ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
ჭაბუკთა B ლიგის სატიტულო შეხვედრა "ლელოსა" და "ხომლს" შორის პირველობის ნამდვილ მშვენებად იქცა.

ავჭალის მთავარ სარაგბო არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიურმა მხარდაჭერამ მეტოქეებს თამაშისა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გაუორმაგა.

ფინალს ორივე გუნდი კარგად მომზადებული შეხვდა. "ლელოს’" და "ხომლს" თავთავიანთი არენები გააჩნიათ და სრულფასოვან, ინტენსიურ წვრთნაშიც პრობლემები არ ექმნებათ. დიდ დიღმელებს ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ მოქმედი მარბიელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დამრიგებლობს, ‘ხვამლელებს კი სათავეში ყოფილი ბორჯღალოსანი დავით ცხვედიანი უდგას. ‘ლელო’ მიჯრით მეოთხედ ასპარეზობდა ფინალში, ფავორიტად მიიჩნეოდა და ტიტულის მოპოვებას მესამედ ლამობდა. აღსანიშნავია, რომ უნარიანი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ‘ლელოს’ ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’ ლიგის გუნდები საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს რეგულარულად სოლიდურ შევსებას აწვდიან. ხვამლელებმა კი თავიანთ სადებიუტო სეზონშივე მოიპოვეს გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება.

ცხვედიანმა ‘ხომლს’ საფუძველი 2011 წელს დაუდო და გუნდში გლდანსა და მუხიანში მცხოვრები ბავშვები იახლა. საფესტივალო ასაკიდან მოყოლებული ხვამლელები საგრძნობლად პროგრესირებდნენ და ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის პირველივე სეზონში ფინალს ერთადერთი მარცხით(ისიც ლელოსთან) უწიეს. ცხვედიანს გუნდის გაძღოლაში დიდი დახმარება საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ყოფილმა მორაგბემ ერეკლე ფერაძემ გაუწია, ვინაც ამჟამად მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს. პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ლელომ’ სრულ საბრძოლო შემადგენლობას მოუყარა თავი, ‘ხომლმა’ კი დისკვალიფიცირებული ერთ-ერთი წამყვანი მარბიელი ტარიელ გვიმრაძე მოისაკლისა. ხვამლელთა ტრავმირებული კაპიტანი ზურა ლუტიძე კი თამაშში გამაყუჩებლების დახმარებით ჩაერთო.

მატჩი "ლელოს" იერიშებით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ფრთაზე სწრაფად ჩათამაშებული ბურთი გარემარბმა გიორგი კოკოლაშვილმა გაიტანა, ფულბეკმა კობა ირემაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახა და ჩემპიონი 7:0 დაწინაურდა. დიდ’დიღმელები 7-ქულიან უპირატესობას ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ. ხვამლელებმა თამაში სწრაფ კონტრიერიშებზე ააგეს, ფეხით თამაშში ბადალი არ ჰყავდათ და თან მეტოქეს მცირე შეცდომასაც არ პატიობდნენ. ‘ლელომ’ უამრავი უნებლიე ჯარიმა აიღო, სივრცეც სათანადოდ ვერ გამოიყენა და შეტევაში არაერთი თერნოვერი შეემთხვა. ‘ხომლის’ მარბიელ საბა კურტანიძის აქტიურობით ჯერ მგეზავმა ნიკა ცინცაძემ იხეირა, რასაც ხომლელთა გარემარბ ბაჩანა მონიავას ლელოც დაერთო და დებიუტანტი 15:10 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ლელოს გატანა უკვე თავად საბა კურტანიძემ შეძლო, თავისივე გადაკიდებული ოვალი ლელოდ აქცია და შესვენებაზე ‘ხომლი’ 7-ქულიანი უპირატესობით(13:20) წავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლელომ" ჩვეულ სტილში, 30-მეტრიანი მოლი ააგორა და ჰუქერ გიორგი კანიაშვილის ძალისმიერი ეფექტური ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. გარდამტეხი მომდევნო 3 წუთი გამოდგა. ‘ხომლმა’ ჯერ ხაზი გაჭრა, რითაც შუამარბმა ბესო თაყნიაშვილმა იხეირა, მომდევნო შეტევაში კი ფეხით შეგორებულ ბურთს პირველმა ხვამლელთა ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა მიუსწრო, 18-34. კობა ირემაშვილის ჯარიმამ მატჩის საბოლოო ანგარიში 21:34 დააფიქსირა. "ხომლი"- ჭაბუკთა B ლიგის ახალი ჩემპიონია!

"აია" მამაქალაქში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

ფინალურ შეხვედრამდე, ავჭალაში პირველობის მესამე ადგილოსანი ქუთაისის ‘მწვანე აიასა’ და დედაქალაქელ ‘არმაზის’ შეხვედრამ გამოავლინა. რიონისპირელებს სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდათ წაგებული(‘ლელოსთან’) და დათო გორდულაძის შეგირდებმა ვაზისუბნელებთან დაპირისპირება მთავარ ფავორიტად დაიწყეს. ბორის აბაშიძისა და ნიკა პინაიშვილის გუნდს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი, მგეზავი და წამყვანი პივოტი გივი ცინცაძე ვერ დაეხმარა. ‘არმაზმა’ მთელი სეზონის მანძილზე სრულფასოვანი წვრთნის ჩატარება ვერ მოახერხა. დროებით საკუთარი არენის გარეშე მყოფი ვაზისუბნელები უკონტაქტო ვარჯიშებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოასფალტებულ სტადიონზე ატარებდნენ, რის გამოც გუნდის თავკაცობამ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა დიდ წარმატებად მიიჩნია.

"არმაზმა" რიონისპირელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყისი 20 წუთი უწია, რის შემდგომ გაშლილ შეტევაში ალამთან ლელოს გატანა ‘აიას’ შუამარბმა თემურ კოხოძემ მოახერხა. ფულბეკ დავით გასვიანის 30 მეტრიდან გატანილმა ეფექტურმა არეკნმა ფავორიტს ტაიმი 8:0 მოაგებინა. მეორე ტაიმი ‘არმაზის’ შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ჯარიმით დაიწყო, 8:3. ‘აიამ’ ტემპს უმატა. ვაზისუბნელები ფეხით თამაშში მოიკოჭლებდნენ და თან რაქში გადაყრის პრობლემის მოგვარებაც ვერ შეძლეს. კონტრშეტევაზე ჯერ რიონისპირელთა ბურჯმა გელა მუშკუდიანმა მოახერხა ლელოს გატანა, შეხვედრის მიწურულს კი ‘აიას’ პირველხაზელმა ჯანო მაისურაძემ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ დათო გორდულაძისა და მალხაზ ჩხეტიანის შეგირდებმა 21:3 იმარჯვეს და 2 წლის წინ მოპოვებულ ჩემპიონის ტიტულს, ამჯერად ბრინჯაოს მედლები შემატეს.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

tazo
გილოცავთ ბიჭებო!!!!ეგრე გააგრძელეთ,ყოველ წელს ახალ-ახალი ტიტულები!წარმატებები,სპორტული იღბალი და ღმერთი თქვენთან!!!ცხვედო მაგარია:))))
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: ჯიქი-ყოჩები, ლელო-ლოკომოტივი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
"თბილისის მერიის თასი" "ხომლმა" მოიგო
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]