ფრანგული რაგბის გრანდთან, პარიზულ "სტად ფრანსესთან" მატჩში ჩვენებურთა გუნდში ლიდერობა ორმა ქართველმა, გორგოძემ და ჟღენტმა იკისრა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საპლეიოფო ექვსეულში ჯერჯერობით მხოლოდ ორია, "კასტრი" და "მონპელიე", ორიც, "კლერმონი" და "ტულონი", იქ მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს. დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან "ქართული გუნდები", "ბრივი" და "აჟენი", რომლებმაც 22-ე ტურში წარმატებით იასპარეზეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

ურთულესი ბრძოლა გადახდა 22-ე ტურში, მიმდინარე სეზონის აღმოჩენას, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს". ჩვენებურთა გუნდს ფრანგული რაგბის გრანდთან, პარიზულ "სტად ფრანსესთან" მატჩში კაპიტანი და ლიდერი ფულენსე უოდრაოგო დააკლდა. ამიტომ მონპელიელთა ლიდერობა, ორმა ქართველმა, გორგოძემ და ჟღენტმა იკისრა.

ჩვენი მორაგბეები მოედანზე მართლაც გამორჩეულები იყვნენ და მეტწილად, სწორედ მათი დამსახურებაა პარიზელთა ძლევა 29:23. "მონპელიემ" მატჩის პირველი ნახევარი 9:14 დათმო. მასპინძელთა გუნდს სიკეთე არც მეორე ნახევრის საწყის ოც წუთში ეტყობოდა. პარიზელები 65-ე წუთამდე 20:12-ს იგებდნენ.

აქედან მოყოლებული გორგოძე და ჟღენტი შეუჩერებელნი გახდნენ. "მონპელიემ" ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, მერე კი, 69-ე წუთზე ქართველმა შერკინების ბურჯმა, გიორგი ჟღენტმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. ის 75-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, გორგოძემ კი სრულად ითამაშა, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"მონპელიეს" ახლა 61 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში მონპელიელები სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერ "ბურგუენს", რომელიც, ფაქტობრივად, დივიზიონიდან უკვე გავარდნილია. ჩვენებურთა გუნდს, წესით, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. ეს კი საშუალებას მისცემს, ლიდერთა შორის საგრძნობლად გაიმყაროს პოზიცია.

ბოლო ტურებში შესანიშნავად თამაშობს და ჩემპიონობის საფუძვლიანი ამბიცია აქვს აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს". ჩვენებურთა გუნდმა 22-ე ტურში არანაკლებ ამბიციურ, დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" უმასპინძლა და 18:12 მოუგო. მატჩი მოწინააღმდეგეთა დამრტყმელების, რომენ ტულესა და ჯონი ვილკინსონის დუელად გადაიქცა. ტულემ ექვსი საჯარიმო გაიტანა, "ვილკომ" კი ორით ნაკლები.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

"კასტრი" ახლა 63 ქულით მე-3 ადგილზეა, "ტულონის" სატურნირო მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუარესდა. "ბურჯელალის ვარსკვლავები" 56 ქულით მე-8 ადგილზე არიან და ადვილი შესაძლებელია, პლეი ოფის მიღმა დარჩნენ.

23-ე ტურში "კასტრი" სტუმრად ეთამაშება ბექა შეყლაშვილის "აჟენს", რომელმაც შინ შეძლო საფრანგეთის ჩემპიონის, დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" დამარცხება 26:17. აჟენელები საშინაო არენაზე თითქმის უძლეველები არიან. შეყლაშვილმა და კომპანიამ რადგან ჩემპიონების დამარცხება შეძლო, გამორიცხული არ არის "კასტრსაც" კუდით ქვა ასროლინოს, რაც მის შანსს, დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს, ერთი-ორად გაზრდის. "კლერმონი" კი ამჟამად საპლეიოფო ექვსეულს მიღმა, მე-7 ადგილზე იმყოფება.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მხარი დაიშავა და 26-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა "ქართულმა გუნდმა", დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ "ბურგუენი" გაანადგურა - 50:6. ამ გამარჯვებით ბრიველებმა, რომლებიც 37 ქულით მე-12 ადგილზე არიან, ოთხი ქულით გაუსწრეს ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე მყოფ "ლა როშელს". 23-ე ტურში "ბრივი" სწორედ ამ გუნდს მასპინძლობს და აუცილებლად უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დივიზიონიდან გავარდნას ვერ გადაურჩება.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა.

I დივიზიონი.

XXII ტური

კასტრი-ტულონი 18:12, ლა როშელი-პერპინიანი 16:34, ბრივი-ბურგუენი 50:6, აჟენი-კლერმონი 26:17, ბიარიცი-ბაიონი 40:10, მეტრო რასინგი-ტულუზი 43:21, მონპელიე-სტად ფრანსე 29:23

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 69 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 68, 3. კასტრი - 63, 4. ბიარიცი - 62, 5. მონპელიე - 61, 6. პერპინიანი - 58, 7. კლერმონი - 58, 8. ტულონი - 56, 9. ბაიონი - 54, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 38, 12. ბრივი - 37, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 10.

XXIII ტური

პერპინიანი-ტულუზი, ბაიონი-მეტრო რასინგი, ბრივი-ლა როშელი, ბურგუენი-მონპელიე, ტულონი-სტად ფრანსე, კლერმონი-ბიარიცი, აჟენი-კასტრი.

მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. აქ ლიდერი გურამ კავთიძის "ლიონია", რომელმაც 25-ე ტურში შინ იოლად დაამარცხა "ნარბონი" - 45:12. კავთიძე განაცხადში არ იყო. "ლიონს" 84 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ალბის".

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", რომელსაც 77 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა, შინ მოუგო "ოშს" - 34:6. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" შინ დამარცხდა "ოიონაქსთან" - 15:19. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი

XXV ტური

ექსი-მონ დე მარსანი 30:15, კარკასონი-პო 16:22, დაქსი-ბორდო 24:26, ტარბი-ოიონაქსი 15:19, ორიაკი-სენტ ეტიენი 21:18, ალბი-კოლომიე 34:15, ლიონი-ნარბონი 45:12, გრენობლი-ოში 34:6

სატურნირო მდგომარეობა

1. ლიონი - 84 ქულა, 2. ალბი - 80, 3. გრენობლი - 77, 4. ბორდო - 69, 5. მონ დე მარსანი - 65, 6. პო - 62, 7. ოში - 60, 8. ოიონაქსი - 59, 9. ტარბი - 59, 10. კარკასონი - 58, 11. ორიაკი - 58, 12. ექსი - 53, 13. ნარბონი - 51, 14. დაქსი - 44, 15. კოლომიე - 43, 16. სენტ ეტიენი - 16.

XXVI ტური

პო-მონ დე მარსანი, ბორდო-კარკასონი, დაქსი-ტარბი, ნარბონი-ორიაკი, ოიონაქსი-გრენობლი, ოში-კოლომიე, სენტ ეტიენი-ექსი, ლიონი-ალბი.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს