საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულ პროგრამას შეუერთდა აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულ პროგრამას შეუერთდა აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია.

ორწლიანი მუშაობის შემდეგ კალათბურთის განვითარების პროგრამაზე მუშაობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მიმდინარე წელს დაასრულა და მისი განხორციელება რეგიონებიდან დაიწყო.

კახეთის, შიდა ქართლის და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციების შემდეგ აღნიშნულ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციაც შეუერთდა.

საქართველოს ეროვნულ და აჭარის რეგიონალურ კალათბურთის ფედერაციებს შორის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა მემორანდუმის გაფორმებით გამყარდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შორის იგეგმება თანამშრომლობა რეგიონში კალათბურთის განვითრებისა და მისი პოპულარიზაციის მხრივ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონში სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სახსრების მოზიდვასა და მათ რაციონალურად გადანაწილებას, რათა აჭარაში კალათბურთი ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

შესაბამისად, არ მოხდეს ნიჭიერი ახალგაზრდების თვალთახედვის არეალს მიღმა დარჩენა და ამ რეგიონის საკალათბურთო რესურსი და პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ნიკო
რატომ არია აჭარა ისევ ავტონომიური რესპუბლიკა. კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ? მაშინ მივეცეთ საქართველოს ყველა ნაწილს ავტონომიურობა და დავისვენეოთ. თან ურქებს თვალი უჭირავთ აჭარაზე და თავისად თვლიან რომ ჰკითხო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
Sportall.ge-სა და "საბურთალოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სფფ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი