საქართველოს ნაკრებმა კვიპროსთან შეხვედრამდე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსთან მატჩამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის“ ბაზაზე ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიშს საწყისი 15 წუთის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნული გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება.

დღევანდელ ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო "ჰუალინგში“ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩებია, რადგან კვიპროსი და ბელარუსი ისეთი ნაკრებები არიან, რომელთა მსგავს გუნდებთან ერთა ლიგაზე მოგვიწევს თამაში. ორივე თამაშის მოგება გვსურს, ახლა ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ. მომავალი წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვეძლევა.

გადავწყვიტეთ ეს თამაშები თბილისის გარეთ, გორსა და ქუთაისში გვეთამაშა, რადგან გულშემატკივარმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეძლოს.

ამ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი არ გამოვიძახე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი მათთვის დახურულია უბრალოდ მსურს ისეთი ახალი ფეხბურთელები გამოვცადო როგორებიც პაპუნაშვილი, ლობჟანიძე და შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, სიხარულიძე არიან.

ჩემი მოსვლის პირველი დღიდან საწვრთნელ პროცესში პრობლემა არ გვქონია. პრობლემა გამოუყენებელი მომენტები და გაშვებული გოლებია. ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ მეტოქის საჯარიმოში მოქმედება გვიჭირს. ეს უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია და მე კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალები არიან. მათ უყვართ საქართველო და ეროვნული ნაკრები, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ პროფესიონალებს და ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით ვიქნები, მითუმეტეს კაშიასი და კანკავასი, რომლებიც ქართული ფეხბურთის საუეკთესო პროფესიონალები არიან.

ნიკა კვეკვესკირი: ხვალინდელი თამაშიდან იწყება მზადება უეფას ერთად ლიგისთვის, ბევრი ახალგაზრდაა და ახალი სახე ნაკრებში. მათ არ ჰქონდათ საშუალება ოფიციალურ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა და ჰქონოდათ სათამაშო პრაქტიკა. დიდი პლუსია,რომ მათ ამ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობის შანსი მიეცამათ. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ და რეგიონში ჩვენს საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებს გავახარებთ.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველოსა და კვიპროსის მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 10 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GFF.GE

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
მინიმალური თანადგომა და მაქსიმალური პრეტენზიები - ქეცბაიამ შეიძლება კვიპროსის ნაკრები დატოვოს
თემურ ქეცბაია: ბოლოს და ბოლოს უნდა ვიგრძნოთ, რომ სახლში ვთამაშობთ
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ქეცბაიას კვიპროსმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]