დრამა "სან სიროზე" - იტალია უმუნდიალოდ დარჩა!
უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიამ 1958 წელს ვერ მიიღო მონაწილეობა და სხვათა შორის, ის ტურნირი შვედეთში ჩატარდა. პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად დამარცხების შემდეგ, სკუადრა აძურა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და როგორმე უნდა გაემარჯვა სახლში სასურველი ანგარიშით. მათი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ თქვა, კი უნდა მოვიგოთ, მაგრამ ფეხბურთელების ნაცვლად "სან სირო" ვერ გაიტანს გოლსო.

თამაშის დაწყების წინ ტიფოზებმა შვედეთის ჰიმნს უსტვინეს, ბუფონი კი აპლოდისმენტბით მიესალმა. არა, რა, ამ დიდი ფეხბურთელის და პიროვნების გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს პეწი დაეკარგება.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო ნერვულად და დაძაბულად დაიწყო, ჯერ მასპინძლები ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს, შემდეგ კი სტუმრები. მე-17 წუთზე კიელინისთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა მიიღო იუჰანსონმა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, ხოლო მის ნაცვლად შეცვლაზე სვენსონი შევიდა. 26-ე წუთზე კანდრევამ ვერ მოახერხა "ტრე კრუნურის" დამწუხრება. ტაიმის დასასრულს მცველმა გრანკვისტმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მეკარე ოლსენმა ფლორენცის მახვილი კუთხიდან არ გაატანინა გოლი და პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ბურთის ფლობა 69/31-ზე გახლდათ, მაგრამ მარტო ბურთისა და ინიციატივის ფლობა უგოლოდ რა ბედენაა...

მეორე ტაიმი პირველის ალი-კვალი გამოდგა, სკუადრა აძურა ბევრს და ერთფეროვნად უტევდა და ვერ მიაღწია საწადელს. ძნელია მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმის იტალიის გარეშე წარმოდგენა, მაგრამ გუნდი რომ 180 წუთში 1 გოლს ვერ გაიტანს და ასე სწორხაზოვნად გაირჯება, ალბათ, არც იმსახურებს მუნდიალზე მონაწილეობას.

იტალია - შვედეთი 0:0

მილანი. "სან სიროს" სტადიონი.

იტალია: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, ჟორჟინიო, დარმიანი (63. ელ შაარავი), ფლორენცი, პაროლო, კანდრევა (76. ბერნარდესკი), იმობილე, გაბიადინი (63. ბელოტი)

შვედეთი: ოლსენი, აუგუსტინსონი, გრანკვისტი, ლინდელეფი, ლუსტიგი, ფორსბერგი, იუჰანსონი (19. სვენსონი), ლარსონი, კლასონი (72. როდენი), ტოივონენი (54. ტელინი), ბერგი

გაფრთხილება: 9. იოჰანსენი, 9. კიელინი, 22. ბარძალი, 29. ფორსბერგი, 65. ლუსტიგი, 90+2. იმობილე, 90+4. ოლსენი

irakli1
ხოო ხოო შეიყვანონ არაბები და ბრაზილიელები და მაგრად გავლენ შემდეგშიც!იტალიელების გარეშე,აღარ იქნება ფეხების დამტვრევა და ეგ არის!
ფეოლა
ჰოლანდია უნდა ყოფილიყო წესით მაქ.ურთიერთშეხვედრებში ჰოლანდიამ აჯობა შვედებს,ფარერები ამოტენეს ბოლოს და მაგით გავიდნენ.სულელური წესია.თუმცა აქამდე არ უნდა მიიყვანოს ისეთი ისტორიის მქონე ნაკრებმა როგორიც ჰოლანდიაა.
კაშია
იტალია და შვედები რას მიქვიან. მთავარი ფეხბურთი არაა, მთავარია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლესბოსელებს და გეებს, ეს კი მარტო ჩვენ შეგვიძლია! დიდება საქართველოს ნაკრებს!
Kriminali
Exla ityvian italia ver gavida da chven ragas gvaginebto;
ვასილიჩი
ჰა ჰა ჰა ჰა, შენ გაიხარე იუმორის მამავ!
domenti
ეჰ, ჩვენ რა გვეშველება, თორემ ესენი ამოყვინთავენ ისევ
haha
რა უაზრო მსოფლიო იქნება რუსეთში. იტალია არ იქნება, არც ჰოლანდია, არ საქართველო. მოკლედ ჩაშლის პირას არიან.)))
ირაკლი
1990 წლის შემდეგ ვგულშემატკივრობ იტალიის ნაკრებს. ის რაც ეხლა მოხდა სრული კატასტროფაა და დაჯერებაც კი ძნელია. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო. გაიხსენეთ ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატი და როგორ რეგრესირებს იტალიური ფეხბურთი.
მე
ღირსები არიან, დაცვის გარდა არავინ არ ყავთ, ეჰ რა თაობა ყავდათ და ესენი ვინ არიან, კიდევ ერთხელ დამწყდა გული ბუფონზე...
Shah name
როცა პრეტენზია გაქვს მსოფლიოზე გასვლის შვედეთის ნაირ გუნდს უნდა მოუგო
გია
მოსალოდნელიც იყო ეს თუ გადავხედავთ ბოლო წლებში იტალიის ფეხბურთის მდგომარეობას. ეხლა მაინც მიხვდნენ და დაიწყონ კონკრეტული გეგმით კრიზისიდან გამოსვკა.წამოწიონ ახალგაზრდა თაობა და ნელნელა ყველაფერი დალაგდება.არაუშავს შეიძლება კარგიც იყის ეს მომავლისთვის....
oceola
ბუფონმა კიარა გროსომ მოიგო :)) რა მოიგო ბუფონმა, სულ ორჯერ დაარტყმევინეს მცველებმა მეტოქეებს მის კარში.
papai
1982 წლიდან იტალიის მთელი ნაკრების შემადგენლობა ზეპირად ვიცოდი.. და ეხლა რა ხდება? 3-4 ფეხბურთელი და მორჩა და ისინიც წავიდნენ... ბუფონმა, დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ სანაკრებო კარიეარა დაასრულეს
ბექა
კიდევ ერთხელ დამტკიცდა სერია a უმდაბლესი დონე!
მართალი
2006-ში ბუფონიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი,იტალიელები კვლავ ბუფონის იმედზე იყვნენ. ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებში ალბათ მე კი არა,იტალიელებიც ვერ ცნობენ. რა ნაკრებია ეს?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი - "მფრინავმა ჰოლანდიელებმა" შვედეთთან იფრინეს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]