ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლიგა 1. XII ტური: 4 გრანდის 21 გოლი [VIDEO]

ლიგა 1. XII ტური: 4 გრანდის 21 გოლი [VIDEO]

ფრანგული ფეხბურთის გრანდებმა ერთმანეთთან შეჯიბრება გამართეს - პსჟ-მა, "ლიონმა" და "მარსელმა" 5-5 უპასუხო გოლი გაუტანეს თავიანთ მეტოქეებს
ფრანგული ფეხბურთის გრანდებმა ერთმანეთთან შეჯიბრება გამართეს - პსჟ-მა, "ლიონმა" და "მარსელმა" 5-5 უპასუხო გოლი გაუტანეს თავიანთ მეტოქეებს, მაგრამ ჩემპიონი "მონაკო" ამასაც არ დაჰყაბულდა და საბრალო "გენგამი" 6:0 დაამარცხა.

არადა, სამმა გრანდმა გამოკვეთილი ლიდერების გარეშე ითამაშა. პსჟ-ს ბოლო მომენტში დააკლდა ნეიმარი, "მონაკოს" არ ჰყავდა რადამელ ფალკაო, ხოლო "მარსელს" - დიმიტრი პაიე.

პსჟ "ანჟერს" ესტუმრა და კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის დუბლებით გავიდა ფონს. ერთი გოლიც იულიან დრაქსლერის ანგარიშზეა. მბაპეს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ, ამიტომაც თინეიჯერის პასუხი (მან ერთი საგოლე პასიც მიითვალა) დროული იყო, ხოლო კავანი ამით ბომბარდირთა დავაში ფალკაოს წამოეწია, ლიგა 1-ში კი მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

უნაი ემერი (პსჟ): "თამაშის წინ ბევრი ვილაპარაკეთ საგარეო მატჩებზე, რომლებშიც ბოლო დროს სიტუაციას ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით. დღეს აქ ჩვენი უპირატესობა ნათელი იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც "ნიცასთან" და "ანდერლეხტთან". უკვე პირველ 30 წუთში ხუთი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა".

Video

04.11.17 ანჟერსი - პსჟ 0:5

ფალკაოს არყოფნაში დუბლები შეასრულეს გუიდო კარილიომ და ადამა ტრაორემ, თითო გოლი ბალდე კეიტამ და ფაბინიომ გაიტანეს. ასე რომ, ჩემპიონი აგრძელებს ლიდერის დევნას.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, სამ ფეხბურთელს მივეცით შანსი. ტურემ, ტრაორემ და კარილიომ შესანიშნავად ითამაშეს, მათ აშკარად გაგვაძლიერეს. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ეპიზოდურად, არამედ, სტაბილურად კარგი თამაში. პარიზელები ყველას სჯობნიან, მაგრამ ამ ეტაპზე მათზე არ ვფიქრობთ. სულ ოთხი ქულა გვაშორებს, როცა შევხვდებით, თუ ვაჯობებთ, სხვაობა ქულაღა დარჩება".

Video

04.11.17 მონაკო - გენგამი 6:0

"მარსელში" იყოჩაღა ფლორიან ტოვენმა, რომელიც დიდებულ ფორმაშია, ტოვენმა დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა "კაენთან" მატჩში.

სხვა მატჩებიდან "ნიცაში" მარიო ბალოტელის გამარჯვების გოლსა და მერე ენით აუწერელ უხეშობას აღვნიშნავთ მეტოქის ნახევარზე, რის გამოც სუპერმარიო "დიჟონთან" გააძევეს. ასევე აღვნიშნავთ "ამიენის" მცველის, დანილო ავილარის სუპერგოლს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში "მონპელიესთან" თამაშში.

დიდი ანგარიშით მოგებებში, ბუნებრივია, ყველაზე მეტად "ლიონისა" ფასობს, რადგან ამ გუნდმა სტუმრად "სენტ ეტიენი" დაამარცხა.

ფაქტები

ედინსონ კავანი (პსჟ) გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც 100-ზე მეტი გოლი გაიტანა ორ ტოპ-ჩემპიონატში. მან 118 გოლი სერია A-ში გაიტანა, 101 - ლიგა 1-ში. აქამდე ეს მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და გონსალო იგუაინმა შეძლეს.

კილიან მბაპემ 20 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში და ჩემპიონატის ისტორიაში 20-წლამდელთა შორის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მან ქარიმ ბენზემას გაუსწრო.

"ნიცამ" მარიო ბალოტელის წყალობით 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ნაბილ ფეკირმა (ლიონი) ბოლო 7 დარტყმით კარში 5 გოლი გაიტანა.

ფლორიან ტოვენმა (მარსელი) 2017 წელს ლიგა 1-ში 25 გოლში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი, 10 საგოლე პასი).

"მარსელს" პირველ ტაიმში "კაენთან" ბურთის ფლობის 79 პროცენტი ჰქონდა, რაც სეზონის რეკორდია.

ბოლო ორ სეზონში მარიო ბალოტელიმ 3 წითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტი ტოპ-5 ლიგების ფორვარდებს შორის.

"ნანტმა" ჩემპიონატში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი მოიგო, რაც 2002 წლის მერე პირველად მოხდა.

"მონაკომ" 6 და მეტი გოლი ბოლო 15 საშინაო მატჩში მეორედ გაიტანა, მაშინ როცა, წინა 229 მატჩშიც ორჯერ შეძლო ეს.

2006/07 წლების სეზონის შემდეგ ალმამი ტურე (მონაკო) გახდა პირველი მცველი ვინც ერთ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა.

დანი ალვეშმა (პსჟ) ერთ მატჩში ორი საგოლე პასი 2015 წლის მერე პირველად გააკეთა.

"ბორდომ" 26 ჯარიმა "აიკიდა" "რენთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის 2011 წლის მერე სარეკორდო მაჩვენებელია.

მარიანო დიასი ბოლო 40 წელიწადში "ლიონის" პირველი ფეხბურთელია, ვინც 9 გოლი გაიტანა პირველ 12 ტურში.

ლიგა 1. XII ტური

რენი-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 ტულალანი (11-საკ. კარში)

ანჟერი-პსჟ 0:5

გოლები: 0:1 მბაპე (5), 0:2 დრაქსლერი (14), 0:3 კავანი (30), 0:4 კავანი (60), 0:5 მბაპე (84)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში (64. მონიე), ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (65. ლო სელსო) - მბაპე, კავანი (73. ლუკას მოურა), პასტორე

მონაკო-გენგამი 6:0

გოლები: 1:0 კარილიო (10), 2:0 ა. ტრაორე (27), 3:0 ბ. კეიტა (36), 4:0 ფაბინიო (45+1), 5:0 ა. ტრაორე (75), 6:0 კარილიო (78)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი (46. ბენალიო) - ა. ტურე, გლიკი, რაგი, ჟორჟე - ტილემანსი, ფაბინიო - რონი ლოპეში (77. ღეზალი), ა. ტრაორე, ბ. კეიტა (80. ბოშილია) - კარილიო

მონპელიე-ამიენი 1:1

გოლები: 1:0 სიო (82), 1:1 აველარი (88)

ნანტი-ტულუზი 2:1

გოლები: 1:0 თომასონი (16), 1:1 ბლინი (60), 2:1 სალა (67)

ტრუა-სტრასბური 3:0

გოლები: 1:0 სუკი (48), 2:0 ქაუი (55), 3:0 ნიანე (92)

გაძევება: და კოშტა (31. სტრასბური)

ნიცა-დიჟონი 1:0

გოლი: 1:0 ბალოტელი (40-პენ)

გაძევება: ბალოტელი (89. ნიცა)

მარსელი-კაენი 5:0

გოლები: 1:0 ლუის გუსტავო (43), 2:0 ტოვენი (47), 3:0 სანსონი (52), 4:0 მიტროღლუ (76), 5:0 ტოვენი (81)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი (86. დორია), აბდენური, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (82. მ. ლოპესი), სანსონი (73. ჟერმენი), ოკამპოსი - მიტროღლუ

მეცი-ლილი 0:3

გოლები: 0:1 პეპე (45+1-პენ), 0:2 ბალული (67), 0:3 პეპე (87)

სენტ ეტიენი-ლიონი 0:5

გოლები: 0:1 დეპაი (10), 0:2 ფეკირი (25), 0:3 მარიანო დიასი (58), 0:4 ბ. ტრაორე (65), 0:5 ფეკირი (84)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი (79. მენდი) - ტუსარი (79. ნდომბელე), ოარი - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი

გაძევება: ლაკრუა (47. სენტ ეტიენი)

ბომბარდირები: 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), 9- მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ); 6 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მემფის დეპაი (ლიონი).

მომდევნო ტური

17 ნოემბერი: ლილი-სენტ ეტიენი, ამიენი-მონაკო;

18 ნოემბერი: პსჟ-ნანტი, დიჟონი-ტრუა, გენგამი-ანჟერი, სტრასბური-რენი, ტულუზი-მეცი;

19 ნოემბერი: კაენი-ნიცა, ლიონი-მონპელიე, ბორდო-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• euhh

sentetieni-lionis matchshi golebis meti araperi momxdara?tujer vergadmotargmnet ra moxda??))))euhhh

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს

ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია

ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს