საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელიც მომავალი სეზონისთვის ემზადება, ბოლო შაბათ-კვირას წარმატებით იასპარეზა სომხეთის საერთაშორისო ტურნირში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელიც მომავალი სეზონისთვის ემზადება, ბოლო შაბათ-კვირას წარმატებით იასპარეზა სომხეთის საერთაშორისო ტურნირში.

ამ გუნდს საკმაოდ წარმატებული წლევანდელი სეზონის შემდეგ თაობათა ცვლა დიდად არ ემუქრება - მონაწილეთა უმრავლესობა გაისადაც დარჩება, მაგრამ შემოწმება, ახალი კადრების მოძიება, სატურნირო პრაქტიკა მაინც ჰაერივით სჭირდებათ, ამ მხრივ კი, მეზობელი ქვეყნების შეჯიბრებები მისწრებაა, რადგან იქ წასვლა იაფი უჯდებათ, წლის ბოლოს კი სპორტულ ფედერაციებს ბიუჯეტი, როგორც წესი, ათვისებული აქვთ და შეჯიბრებების დაფინანსება უჭირთ.

ერევანმა ამჯერად რუდოლფ და ეგიფ კარაპეტიანების სახელობის შეჯიბრებას უმასპინძლა, რომელშიც მასპინძელთა გაფართოებული შემადგენლობის გარდა, ჩვენი, რუსეთისა და ირანის ამავე ასაკის გუნდებიც მონაწილეობდნენ. გია კვინიკაძის შეგირდებმა ერევანში 11 მედალი დაისაკუთრეს: 4 ოქრო, ამდენივე ბრინჯაო და 3 ვერცხლი. თან, ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა: 51-ში ერთმანეთს ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გიორგი გეგელაშვილი და ნიკა ბერუაშვილი შეხვდნენ, გამარჯვება კი უფრო გამოცდილმა გეგელაშვილმა მოიპოვა; 80 კილოგრამის ფინალში გიორგი ჩანქსელიანი და გიორგი ნებურიშვილი გავიდნენ, ოქროს მედალი კი ჩანქსელიანმა ირგუნა.

ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე დავით აბდალაძე (55) და სოლომონ მანაშვილი (100). ჩვენს გუნდს მესამე ვერცხლი ლუკა მარიამიძემ (71) მოუტანა, ბრინჯაოსპრიზიორები კი ლექსო მიქელაძე (48), გიორგი გელაშვილი (63), ბაგრატ გაგნიძე (71) და ნიკოლოზ ბარაბაძე (100) გახდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" სკოპიეში ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს
ახალგაზრდული ოლიმპიადა: გიორგი გეგელაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბუქარესტში ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს
ბაგრატ გაგნიძის ოქროს და გიორგი გეგელაშვილის ბრინჯაოს შანსი
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონების დუეტიდან ბიჭებამდე
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს
ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: უჩემპიონოდ
17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში