საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გერმანიაში გამართავს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გერმანიაში 24 ნოემბერს გამართავს. ჩვენმა მოწინააღმდეგემ გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

ვიდრე გვარებს ჩამოგითვლიდეთ, მოგახსენებთ, რომ 19-კაციან სიაში ევროლიგაზე მოთამაშე ხუთი კალათბურთელია. მათგან სამი გერმანულ "ბამბერგში" ასპარეზობს (ლო, ჰეკმანი და ტადა), ხოლო ორი ესპანეთის ლიგის წარმომადგენელია და ევროლიგაზეც გამოდის - იოჰან ვოიგტმანი (ბასკონია) და ტიბორ თეისი (ვალენსია).

მოგეხსენებათ, ევროლიგის ხელმძღვანელობა ჯიუტობს და ტურის გადატანით სანაკრებოდ ფანჯრის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებს. ამით სანაკრებო მატჩების ხარისხიც კლებულობს და ფიბას რეიტინგიც, რომელმაც იმდენი ვერ მოახერხა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებები საბრძოლო შემადგენლობებით ათამაშოს. NBA-ს ვინ ჩივის, ევროლიგასთანაც ვერ მოაგვარა სიტუაცია.

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გათვლა ასეთია: თუ ხუთი ევროლიგელი კლუბებმა არ გამოუშვეს, მაშინ 19-კაციანი სია თავისთავად დავა 14-კაციანამდე. ამას დავუმატოთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე დანიელ თეისი და დენის შრიოდერი, რომელთა არყოფნა წინასწარ იყო განსაზღვრული და ვღებულობთ დუბლშემადგენლობების პირველობას.

გერმანელების პარალელურად, საფიქრალი ქართველებსაც სერიოზული გვაქვს - ევროლიგის გუნდებში ხომ ორი წამყვანი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი თამაშობენ. თუმცა ჩვენს პრობლემებზე უფრო ვრცლად სხვა სტატიაში ვილაპარაკებთ. აქ გერმანელთა შემადგენლობას გთავაზობთ.

გერმანია 2017

ისმეტ აკპინარი (ულმი), რობინ ამაიზე (ბაირეუთი), დანილო ბართელი (ბაიერნი), რობინ ბენზინგი (ვიუცბურგი), ისააკ ბონგა (სკაილაინერსი), ბასტიან დორეტი (ბაირეუთი), ნილს გიფი (ალბა), აიზია ჰარტენშტეინი (ჰიუსტონი, NBA-ს G ლიგა), პატრიკ ჰეკმანი (ბამბერგი), მაოდო ლო (ბამბერგი), დომინიკ ლოკჰარტი (გოტინგენი), ანდრეას ობსტი (ოტინგერი), ტიბორ პლეისი (ვალენსია, ესპანეთი), ჯოშკო საიბუ (ალბა), ლუკა შტაიგერი (ბამბერგი), კარსტენ ტადა (ოლდენბურგი), იოჰან თიმანი (ლუდვიგსბურგი), იოჰან ვოიგტმანი (ბასკონია), მაიკ ზირბესი (ბაიერნი).

მთავარი მწვრთნელი: ჰენრიკ რიოდლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა
საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]