BBC-ის უელსურმა გამოცემამ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელმაც ქართული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია
BBC-ის უელსურმა გამოცემამ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელმაც ქართული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.

13 ნოემბერს BBC-ის საიტის სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნდა 16-წუთიანი სიუჟეტი, სადაც ყოფილი მორაგბეები, დევიდ ფლატი და ტომ შენკლინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ უფრო მეტი გაეგოთ იმ ქვეყანაზე, რომლის ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მათი მოგზაურობა ჩვეულებრივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ყოფილი მორაგბეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ, ხოლო შენკლინი საქართველოს ოლიმპიურმედალოსანს და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ეჭიდავა.

სიუჟეტის ერთი ნაწილი რუსული ფოლკლორული მუსიკით იყო გაფორმებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური წერილით მიმართა BBС-ის რედაქციას, რომელმაც უკვე შეცვალა მუსიკა.

"მადლობა, რომ მთლიანი გადაცემა მიუძღვენით საქართველოს. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან მსოფლიომ ბევრი არ იცის საქართველოზე, მის კულტურასა და ტრადიციებზე, მის რაგბიზე, რომლით ჩვენ ასე მიამიტურად ამაყნი ვართ. მესმის, რომ ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე გვეჩვენებინა, მაგრამ ის პატარა ნაჭრები, რომლებიც შეარჩიეთ, არაფერს წარმოადგენს. არც კულტურას, არც ტრადიციებს, არც სპორტსა და არც პოლიტიკას, არც ჩვენს სახალისო მომენტებს. "მადლობა" უნდა გადაგიხადოთ, ვინაიდან ეს ხუმრობა იყო, მაგრამ გთხოვთ, არასოდეს გამოიყენოთ რუსული ფოლკლორული მუსიკალური თანმხლები (განსაკუთრებით, გასაბჭოებული) საქართველოს შესახებ სიუჟეტებში. შეიძლება მახვილი ბრიტანული იუმორი არ გვესმის, მაგრამ მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის შუაგულს, თავისუფლების მოედანს ვუყურებთ და გვესმის მუსიკა, რომელსაც რუსულ სამხედრო ბაზებზე უკრავენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული, თბილისიდან 40 კილომეტრში", - ნათქვამია რაგბის კავშირის წერილში.

გარდა ამისა, რეაგირება მოახდინა მთავრობის კანცელარიამაც.

საინტერესოა ყოფილი მორაგბის, ალექს ჩიქოვანის კომენტარი, რომელიც ამ ამბავს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"ესე იგი, გახსოვთ, ალბათ, გუშინ გაგიზიარეთ BBC Wales-ის უელისი-საქართველოს წინასამატჩო სტატია და რეპორტაჟი საქართველოზე და გამოვთქვი ჩემი აღშფოთება ვიდეოს რუსული ჩასტუშკებით გაფორმებაზე (და არამარტო). როგორც აღმოჩნდა (ეჭვიც არ მეპარებოდა), რაგბის კავშირს Georgian Rugby უკვე მოხდენილი ჰქონია რეაგირება ამ არასასიამოვნო ფაქტზე, იმის მითითებით, რომ ეს უბრალოდ სხვა ქვეყნის მუსიკა კი არ არის, არამედ ოკუპანტის! და განსაკუთრებით მძაფრად ეს ჩვენი დედაქალაქის გულის, თავისუფლების მოედნის კადრების დროს ისმინება! გთავაზობთ მიწერილი წერილის ტექსტს, დიპლომატიურს, თუმცა მკაცრს.

სხვათა შორის, ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინა მთავრობის კანცელარიამაც. მადლობა მათ!

მოკლედ, შედეგად მივიღეთ ის, რომ რუსეთის ოკუპანტობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, ვიდეო აიღეს და ცვლიან მუსიკას! მიაწვაააააააააა!

P.S. ჩემი მწარე კომენტარი არ გამოაქვეყნეს, მომწერეს, ისედაც მაგრად დაგვიფინეს და არ გამოვაქვეყნებთ ამიტომო".

ამერან ჯოლოხავა
სულიერად რო მაგრები ხართ იმიტომ მიგდით საქმე კარგად. მიაწექით თქვენ შემოგევლეთ და როცა უელსის გუნდს დაამარცხებთ მაშინ ქართული ფოლკლორის მუსიკებს დადებენ.
Tamari
ტიფლის ვერანდაზე იმ ულამაზეს ადგილას რომ ჟღერს რუსული ფოლკლორი იმას რა ვუყოთ??? შუაგულ ქალაქში
რაგბისტი
როგორც მივხვდი, ზემოთ დადებულ კლიპში მუსიკა უკვე შეცვლილია, რადგან კლიპს ადევს ანგლო-საქსონური ფოლკლორული ტრეკი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსულ მუსიკასთან, მითუმეტეს ჩასტუშკებთან. თუ ეს ასეა, მადლობა უფალს, სხვა შემთხვევაში, დიდი სირცხვილი ვჭამეთ.
გულშემატკივარი
შეცვალეს უკვე ეტყობა
niko
ეხლა ვუყურე ამ სიუჟეტს მაინტერესებდა რა რუსულ მუსიკაზე მიდის საუბარი. მთლიან სიუჟეტს მისდევს კელტური ან უელსური ფოლკლოლური მუსიკა რომელიც ყველა ინგლისური წარმოშობის ბარში ან ფაბში შეიძლება მოისმინო მსოფლიოს გარშემო. სად გაიგეთ რუსული მუსიკა საბჭოური დროის თან ვერ მივხვდი. არაფრის გულისთვის ატყდა აურზაური სალხინეთში
gio
მაგარი ხალხია ბრიტანელები იციან სად უნდა დაგვარტყან;) მარა კარგია, რაგბისტები გამოასწორებენ ყველაფერს 18ში კარდიფში. ისე რა სიმათლე არაა? რუსულ მუსიკის დაკრულზე არ ცეკვავს ქვეყანა? ხალხზე არ ვამბობ.
i Am Georgian
საჭიროა!!! ამგვარი და უფრო მძაფრი რეაქციაც ბიბისი გადატვირთულია ანტიქართული სხვა, მესამე ქვეყნის წისქვილზე წყლის სხმის მეშვეობით ვაი რეფორტერებით დიდი ფული ტრიალებს ბიბისიში აბრამოვიჩის და ბლომად სხვათა მეშვეობით..ვისი ინტერესებისათვისაც??? არაა რთული მისახვედრი მაგრამ ამგვარი რეაქცია საჭირო რეაქცია ქართველთა მხრიდან ფეიკურ-ანტიქართულ მესიჯებზე ,ingliselebis miimart- Wifh love from Georgia -ფონზე,ფარგლებში,ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება,დადებითი შედეგით, ურთიერთობა.ბრიტანეთaნ.
aburjga
....შენკლინი საქართველოს ოლიმპიურმედალოსანს და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ეჭიდავა." რა მოხდა ამ ჭიდაობის დროს, ალათ ყველას გვაინტერესებს?! იქნებ დაწეროთ ორიოდ სიტყვა ამ ამბავზე?!
es vin qofila kacou
ეტყობა შენ სატირა არ გესმის სკოლაში მიანც არ გისწავლია?
ანდრი
კაი მთქმელს კაი გამგებიო
სერგი
ასპროვენტიანია რაგბის კავშირი
ლეონიდ აგუტინი
და საქართველოში რომ ყველა "მარშუტკიდან", ყველა რესტორნიდან და ყველა ქორწილში რუსული მუსიკის გუგუნისმის ეს არაფერია ხო? ეს ფარისევლობაა რომ გვღუპავს ჩვენ...
გიორგი
გთხოვთ ძაან ეჭვიან ადამიანად არ ჩამთვალოდ, მაგრამ მგონი ღრუსების ხელი ურევია ყველა სიბილწეში.
გიორგი
გთხოვთ ძაან ეჭვიან ადამიანად არ ჩამთვალოდ, მაგრამ მგონი ღრუსების ხელი ურევია ყველა სიბილწეში.
ალეკო
რა "ბრიტანული მახვილი იუმორი"' ქართველებს იუმორი გვესწავლება? უბრალოდ ცოტა ცინიკური დამდაბიო ხარისხის სიუჟეტი გადაიღეს, ეს ასრის და ეს, ისევ მათ ჩაიყენეს თავი უხერხულ მდგომარეობაში
gia
ირონიითაა ნათქვამი
dato
მანდ ირონიაა მეგობარო
კოტე
ისე საწყენია,რომ საქართველოს ყველა ენაზე საქართველოდ არ მოიხსენიებე, რაა გურჯისტანი, გეორგია,გრუზია ,ვარაცისტან და რა ვიცი ათასი რამ.
დათო
,,შეიძლება მახვილი ბრიტანული იუმორი არ გვესმის"ო ესა რაა, რა თავს იდაბლებთ მათ წინაშე მათ ააქვთ მახვილი იუმორი ?? ისემც დავასხი მათაც და მათ იუმორსაც თავს ლაფი.
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ევროპის ძიუდოს კავშირმა გურამ თუშიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება