თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში 5 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში 5 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, ვერცხლი და 2 ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში ნუგზარ სხირელის გუნდმა 49 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, წინ მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები გაუშვა.

55 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უნგრელი იოჟეფ მოლნარის დამარცხებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. მან მეტოქე ორ პერიოდში დაამარცხა - 5:0, 3:0. ხინჩეგაშვილმა ირანელ ბეჰნამ ეჰსანპორს მოუგო - 1:1, 5:0. შემდეგი მეტოქე, უკრაინელი იგორ ხავალდჟი ძალზე იოლად გამოთიშა ასპარეზობიდან - 5:0, 7:1.

ნახევარფინალშიც ორი პერიოდი ეყო ქართველ ფალავანს, მან რუსი რასულ მაშეზოვი დაამარცხა - 4:3, 4:2. ფინალი ძალზე დაძაბული გამოდგა, ხინჩეგაშვილს სერიოზული მეტოქე ჰყავდა, აზერბაიჯანელი თოღრულ ასგაროვი. ჩვენებურმა სამ პერიოდში იმარჯვა - 1:1, 1:3, 4:2. წლეულს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოზე კი - ოქრო.

66 კგ-ში დავით ტლაშაძე გამოდიოდა, რომელიც საბოლოოდ უმედლოდ დარჩა. ტლაშაძემ პირველ წრეში ფრანგ მაქსიმ ფიკეს მოუგო - 2:4, 2:0, 3:0. აჯობა ქართველმა რუმინელ ადრიან მოისესაც - 0:7, 3:3, 7:0, მაგრამ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ რუს ალან გოგაევთან ვერაფერი გააწყო - 0:2, 0:2. რეპეშაჟში დავითმა ინდოელ პარვეენ რანასთან წააგო - 0:4, 1:0, 0:7.

84 კგ. წონით კატეგორიაში ძალიან ცუდად გამოვიდა დავით მარსაგიშვილი, რომელმაც პირველივე წრეში წააგო აზერბაიჯანელ ილია ხამიკოევთან - 2:0, 1:3, 1:4. შემდეგ ეტაპზე აზერბაიჯანელმაც წააგო და ამით მარსაგიშვილსაც მოესპო მედლისათვის ჭიდაობის შანსი.

მძიმე წონაში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე იცავდა საქართველოს ღირსებას. საკანდელიძემ ჯერ ბერძენ ალექსანდროს ბუნტაკიდისს მოუგო - 6:0, 7:0, შემდეგ კი ის თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა - 0:1, 1:5. რეპეშაჟში ჩვენებურმა იაპონელი ტომოიუკი ოკა დაამარცხა - 7:0, 8:1, ხოლო მე-3 ადგილისათვის მატჩი მან ამერიკელ ჯერემი ჯონსონს მოუგო - 6:0, 3:0.

ლელო

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...