საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, კანადის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, კანადის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- ქართველმა რაგბისტებმა კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

- უნდა ველოდოთ თუ არა ახალგაზრდა მოთამაშეებს უელსთან სასტარტო შემადგენლობაში? მათ ხომ მშვენივრად ითამაშეს?

- მატჩი უკვე დასრულდა. კარგია, რომ 54 ქულა გავაკეთეთ, მაგრამ სრულად კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმაც კარგად ითამაშეს, ყველამ კარგად ითამაშა და ივნისში რომ გვეთქვა კანადას 54 ქულას გავუკეთებთო, არარეალურად ჩაითვლებოდა.

- კანადამ 22 ქულა მოაგროვა, ეს ბევრი ხომ არ არის?

- ამ ფაქტით გახარებულები არ ვართ. განსაკუთრებულად არ მომეწონა ის ლელო იყო, რომელიც სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ მივიღეთ. რაღაც მომენტებში, როდესაც მეტოქემ ტემპს მოუმატა, კარგად გამოიყენა საკუთარი სწრაფი თამაში, თუმცა მალევე ისევ შევიკარით და მოწინააღმდეგე გავანეიტრალეთ. 22 ქულის გაშვებით ბედნიერი არც კაპიტანი და არც დაცვის მწვრთნელი არ იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო სერიის პირველი მატჩი და საწყისი შეხვედრა ყოველთვის რთულია. რაღაცეები უნდა გამოვასწოროთ, როდესაც ბურთს ვკარგავთ, სწრაფად უნდა მოვახერხოთ გადალაგება და ეს აუცილებლად გასაუმჯობესებელი გვაქვს.

- როგორ შეაფასებდით უელსთან შანსებს?

- ყველაფერი დამოკიდებული იმაზეა, თუ როგორ მოვემზადებით მატჩისთვის. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ დავიღალეთ იმ მომენტით, როცა ამბობენ, რომ პირველი დონის გუნდთან საქართველო უშანსოდაა და ჩვენ უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად, სტატისტიკისთვის ვთამაშობთ. თუ გვინდა, რომ ესეთ გუნდებთან შედეგი გვქონდეს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მომზადებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

- გუშინ, უფრო მხიარული იყავით, ვიდრე დღეს. უკეთეს შედეგს ელოდებოდით, უფრო ძლიერ თამაშს თუ ეს სათამაშო სტრესიდან გამომდინარეა?

- ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი რაგბის ირგვლივ ხდება. რა თქმა უნდა ამ მოგებით გახარებულები ვართ, თუმცა როდესაც მოთამაშე ვიყავი, რაც არ უნდა დიდი ანგარიშით მოგვეგო, თუ არ მომწონდა იმ თამაშის ხარისხი ნაწილობრივ, ყოველთვის მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი.

- შიდა ჩემპიონატის დონე საგრძნობლად იწევს. ნაკრებში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭებიც ამის დასტურია. გვაინტერესებს მწვრთნელის მოსაზრება დიდი 10-ის შესახებ.

- ჩემპიონატის დონეზე აშკარად მატულობს, რაც ნიჭიერი მორაგბეების გამოჩენითაც დასტურდება. რომ შევადაროთ ექვსი წლის წინანდელი და ახლანდელი დიდი 10, ძალიან დიდი სხვაობა არის.

- ვასილ ლობჟანიძემ თითქოს პროგრესი შეწყვიტა, რისი ბრალია, "ბრივში" თამაში იშვიათად რომ უწევს?

- დიახ, ნაწილობრივ გეთანხმებით. ვასილმაც იცის ამის შესახებ, ამაზე გვისაუბრია და თავადაც ყველაფერი გააზრებული აქვს. ის მაღალი კლასის მორაგბეა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი სათამაშო დრო აქვს, მან ისე უნდა ივარჯიშოს, როგორც საჭიროა.

vato
შენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის პრობლემაა როდესაც ჩვენი ერთერთი იმედს და ნიჭიერ მორაგბეს პრობლემები აქვს. Kარგი იქნება შენც ასე გამოგცვალონ სამსახურში ან სადმე სხვაგან?
ანდრი
სათამაშო დრო და უფრო მეტად მოდუნება ფსიქოლოგიურად, ახალგაზრდაა და მაგასაც ისწავლის, თორემ თვითონაც მაღლა უწევს თამასას თავის თავს და მუდმივ პროგრესის წნეხშია მგონი. ექნება სათამაშო დრო და დაღვინებასაც დაიწყებს ყოველმხრივ.
ბმბ
რა პრობლემაა, აფრასიძე უპრობლემოდ შეცვლის.
სოსო
მან ისე უნდა ივარჯიშოს,როგორც საჭიროა.ვასკა მართლა ჩრდილში იყო და რამდენჯერმე არასწორი გაგრძელებაც აირჩია,ყოველ შემთხვევაში ჩემი არა კომპეტენტური აზრით.ვასკას რა შეუძლია უკვე გვინახავს და გაცილებით მეტი რომ შეუძლია,არც იმაში ეპარება ეჭვი არავის.ალბათ მართლა მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება თავის გუნდში,ან რაღაც სხვა პრობლემაა,თორემ შრომა რომ არ ეზარება,ვიცით.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა