ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და პირველ, ერთკვირიან შეკრებაზე შევიდნენ
უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და პირველ, ერთკვირიან შეკრებაზე შევიდნენ.

მსოფლიო რაგბის სიდიდით მეორე (მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. შარშან ინგლისში (მანჩესტერი) და წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი), უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეოთხე თამაშში, შესაბამისად, იტალიისა და არგენტინის ნაკრებები დაამარცხეს და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს, რითაც მსოფლიოს 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

მომავალი ტურნირისთვის მზადება სექტემბერში დაიწყო და მის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე გვიყვება:

"სექტემბერში ორი 3-დღიანი სასელექციო შეკრება გვქონდა, რომლის შედეგადაც 60-კაციანი ჯგუფი შეირჩა. ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და კვირაში ორჯერ ვარჯიშები ტარდებოდა. ის ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდებში არიან, ჩვენთან ორშაბათსა და სამშაბათს ვარჯიშობდნენ, ხოლო "ა" ლიგაში მოთამაშე მორაგბეები - პარასკევს და შაბათს. ვარჯიშებს მე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი ვატარებდით. სელექციის პროცესსა და შემდგომ ვარჯიშებში არ მონაწილეობდნენ ის ბიჭები, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, ან ჩვენთან შეკრება გაიარეს და სარეზერვო სიაში იყვნენ".

ახლა გამოცდილი და ახალწვეული მორაგბეები გაერთიანდნენ და 7- 14 ნოემბერს რუსთავში, ერთკვირიან შეკრებას გაივლიან. გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 52 მოთამაშისგან შედგება, "რუსთავი არენაზე" ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. ამ შეკრებაზე არ არიან ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მოთამაშეები, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებშიც უწევთ თამაში და ამ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის განკარგულებაში რჩებიან.

"ეს ერთკვირიანი შეკრება ერთმანეთის გაცნობას ემსახურება. ვივარჯიშებთ ყველა მიმართულებით: ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, შეტევასა და დაცვაზე, ბიჭებს გავაცნობთ სტრატეგიას და სათამაშო სქემებს.

"მეორე, 10-დღიანი შეკრება დეკემბერში გვექნება, რომლის დროსაც ვეთამაშებით საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელიც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული. იანვარში ვგეგმავთ ორ თამაშს ქართულ კლუბებთან, ხოლო თებერვალში საფრანგეთში გავემგზავრებით და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ შეხვედრას გავმართავთ" - გვიყვება უახლოესი და შორეული გეგმების შესახებ მაისურაძე.

rugby.ge

• სოსო

რაც რაგბის აკადემიები ნორმალურად ამუშავდა,აშკარა პროგრესია თამაშის ხარისხში და რაც უფრო მნიშვნელოვანია,ყოველი მომდევნო ნაკრები კიდევ უკეთეს რაგბს თამაშობს.მჯერა ეს ნაკრებიც გააგრძელებს ამ ტენდენციას და შედეგთან ერთად ახალი ტალანტების ხილვითაც გაგვახარებს.

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ

ოთარ კაკაბაძე:  ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"