჯენოა, ბენევენტო-სასუოლო, სამპდორია-იუვენტუსი, სპალ-ფიორენტინა, ტორინო-კიევო, უდინეზე-კალიარი, ინტერი-ატალანტა

20 ნოემბერი: ვერონა-ბოლონია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო