თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კლუბის სპორტულ დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა
სანაკრებო თემამ ქართულ ფეხბურში ამ ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე არცთუ უმნიშვნელო მოვლენა „დაჩრდილა“; ასეთი მოვლენა კი, რაღა თქმა უნდა, თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძის დანიშვნაა - დამოუკიდებელი ქართულ ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმ კლუბში მივიდა, სადაც დაიწყო კიდეც თავისი შთამბეჭდავი კარიერა.

გიორგი ნემსაძე 17 წლის გახლდათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ჰქონდა დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. მერე იყო ეროვნული ჩემპიონატი და უამრავი ტიტული „დინამოსთან“ ერთად, დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და არანაკლებ შთამბეჭდავი უცხოური კარიერაც (გერმანიის „ჰომბურგი“, თურქული „ტრაბზონსპორი“, იტალიური „რეჯინა“, შვეიცარიული „გრასჰოპერსი“, შოტლანდიური „დანდი“); 32 წლის ასაკში კვლავაც „დინამოში“ დაბრუნდა: ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად ჯერ საქართველოს თასი მოიპოვა, მერე ლომის წილი შეიტანა „დინამოს“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში, კარიერა კი საქართველოს ჩემპიონის რანგში დაამთავრა!

...„დინამოს“ სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძის სავარაუდო დანიშვნაზე „ლელომ“ წინა კვირაში ამცნო ფეხბურთის მოყვარულებს; და აი, გუშინ, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოფიციალურად დაინიშნა ამ პოსტზე. გუშინვე, „დინამოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: „გიორგი ნემსაძე, თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ნამდვილი დინამოელია. გიორგი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისათვის მაგალითია: იგი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა ევროპულ გუნდებში, გააჩნია კონკრეტული მიმართულებები და ხედვა, თუ როგორ უნდა აეწყოს თანამედროვე დონის ევროპული გუნდი“.

გიორგი ნემსაძე: „პრაქტიკულად მთელი ცხოვრება „დინამოში“ გავატარე და თავი ყოველთვის ამ ოჯახის წევრად მიმაჩნდა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე, ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა. იმედია, ეს მცდელობა ჩვენი საყვარელი გუნდის შედეგებზეც აისახება“.

guja_kakhadze
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა თამაშის ტემპის მომატებით დაიწყეთ. წარმატებას გისურვებთ.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"